You can be on Entrepreneur’s cover!

''ფოშ-ბარი'' – სპეციალურად თქვენთვის შექმნილი ახალი გემოები გორიდან

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

სოფიო ნოზაძე ქალაქ გორში ცხოვრობს. თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა.

სოფომ ამჟამად ძალიან საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობა წამოიწყო პარტნიორ მარიამ თურაზაშვილთან ერთად. კერძოდ, გორში, სტალინის #48-ში არსებულ სივრცეში, სახელწოდებით „ფოშ", გოგონები ძალიან გემრიელ პროდუქტებს ქმნიან: ბურგერს – სპეციალურად მათთვის შექმნილი სპეცსოუსებითა და მენიუთი, ასევე სენდვიჩებს, ვრაპებს, სხვადასხვა სახის სალათსა და კოქტეილებს. გუნდი ცდილობს დღეს არსებულ მოთხოვნებს ფეხი აუწყოს და როგორც გორის მცხოვრებლებისთვის, ისე ტურისტებისთვის შექმნას გემოები, რომელთა მარტივად დავიწყება შეუძლებელია.

სოფოსთვის ბიზნესიდეის წინაპირობა პროექტი „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის" და სამეწარმეო სკოლა გახდა.

როგორც სოფო ამბობს, ახალი ცხოვრების დასაწყისი სამეწარმეო სკოლას უკავშირდება: „პროექტის შესახებ ჩემი სამსახურიდან შევიტყვე, მე თვითონ ვაწვდიდი ახალგაზრდებს ამ ინფორმაციას გორის მერიის საინფორმაციო საშუალებებით. დავფიქრდი, რომ შესაძლებელი იყო მეც მიმეღო მონაწილეობა და შევავსე განაცხადი, სიახლე ნამდვილად მჭირდებოდა და ახალი შესაძლებლობის გამოყენებაზე უარი ვერ ვთქვი. პროექტში სხვა ბიზნესიდეით მივედი, რომელიც შედარებით მეტ ფინანსურ მხარდაჭერასა და რესურსს საჭიროებდა, განხილვისა და შეთავაზებების შედეგად კი მივედით დასკვნამდე, გაგვეხსნა ბურგერბარი, რომელიც სასიამოვნო სიახლე იქნებოდა ქალაქისთვის".

სოფოს „ბურგერბარის" იდეის შემდეგ ძალიან დატვირთული რეჟიმი აქვს. როგორც ამბობს, პანდემიის პირობებშიც კი ბიზნესის ირგვლივ არსებული სამუშაოები მაინც ბოლომდე მიიყვანეს, რაშიც პროექტი ძალიან დაეხმარათ. „ბევრი რამ ვისწავლე, კიდევ უფრო მეტად დავხვეწე ფინანსები, მარკეტინგული გათვლები, რისკ-ფაქტორების ანალიზი".

„ბურგერბარმა" სოფოსა და მისი პარტნიორის ცხოვრება დადებითისკენ შეცვალა – ახლა ბიზნესპარტნიორებს უფრო მეტად დატვირთული რეჟიმი და გამოწვევებით სავსე ყოველდღიურობა აქვთ: „პროექტის მსვლელობა მთლიანობაში ძალიან საინტერესო იყო. განსაკუთრებით კულმინაცია, როცა ცდილობ მიღებული ცოდნა პრაქტიკაში აამუშავო. ეს საინტერესო გამოწვევაა, ადრენალინია, როცა ცოტა გეშინია, მაგრამ ამ დროს საკუთარ თავში პოულობ ძალას, და ყველაფერი გამოდის, გამოგდის სხვა ადამიანების თანადგომით – „სამეწარმო სკოლის გუნდი დღემდე აქტიურად მიდგას მხარში. მათთან ერთად, მათსავე კონსულტაციებით დამუშავდა „ფოშ ბარის" ბიზნესგეგმა. ყველაზე მთავარი მხარდაჭერა ჩემთვის, როგორც დამწყები მეწარმესთვის, მენტორთან დაკავშირება გახლდათ. ჩემი მენტორი გამოცდილი, შეფმზარეული საბა იჩქიტიძე იყო, რომელიც მენიუს შექმნაში დაგვეხმარა და დასამზადებელი პროდუქციის რეცეპტები გაგვიზიარა.

სოფო ფიქრობს, რომ საქმის დაწყებისას მთავარი მონდომება და სურვილია. როგორც ამბობს, გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ არის, მაგრამ თუ მოინდომებ და საჭირო დროსა და ენეგიას მოახმარ საქმეს, იგი აუცილებლად გამოვა.

„ბურგერბარის" დამფუძნებლებს მიაჩნიათ, რომ ძნელია დააკონკრეტო ზუსტად ის, რაც წარმატების წინაპირობააა, თუმცა არის რაღაცები, რაც მას განაპირობებს: დაგეგმვა, კომუნიკაცია, ხარისხი, კომპლექსური ერთიანობა და რაც მთავარია, სურვილი, შექმნა და განავითარო ბიზნესი ისე, რომ ბედნიერება მიანიჭო არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მომხმარებლებსაც.

სტატია შექმნილია პროექტის „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში" ფარგლებში.

პროექტი იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.

პროექტი „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის - ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში" ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება

ინსპირაცია

თამასა აწეულია! სულ ზევით, ზევით, მაღლა და მაღლა!

თამასა, რომელიც ბიჭებმა ასე მაღლა ასწიეს, ჩემთვის აწეული თამასაა და მე არ მაქვს ამ თამასის დაწევის უფლება!

ლიდერობა

ჩინეთის ყველაზე მდიდარი ადამიანის ანტრეპრენერული გზა

გაეცანით Alibaba-ს დამფუძნებლის ბიზნეს ისტორიას!

Business News

ჯანსაღი კვების რაციონი ნუცა სურგულაძის "ბალანსთან" ერთად

"ბალანსი" მომხმარებელს სთავაზობს კვების სერვისს, რომელშიც თითოეული კერძი სპეციალურადაა შერჩეული