📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ბიზნესი VS კორონავირუსი - ელენე ოთარაშვილი როგორ ვმართოთ კრიზისი?!

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ელენე ოთარაშვილი
სასტუმრო „რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამულის" გენერალური მენეჯერი

"კარგად მოვერგეთ და შევეგუეთ შიდა ბაზრის მოთხოვნებს, ამისთვის დაგვჭირდა სისტემური ცვლილებები. ტურიზმის ახალ გაიდლაინებზე მოსარგებად, განვახორციელეთ უსაფრთხოების ახალი საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა და თანამშრომელთა ტრენინგი.

სასტუმრო „რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამულის" მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ახალი მიდგომებით მოთხოვნა იმაზე მეტი შევქმენით, ვიდრე პირველი გათვლებით გვქონდა. მომხმარებელი ნელ-ნელა გამოვიყვანეთ შინიდან და დავარწმუნეთ, რომ სასტუმროში დასვენება კვლავ უსაფრთხოა.

დღეს უკვე სხვა რეალობაში ვართ, შესაბამისად, ამ სფეროში მოთამაშე ყველა სეგმენტი უნდა ეცადოს, რომ მაქსიმალურად შეასუსტოს ის დანაკარგი, რომელიც ახლა ტურიზმის სექტორს უდგას და სწრაფად მოვახდინოთ საჭირო ცვლილებები.

კორონავირუსმა მასწავლა ნებისმიერი კრიზისისა და რთული ვითარების შესაძლებლობად კონვერტირება, მაქსიმალურად სწრაფი ადაპტირება და ნებისმიერი გაურკვევლობის დაძლევა.

ჩვენი კომპანია მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე. მთელი პანდემიის განმავლობაში, ჩვენს თანამშრომლებს შევუნარჩუნეთ ხელფასი და ჯანმრთელობის დაზღვევა. ეს იყო სრული თანადგომის გამოცხადება ჩვენი გუნდის მიმართ, გუნდის, რომელიც ყოველდღიურად შრომობს კომპანიის წარმატებისთვის.

ნებისმიერი ბიზნესორგანიზაცია ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც სწრაფად უნდა რეაგირებდეს ცვლილებებზე. დარწმუნებული ვარ, სწორი მოქმედებით და გაძლიერებული ძალისხმევით შეგვიძლია არსებული სირთულეების გადალახვა და მომავალ წელს სასურველ შედეგებზე გასვლა. კრიზისის დაძლევა სწრაფად არის შესაძლებელი და დამოკიდებულია თითოეულ ჩვენგანზე, ჩვენს ქმედებაზე!"

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი