''სპარკის'' 2 წარმატებული ტექნოლოგიური სტარტაპი "ქოინსელი" და "ნუსაგი"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სპარკი

წარმოგიდგენთ ბიზნეს-აქსელერატორ „სპარკის" ორ წარმატებულ სტარტაპს:

1.„ქოინსელი"

ბოლო ხუთი-ექვსი წელია, მსოფლიო ბაზარზე კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის მიმართულება აქტიურად გამოჩნდა. უამრავ საერთაშორისო კონფერენციაზე კი საქართველო კრიპტოვალუტის წარმოების, მოხმარებისა და სხვადასხვა სერვისის განვითარების ქვეყნად არაერთხელ აღიარეს. მაინინგის სპეციალისტს და კრიპტოინვესტორს, ალექსანდრე სუდაძეს ეკუთვნის ელექტრონულ-აპარატურული საფულის შექმნის იდეა. მან კომპანია „ქოინსელი" 2018 წელს დააარსა და კრიპტო-საფულეების გაყიდვა საქართველოში, სომხეთსა და აზებაიჯანში დაიწყო. ბიზნესის გაფართოების მიზნით და ევროპის ბაზრის ასათვისებლად, აღნიშნული კომპანია „სპარკის" არაერთი სერვისით სარგებლობს. მუშავდება ბიზნესგეგმაც. სათანადო ფულადი რესურსების მოძიების შემდეგ, საფულის გამოყენება შესაძლებელი იქნება მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას, სადაც არსებობს ინტერნეტი. იგი მარტივად უერთდება კომპიუტერს ან სმარტფონს USB-კაბელით. საფულის მთავარი დანიშნულებაა, საიმედოდ შეინახოს მომხმარებლის ფულადი სახსრები. ისე, რომ სხვებს მასზე არასანქცირებული წვდომა ან დაზიანების საშუალება არ ჰქონდეთ. მარტივ და პორტატულ ელექტრონულ საფულეზე 1000-ზე მეტი სახეობის კრიპტოვალუტის შენახვაა შესაძლებელი.

2.„ნუსაგი"

ჯანსაღი ცხოვრების წესი საქართველოში სულ უფრო აქტუალური ხდება. სოციალურ ქსელებში უამრავი ინფორმაციაა სწორი კვებითი ჩვევების შესახებ, თუმცა გურმანი ერის სტატუსს მაინც არ ვთმობთ. კალორიების დათვლა, სხვადასხვა დიეტა და ამავდროულად, გემრიელი საკვების მიღების სურვილი, პანდემიურ გარემოში თითქოს ყოველდღიურობის ნაწილი ხდება.

კომპანია „ნუსაგის" დამფუძნებელი „სპარკელი" გიორგი გულუაა. მან FOODTECH-პლატფორმა შექმნა და სხვადასხვა პრობლემის მოგვარების ერთიანი გადაჭრა მოიფიქრა. „ნუსაგი" არის პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მიიღოს საყვარელი საკვები სახლსა თუ რესტორანში და თან წონა აკონტროლოს. აპლიკაციის ალგორითმი სწავლობს მომხმარებლის მეტაბოლიზმს და მიღებული ინფორმაციის მიხედვით ურჩევს დღიური კალორიების ლიმიტს, ასევე, ამ ლიმიტის შესაბამის საკვებს უახლოეს რესტორნებსა და კაფე-ბარებში. გარდა ამისა,,აპლიკაცის საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა საკვების რეცეპტების ნახვა. მომხმარებლებს კი მომზადების სირთულისა თუ დროის მიხედვით გაფილტვრის საშუალება აქვთ. თუ მომხმარებელს საჭირო ინგრედიენტი არ მოეპოვება, „ნუსაგის" აპლიკაცია პარტნიორი მაღაზიებიდან პროდუქტების მოტანასაც უზრუნველყოფს.

ბიზნეს-აქსელერატორ „სპარკის" დახმარებით, კომპანია ამ ეტაპზე ახალი სერვისების გააქტიურებას გეგმავს. სარესტორნო ქსელებში მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს და მალე აპლიკაცია „ნუსაგი" მომხმარებელს კიდევ უფრო მრავალფეროვან მომსახურებას შესთავაზებს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

ჯანსაღი კვების რაციონი ნუცა სურგულაძის "ბალანსთან" ერთად

"ბალანსი" მომხმარებელს სთავაზობს კვების სერვისს, რომელშიც თითოეული კერძი სპეციალურადაა შერჩეული

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

ლიდერობა 4.0 ანუ რა კომპეტენცია გამოარჩევს მომავლის ლიდერებს

"იყო მოტივირებული და ცნობისმოყვარე, გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე იყო ჭკვიანი".- ჯეიმს ქლეარი