📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

კომპანია, რომელიც გამოცდილების ნაცვლად მოტივაციას და ენთუზიაზმს ითხოვს ხაღ შრომისმოყვარე, იდეებით სავსე და განვითარებაზე ორიენტირებული?

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ალბათ ყველას სმენია იმ მანკიერი წრის შესახებ, როცა კომპანიები 4-5 წლიანი გამოცდილების მქონე კადრებს ეძებენ. შენ კი სულ ახლახანს დაამთავრე უნივერსიტეტი და წარმოდგენა არა გაქვს, რანაირად უნდა შეიძინო ამხელა გამოცდილება ერთბაშად, თუკი ვინმემ პირველი შანსი არ მოგცა. ამაოდ ეძებ დასაქმების ვებგვერდებზე იმ კომპანიის ვაკანსიას, რომელიც მხოლოდ შენს ენთუზიაზმს, მიღებულ განათლებასა და მოტივაციას დასჯერდება და გენდობა, მოგცემს შანსს, შენი შესაძლებლობების გამოყენება სწორედ მათ ორგანიზაციაში დაიწყო.

და რას იტყოდი, ვაკანსიის შესახებ პირდაპირ სტატიიდან რომ შეგეტყო?

შეიძლება, უცნაურად ჟღერს, თუმცა ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „გრანდ ელექტრონიქსში" ახალ კადრებს ნებისმიერი ფორმითა თუ ხერხით ეძებენ. ასე რომ, ჩათვალე, ეს სტატიაც ვაკანსიის ვრცელი ტექსტია და თუკი ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი და თვითგანვითარების სურვილი გამოძრავებს, აუცილებლად უნდა ჩაიკითხო ის ბოლომდე.

გამოცდილების ნაცვლად „გრანდში" სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვან თვისებებს ითხოვენ: მთავარია, კანდიდატი, რომელსაც კომპანიაში უნდა დასაქმება, შრომისმოყვარე, იდეებით სავსე და განვითარებაზე ორიენტირებული იყოს.

„ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენს მომავალ თანამშრომელს ენთუზიაზმი და მოტივაცია, თვითგანვითარების სურვილი არ აკლდეს და მომავალ ლიდერად გაზრდის ამბიცია ჰქონდეს, უნდა უნდოდეს, პროფესიონალი გახდეს და თავისი ხელწერა „გრანდში" სამუდამოდ დატოვოს", ამბობს კომპანიის HR მენეჯერი, თინა გოგოლაძე.

სიტყვა განვითარება ბრენდის დაპირებად მხოლოდ ფურცლებზე არ რჩება: კომპანიაში წარმატებულ კადრებს რეგულარულად აწინაურებენ და უფრო მაღალ პოზიციებზე გადაჰყავთ.

„გრანდ ელექტრონიქსში" თითოეული რგოლი მაღაზიების გამართულად ფუნქციონირებისთვის მუშაობს - მარკეტინგის, HR, შესყიდვების და სხვა განყოფილებების მენეჯერები ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდებიან მაღაზიებში არსებულ სიტუაციას; ესაუბრებიან კონსულტანტებს, მენეჯერებსა და კოორდინატორებს. ასეთი ინტესიური შეხვედრების შედეგად ძალიან მარტივად ყალიბდება წარმოდგენა მომავალი ლიდერების შესახებ, რომლებიც შემდგომში წინაურდებიან. ზოგიერთი მათგანი თავად გამოთქვამს სურვილს, გახდეს პარტნიორი ტრენერი და „გრანდ ელექტრონიქსის" სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელისა და ბიზნეს-ტრენერის ზედამხედველობით ტრენინგები იმ მიმართულებით ჩაატაროს, რაშიც თვლის, რომ საკმარისი გამოცდილება და ცოდნა დაუგროვდა.

და რა უნდა ქნა მაშინ, როდესაც გამოცდილება არ გაქვს და ტექნიკის შესახებ შენი ცოდნაც მხოლოდ ტელეფონში აპლიკაციების ჩაწერით შემოიფარგლება?

თითოეული თანამშრომელი მოსვლის დღიდან ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ ტრენინგებს გადის როგორც პროდუქტების შესახებ, ისე - გაყიდვების, პიროვნული განვითარების, ლიდერობის და სხვა, მნიშვნელოვანი მიმართულებებით. ასე რომ, ტექნიკის შესახებ ცოდნას „გრანდ ელექტრონიქსში" აუცილებლად გაგიღრმავებენ.

თუკი უკვე დაფიქრდი და გსურს, შენი ძალები ამ მხრივ მოსინჯო, ბოლო რჩევასაც მოგცემთ: დაანახე პოტენციურ დამსაქმებელს შენი მოტივაცია; გულწრფელად მოუყევი შენს სურვილებზე, ცოდნასა და გამოცდილებაზე; უჩვენე ინტერესი ტექნოლოგიების სფეროს მიმართ და გახდი ,,გრანდელი"!

შენი რეზიუმე კი ელფოსტის მეშვეობით გამოგვიგზავნე: hr@grandel.ge
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!