📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

"პაცცა" - ახალი სიმაღლეების დასაპყრობად ეს ფილიალი ჩვენთვის პირველი გაფრენაა!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალექსეი სეროვი

ბრენდი „პაცცა", რომელიც ქართულ ბაზარზე აჩო ზამბახიძისა და ქეთი პაპავას კულინარიული ძალისხმევით მოგვევლინა, ჯერ 1 წელიც კი არ არის რაც ქართულ გასტრო სივრცეში გამოჩნდა, თუმცა პიცა მოყვარულებისთვის ნამდვილ აღმოჩენას წარმოადგენს.

მზარდი მოთხოვნისა და კლიენტების არმიასთან გასამკლავებლად კი მალე „პაცცას" ახალი სივრცე ექნება, სადაც პიცის ნაირფერი გემოებისა და პალეტების შეგრძნება მსურველებს თამამად შეეძლებათ. „პაცცას" ფილიალი გემრიელ ბინას ჟვანიას მოედანზე დაიდებს (გ.ისაკაძის 5). რას უნდა ველოდოთ და როგორი იყო გემრიელი წამოყებისთვის განვლილი 8 თვე, ამის შესახებ Entrepreneur-ს ქეთი პაპავა და აჩო ზამბახიძე ესაუბრნენ.

„ეს ფილიალი ჩვენთვის პირველი გაფრენაა! ჰოდა, ჩვენი მისამართიც სიმბოლურად დაემთხვა - ყოფილ გაგარინზე ვართ, უფრო ზუსტად, ჟვანიას მოედანზე. ჩვენი პიცაც ხომ ქართული და, მაშასადამე, ევროპულია", - ამბობს ქეთი პაპავა და ჩვენს კითხვაზე გადალახული გამოწვევების შესახებ ახალთახალ გამოცდილებას იხსენებს: „ზღვა ემოციებს გვგვრის ეს შეკითხვა. იმიტომ, რომ 8 თვის წინ, ვერც კი ვიფიქრებდით რისი გავლა მოგვიწევდა. ეს იყო შოკი! სიყვარული, სიყვარული და სიყვარული, ანთებული თვალები ჩვენს ფანჯრებთან, მზარდი და ულევი ნაკადი - აი, რას ვიღებდით ყოველდღე. მაგრამ სწორია, ეს მხოლოდ ერთი ნაწილია ამ ყველაფრის და მხოლოდ ესაა, რაც გარეთ ჩანს. შიგნით ამ დროს იწყება ყველაზე რთული - ამ ხალხის სიყვარული არ უნდა დაკარგო, ანთებული თვალები არ უნდა ჩააქრო - აი რა არის უსაზღვროდ რთული".

„პაცცას" გუნდისთვის პასუხისმგებლობა მხოლოდ მომხმარებლებით არ იფარგლება, აქ თანამშრომლების საკითხი უმნიშვნელოვანესია. ამიტომაც მათთვის სტაბილური გარემოს შექმნაზე აქ ძალისხმევა არ იზოგება.

„მათი გულმოდგინე მიდგომა, მზაობა, სიყვარულით გაკეთებული საქმე ქმნის პაცცას".

მას შემდეგ რაც პანდემიისა და გამკაცრებული ზომების შედეგად ქუჩები დაცარიელდა, საკვების გამოძახების სერვისზე მოთხოვნა გაიზარდა. აჩო ამ რთულ დღეებს იხსენებს, რომლის დროსაც მათ არცერთ თანამშრომელს სამსახური არ დაუკარგავს:

