სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმა

„ზრუნვა სოფელზე და ფერმერზე"
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმა
ფოტო: entrepreneur.ge

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
2 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მთავრობამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა - „ზრუნვა სოფელზე და ფერმერზე” წარადგინა

ყველას უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს შეუძლია კრიზისი გამოიყენოს როგორც შესაძლებლობა ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის და ჩვენ ყველამ ერთად, ჩვენი სფეროების მიმართულებით უნდა ვეძებოთ ზრდის და გარღვევების ის წერტილები, სადაც ქვეყანას შეუძლია წარმატებული მენეჯმენტი, გამკლავება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დღეს პირველად გვყავს ერთი ინფიცირებული და 16 გამოჯანმრთელებული 24 საათის განმავლობაში, რაც, სერიოზული მიღწევაა, თუმცა ეს არ არის მოდუნების საფუძველი.

„პირიქით, უფრო მკაცრად უნდა მოვითხოვოთ წესების დაცვა, რომელსაც გვიწესებენ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები. წესების დაცვა და დისციპლინა არის ერთადერთი საშუალება, რომელიც გვაძლევს გარანტიას, რომ ჩვენ შევძლებთ ეკონომიკური საქმიანობის სხვებთან შედარებით უფრო ეფექტურად და სწრაფად ამოქმედებას. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. Covid-19-ის, როგორც ინფექციის ეფექტური მართვა ჩვენ უნდა დავაკონვერტიროთ ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობად. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია. როდესაც ვამბობთ, რომ ვიბრძვით ორი მიმართულებით - ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის და სწრაფი ეკონომიკური აღდგენის, ვგულისხმობთ სწორედ ამას. საქართველოს შეუძლია, ეს კრიზისი გამოიყენოს როგორც შესაძლებლობა და ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანიც და დევიზიც წლის ბოლომდე და უახლოესი წლის განმავლობაშიც. ეკონომიკური აღორძინების ეფექტიანობა პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, როგორ დავიცავთ იმ წესებს, რომელსაც გვიწესებენ ექიმები. ეს არ არის რთული შესასრულებელი. უნდა გვქონდეს ყოველთვის პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცია, ჰიგიენის ელემენტარული წესები და კიდევ ბევრი რამ, მაგრამ მარტივად შესასრულებელი. სამწუხაროდ, პანდემია და ვირუსი არის ის მოვლენა, რომელთან ერთადაც ჩვენ გარკვეული პერიოდი მოგვიწევს ცხოვრება,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სოფლის მეურნეობა არის ის მიმართულება, სადაც მთავრობამ გარკვეული ნაბიჯები ფერმერების დასახმარებლად გადადგა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და ამიტომ შემუშავდა ანტიკრიზისული პროგრამა, რომელსაც ჰქვია „ზრუნვა სოფელზე და ზრუნვა ფერმერზე”.

Latest on Entrepreneur