გახდი ''სლაშის'' პარტნიორი!

გაყინული არომატიზებული წვენები "სლაშისგან"!
გახდი ''სლაშის'' პარტნიორი!
ფოტო: ალექსეი სეროვი

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
3 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

„19 წლის ასაკში, როდესაც ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის მე-2 კურსზე ვსწავლობდი, ევროპაში მოგზაურობის დროს შევამჩნიე პროდუქტი, რომელიც კონცეპტურად ძალიან მომეწონა. ზუსტად აქედან გაჩნდა სტარტაპის წამოწყების იდეა“, − იხსენებს სოფი კილაძე, Slushy-ის დამფუძნებელი და მმართველი.

„სლაში“ საქართველოში უკვე 3 წელია რაც ოპერირებს და მისი ძირითადი საქმიანობის საგანს წარმოადგენს გაყინული არომატიზებული წვენების წარმოება და რეალიზაცია. ადგილობრივი წარმოების გამო, სხვა წვენებისგან განსხვავებით, „სლაში“ არ შეიცავს კონსერვანტებს, ხოლო მიმზიდველი ფერის მისაღებად გამოყენებულია ბავშვების ჯანმრთელობისთვის უვნებელი საკონდიტრო საღებავი. გარდა ამისა, ბრენდს აქვს იმპორტირებული ტკბილეული, რომელიც არ არის ცხოველურ ცხიმზე დამზადებული და ვეგანურია (სამარხვო).

„სლაში“ არის ფერადი, მხიარული და მეგობრული ბრენდი მონდომებული, ახალგაზრდა სტაფის წევრებით, რომლებიც მუშაობასა და სწავლას კომპანიის ხელშეწყობით თავისუფლად ახერხებენ: „ბიზნესის დაწყების დროს არ მქონდა არანაირი სამუშაო გამოცდილება, არც საკმარისი ცოდნა კომპანიის მართვისა და მენეჯმენტის, თუმცა მინდა თამამად ვთქვა, რომ ჩემი თვითგანვითარება კომპანიის ზრდასთან ერთად ხდება. დამწყები ანტერპრენერებისთვის მთავარი რჩევა ჩემი მხრიდან იქნება, რომ გამოწვევებს არ შეუშინდნენ, რადგან ყოველი ჩავარდნილი პროექტითაც კი ისეთ გამოცდილებას იღებ, როგორისთვისაც მხოლოდ თეორიული ცოდნა არ არის საკმარისი. ამასთან, მნიშვნელოვანია მუდმივი კომუნიკაცია და დამეგობრება სხვადასხვა სფეროს ადამიანებთან“, − ამბობს სოფი.

ვიზუალური მიმზიდველობის გარდა, „სლაში“ საუკეთესო გამაგრილებელი სასმელია. ყინულის გრანულების დამსახურებით, შეიძლება შეიძინო „სლაში“ კინოთეატრში ფილმის დაწყებამდე და ფილმის დასრულებისას ჯერ კიდევ გქონდეს დარჩენილი.

„სლაშიმ“ მენიუში ახალი პროდუქტები, ალკოჰოლური სლაშის კოქტეილები დაამატა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. გარდა ამისა, ბრენდი აწარმოებს საფერავის სლაშს, რომელიც უნიკალურია და ყოველთვის ასოცირდება ქართულ პროდუქტთან.

„ჩვენ ვართ ბავშვებისა და მოზარდების მეგობარი ბრენდი, სოც.ქსელებში ვემეგობრებით ყველა მომხმარებელს, ტრენდებს მივყვებით და გათამაშებებითა და აქციებით მათ გახალისებას ვცდილობთ. ჩვენ არა მარტო პროდუქტს ვყიდით, არამედ დადებით ემოციებს ვაზიარებთ. უნდა ითქვას, რომ რადიკალურად შეიცვალა კომპანიამ პოზიციონირება COVID-19-ის პანდემიის შედეგად გამოვლილი კარანტინის დროს.

ახალ სოციალურ ქსელ TikTok-ის შექმნით, ჩვენი მარკეტინგული აქტივობები სრულიად შეიცვალა, მკვეთრად გაიზარდა მომხმარებლების ნაკადი. საშუალოდ, ადგილზე შეკვეთების დღიური რაოდენობა 20-ჯერ გაიზარდა. კარანტინის დასრულების შემდეგაც ჩვენ ვაგრძელებთ მუდმივ ჩართულობას, იმიჯისა და სამეგობროს შექმნას. თითოეული მომხმარებლის სურათი თუ გაზიარებული ვიდეო, ასევე ზიარდება „სლაშის“ გვერდზე − ჩვენთან მოწყენის საშუალებას არავის ვაძლევთ.

როგორც სოფი Entrepreneur-თან საუბრისას აღნიშნავს, ადგილობრივი ბაზრის ათვისების შემდეგ, ბუნებრივია გაჩნდა სტრატეგიულ განვითარებაზე ფიქრის საჭიროება: „ჩვენ გვინდა შევთავაზოთ როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნის მეწარმეებს საკუთარი პარტნიორობა, ფრანჩაიზის შესყიდვა. ფრანჩაიზის ბროშურის ჩამოტვირთვა და დეტალების ნახვა შესაძლებელია ვებგვერდიდან: www.slushy.ge/franchise 

ჩვენი ამოცანაა დავეხმაროთ სხვა მეწარმეებს თვითრეალიზაციაში და ხარჯების მინიმალიზაციითა და შექმნილი ბრენდის სახელით დავაწყებინოთ საქმიანობა. საკმაოდ დიდი მოთხოვნა გაჩნდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან კარანტინის პერიოდში სოციალურ მედიაში შესრულებული აქტივობების გამო. მეტიც − ჩვენი ტკბილეულის ნაკრებებს მომხმარებლები საქართველოს ყველა კუთხიდან იძახებენ, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ „სლაშის“ ობიექტის გახსნის შემთხვევაში, ROI ისეთივე კარგი ექნება ბიზნესს, როგორიც თავდაპირველად თბილისის ბაზარზე.

რაც შეეხება უშუალოდ პროდუქციას, „სლაშის“ წარმოებული წვენის ვაჟინებით 2019 წლის ზაფხულში ვამარაგებდით ერთ-ერთ ივენთკომპანიას ახალ ზელანდიაზე მდებარე კუნძულ სამოაზე. ძალიან კარგი გამოცდილება იყო ჩვენთვის საქართველოში წარმოებული ვაჟინების ექსპორტზე გატანა.

ფრანჩაიზის მოლაპარაკებები COVID-19-ის გავრცელებამდე მიმდინარეობდა ერევანსა და ყატარის ბაზრებისთვის, თუმცა ამ ეტაპზე სამწუხაროდ შეწყვეტილია.

სიამოვნებით გავესაუბრებით დაინტერესებულ მეწარმეებს ბიზნესთან დაკავშირებით“, − აღნიშნავს „სლაშის“ დამფუძნებელი, სოფი კილაძე.

Latest on Entrepreneur