„როდესაც საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა, პანიკამ და შიშმა აგვიტანა. თუმცა, ჩვენ ვაგრძელებდით მუშაობას ხალხისთვის. მაგრამ პრემიერის გამოსვლის შემდეგ, ძალიან შევშინდით და გადავწყვიტეთ, დავკეტილიყავით. აქ მოხდა საოცრება. არ გვეგონა, თუ ამ შიშს რამე გადაწონიდა: თანამშრომლებმა გვითხრეს, მუშაობა გვჭირდება, სახლში ვერ ვიქნებით. თავიდან ამან დაგვაბნია და გადავწყვიტეთ, ხალხისთვის გვეკითხა აზრი ფეისბუქზე. ისეთი რეზონანსული აღმოჩნდა ეს შეკითხვა, ყველამ მხარი დაგვიჭირა. ისე გავვაძლიერეს, რომ მეორე სუნთქვა გაგვეხსნა! რა თქმა უნდა გავაგრძელეთ მუშაობა და ამ გენიალური ხალხის დახმარებით გადავიტანეთ ეს პერიოდი, არცერთი კადრი არ დაგვიკარგავს!".

„პაცცას" მარტივი თუმცა ყველა გემოვნებაზე მორგებული მენიუ აქვს. აქ არაფერია შემთხვევითი და ამასაც თავისი მიზეზი აქვს.

„პატარა მენიუ იმიტომ კი არაა, რომ ფანტაზია არ გვყოფნის, ო არა, უბრალოდ, ხომ იცით, ყველაფერს თავისი დრო აქვს. აი ახლაც, ერთი პიცა გვაქვს გამზადებული ჩვენს მენიუში ჩასახტომად და ერთი სული გვაქვს როდის დაიპყრობს ხალხის რეცეპტორებს, მაგრამ ვითმენთ. ყველაფერი ნელ-ნელა, ეტაპობრივად უნდა მივიდეს ხალხთან, თორემ რასაც ვგეგმავთ, ყველაფერი ერთად რომ გამოვააშკარავოთ - ამდენ გემრიელობას ერთად რა გაუძლებს?!", - გვეუბნება ქეთი პაპავა.

ის თანამშრომლები კი ვისაც ქეთი და აჩო „პაცცას" ბრენდის სახელსა და საქმეებს ანდობენ, აუცილებლად შრომისმოყვარეობით გამოირჩევიან. მონდომება აქ უმთავრესი კრიტერიუმია.

"თანამშრომლების შერჩევის ჩვენეული ხედვა თავისთავად ჩამოგვიყალიბდა. ერთხელ მივიღეთ, სრულიად გამოუცდელი, მაგრამ ძალიან მონდომებული ბიჭი რომელმაც ისე კარგად აითვისა ჩვენი ცხობის სტილი და ისეთი სისწრაფე გამოიმუშავა, რაც ბევრი გამოცდილი კადრისთვის არ იქნებოდა ადვილი. ამ გაკვეთილმა გვასწავლა, რომ გვირჩევნია ნულიდან გავზარდოთ კადრი, არ ვიყოთ დამოკიდებულები გამოცდილებაზე და შანსი მივცეთ ყველას. შემთხვევა არ გვქონია კადრის მონდომება დაგვენახა და არ გაემართლებინოს. გასაუბრებაზე დიდ დროს არ ვკარგავთ, ყველაფერს პრაქტიკა გვაჩვენებს ხოლმე", - ამბობს აჩო ზამბახიძე.

ზრდისა და კიდევ მეტი დაუვიწყარი გემოს შექმნისკენ სწრაფი ტემპით ზევით სვლა კი გრძელდება. „პაცცა" არა დინებას, არამედ როგორც აქ გვეუბნებიან ქარის სწრაფ ქროლვას მიჰყვება. ქარი კი სწორედ ის ხალხი და ერთგული კლიენტების არმიაა, რომელმაც ისინი ახალ საფეხურზე „ააფრინა". ყოველდღიურად გამომჟღავნებული დიდი სიყვარულით კი კიდევ ახალი სიმაღლეების დაპყრობის მოტივაციას აძლევს.

„სამომავლო გეგმები? - ნილ არმსტრონგის ქუჩა გვაქვს საქართველოში?", - აჩო ზამბახიძე.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან