You can be on Entrepreneur’s cover!

ბოლოს და ბოლოს, რა არის ეს TIKTOK-ი? რას ნიშნავს იყო "ტიკტოკერი"?

By რეზი ბესელაშვილი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

ახალი კორონავირუსისა და გლობალური პანდემიის გამო, მეც შინ დარჩენა რომ მომიწია, რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის. ჩვენი ბიზნესის საცალო და ონლაინგაყიდვებიც, ასევე სხვა ბიზნესპროცესებიც, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე გაჩერებულია. შინ ჩარჩენილი, ხან წიგნებით ვირთობდი თავს, ხან ფილმების ნახვით, ხან კომპიუტერული თამაშებით, მაგრამ მალევე ყველაფერი მომბეზრდა. ამ ვირუსისა და შინ ყოფნის გამო, ფეისბუქზეც ყველა მოწყენილი იყო. გადავწყვიტე, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავი გამერთო და ჩემი მეგობრებიც გამემხიარულებინა. დავიწყე სახუმარო ვიდეოების გადაღება − ერთი მხრივ, ყოველდღიურად მიწევდა ფიქრი, რომ რაიმე ახალი მომეფიქრებინა, მეორე მხრივ, შემოქმედებით პროცესშიც დრო გადიოდა და ჩემს ვიდეოებზეც ყველა ძალიან ხალისობდა. ერთმა ჩემმა მეგობარმა კომენტარი დამიტოვა, შენ უეჭველად TIkTok-ზე დარეგისტრირდი, მშვენივრად მოერგები მაგ პლატფორმასო.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდი TikTok-ი მუდმივად თვალში მხვდებოდა, რატომღაც მაინც ფეხს ვითრევდი, რომ შევსულიყავი და მის შესასწავლად რამდენიმე დღე დამეთმო. ვინაიდან ჩვენი ბიზნესის ძირითადი საკომუნიკაციო წყარო სოც. მედიაა, ძალიან დიდი ხანია ვგეგმავდი, რომ ეს ახალი პლატფორმაც შემესწავლა − რა როგორ მუშაობს, როგორი ტიპის კონტენტი მოსწონს ხალხს, როგორ ხდება ბრენდების პოზიციონირება, რა ასაკისა და როგორი აუდიტორიაა და ა.შ. როგორც წესი, როდესაც რომელიღაც ახალი თემა ხდება ტრენდული, უპირველესად ამ ტრენდს ე.წ. Early Adopter-ები იწყებენ და ჩვეულებისამებრ, ისინი თინეიჯერები არიან. ამ პანდემიის გამო, გადავწყვიტე, თავისუფალი დრო პროდუქტიულად გამომეყენებინა და გამეგო, ბოლო-ბოლო, რა არის ეს TikTok. დავრეგისტრირდი პირადი პროფილით და დავიწყე ჩემი ვიდეოების დადება. ერთი თვის თავზე უკვე 1100-მდე გამომწერი მყავს, სიტუაციაშიც ნელ- ნელა გავერკვიე და რაც მთავარია, მშვენივრად გავერთე.

მოკლედ, TIKTOK-ის შესახებ:

ვერტიკალური ვიდეოების პლატფორმა ჩინეთში დაარსდა (მის ჩინურ ვერსიას, რომელიც ჩინეთში ფუნქციონირებს ქვეყნის ინტერნეტცენზურის ქვეშ, Dǒuyīn ჰქვია). 2018 წელს გაერთიანდა მეორე მსგავს პლატფორმა Musica.ly-სთან და ამერიკის ბაზარზე შევიდა. კონტენტის, ანუ მოკლე, 60-წამამდე ვიდეოების ძირითადი თემატიკაა ცეკვა, იუმორი, სიმღერა და სხვადასხვა აუდიოჩანაწერზე პირის მოძრაობის აყოლება/ფონოგრამა (Lip-Syncing-ი) პლატფორმაზე. მსოფლიო მასშტაბით, 800 000-მდე რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს და ერთ-ერთი ყველაზე გადმოწერადი აპია Android-ისა და Apple-ის მარკეტებიდან. ძირითადი აუდიტორია სკოლის მოსწავლეები, თინეიჯერები და 24 წლამდე ასაკის ახალგაზრდები არიან (თუმცა, პოპულარობასთან ერთად, უფროსი აუდიტორიაც იზრდება). მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ბრაუზერის ვერსიაც, ინსტაგრამის მსგავსად, მისი ფუნქციონალი შეზღუდულია და ძირითადად, მობილურით, აპით ხდება ვიდეოების ატვირთვა და კომუნიკაცია. აპს ვიდეოების გადაღების, დამუშავების, სხვადასხვა ფილტრისა და ეფექტის დადების ფუნქციაც აქვს. მსოფლიო მასშტაბით, დღეში მილიარდამდე ვიდეო ქვეყნდება. TikTok-ზე ყველაზე მეტი გამომწერები არა ბრენდებს და ბიზნესებს, არამედ ტიკტოკერებს ჰყავთ. ამჟამად ყველაზე მეტი − 48 მილიონამდე გამომწერი, 16 წლის ამერიკელ მოცეკვავე გოგონას, ჩარლი დამელიოს ჰყავს.

TIKTOK-ის მახასიათებლები და ფუნქციები

  • ყველა მომხმარებელს აქვს Following და For You-გვერდი. Following-გვერდზე ჩანს იმ Account-ების ვიდეოები, ვისი გამომწერებიც ვართ. რაც შეეხება For You-გვერდს, ეს არის ვიდეოების ერთგვარი Feed, სადაც შეგხვდებათ როგორც ქართული, ასევე სხვადასხვა ქვეყნის ვიდეოები, არჩეული ენისა და ლოკაციის მიხედვით.
  • პლატფორმაზე წარმატება და გომწერების რაოდენობა მხოლოდ კონტენტზეა დოკიდებული. Organic Reach-ის ალგორითმიც ასეა მოწყობილი. ვიდეო, აპში ატვირთვის შემდეგ, თუ დაიმსახურებს მოწონებას, გაზიარებას, თუ აღწერა და ჰაშთაგებიც სწორად არის შერჩეული, ხვდება For You-გვერდზე, ანუ უფრო მეტი ადიანი ეცნობა მას. 100%-იანი პასუხი, როგორ მოვხვდეთ For You- გვერდზე, არ არსებობს, მაგრ რაც უფრო ახლებული, შემოქმედებითი, ბუნებრივი, ტრენდული, სასაცილო, კარგად და ხარისხიანად გადაღებული ვიდეოა, მით მეტი შანსია, ბევრმა ადიანმა ნახოს. მაგალითად, ჩემს ვიდეოებს ზოგს 1000-მდე, რდენიმეს კი 70 000-მდე ნახვა აქვს მაშინ, როდესაც მე მხოლოდ 1100 გომწერი მყავს;
  • შესაძლებელია, YouTube-ისა და Instagram-ის ანგარიშების მიბმა, ასევე ვიდეოების სხვა პლატფორმებზე, პირდაპირ აპიდან გაზიარება
  • როდესაც ვიდეოს ატვირთავთ, სხვა მომხმარებლებს შეუძლიათ თქვენი ვიდეოს ხმა გამოიყენონ და ჩაწერონ ვიდეოები ამ ფუნქციას ხშირად იყენებენ სხვადასხვა გამოწვევის ან კონკურსისთვის ასევე, მომხმარებლებს შეუძლიათ თქვენი ვიდეოთი გააკეთონ, ეწ დუეტი, მაგალითად, რეაქცია თქვენს ვიდეოზე;
  • 1000 გამომწერის შემდეგ, შესაძლებელია Live-ვიდეოების გაშვება;
  • შესაძლებელია ვიდეოების აპლიკაციით გადაღება, ასევე ატვირთვაც;
  • მუსიკა შეგიძლიათ დაადოთ TikTok-ის აუდიობიბლიოთეკიდან;
  • პლატფორმაზე მუდმივად ჩნდება ახალ-ახალი ტრენდები − ეს შეიძლება იყოს ხუმრობა, ცეკვა რომელიღაც კონკრეტულ მუსიკაზე ან მაგალითად, მშობლებთან ერთად პირის აყოლება რომელიღაც ხმაზე, ასევე მოძრაობების გაკეთება და აშ როდესაც მსგავსი ტრენდი ჩნდება, აქტიური მომხმარებლის უმეტესობა ზუსტად იგივეს იმეორებს.

რეკლამა TIKTOK-ზე

Facebook-ისა და Instagram-ის მსგავსად, ამ პლატფორმაზეც შესაძლებელია რეკლამების განთავსება. მინიმალური სარეკლამო ბიუჯეტი $500-ია. რეკლამა შესაძლებელია გაეშვას სამი მიზნით: ტრაფიკი, კონვერსიები და აპლიკაციის დაყენება (Traffic, conversion, app install). სხვა ციფრული პლატფორმების მსგავსად, აქაც შესაძლებელია დეტალური თარგეთინგი ასაკით, სქესით, ინტერესებით და ა.შ. რეკლამის განსათავსებლად, აუცილებელია შეიქმნას სარეკლამო ანგარიში (Ads Account).

ამ ეტაპზე, შეიძლება ითქვას, რომ უმეტესობა ცნობილ საერთაშორისო ბრენდებს ეს პლატფორმა ჯერჯერობით არ აქვთ ათვისებული, თუმცა თუ მისი პოპულარობა ზრდას განაგრძნობს, ეს უახლოეს მომავალში აუცილებლად შეიცვლება. Nike, NBA, Washingon Post, Guess, ქართული ბრენდები, მათ შორის ტექნიკის ბრენდებიც, უკვე აქტიურად იყენებენ ახალი სოც. სივრცის შესაძლებლობებს.

შეიძლება ითქვას, რომ ძალიან საინტერესო სივრცეა. საინტერესოა, შეძლებენ თუ არა პოპულარობის შენარჩუნებას. რაც შეეხება ბიზნესებს, თუ პროდუქტს ან სერვისს ახალგაზრდა მომხმარებლები ჰყავს, ალბათ დროა უკვე იფიქროთ ამ მიმართულებითაც და გადაეშვათ ვერტიკალური ვიდეოების სამყაროში.

რეზი ბესელაშვილი

ანტრეპრენერი, მარკეტინგის სპეციალისტი და ლექტორი, გრაფიკული დიზაინერი. კომპანია AlterSocks-ის თანადამფუძნებელი

ანტრეპრენერი, მარკეტინგის სპეციალისტი და ლექტორი, გრაფიკული დიზაინერი.

კომპანია AlterSocks-ის თანადამფუძნებელი

მენეჯმენტი

რას გვასწავლიან ცუდი უფროსები

"მე მყავდა უფროსი, რომელიც მუდმივად მუშაობას ითხოვდა. მისი საყვარელი ფრაზა იყო, "სამუშაოს არასდროს სძინავს"