You can be on Entrepreneur’s cover!

თიბისიმ "ქართული ღვინის ფორუმში" მიიღო მონაწილეობა აქ.ახლა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

TBC

თიბისიმ ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ორგანიზებულ „ქართული ღვინის ფორუმში" მიიღო მონაწილეობა.

„ქართული ღვინის ფორუმი" მესამედ, ამჯერად ონლაინ ფორმატში ჩატარდა და ის ქართული ღვინის 8000 წლიანი ისტორიისა და ღვინის დაყენების უნიკალურ კულტურას მიეძღვნა.

ვებინარზე ქართული ღვინის ისტორიის, გენეტიკისა და ტრადიციების პარალელურად, მონაწილეებმა საქართველოს მეღვინეობის ინდუსტრიაში არსებული მდგომარეობა, დარგის წვლილი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, მისი პოტენციალი და პერსპექტივები განიხილეს, ასევე, ქართული ღვინის მარკეტინგული სტრატეგია ამერიკის შეერთებულ შტატებში მსოფლიო პანდემიამდე და პანდემიის პირობებში.

ვებინარში ქართველ და უცხოელ წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა - ლევან დავითაშვილმა მიიღო მონაწილეობა.

ვებინარის ფარგლებში თიბისი კაპიტალმა ღვინის სექტორის შესახებ განახლებული კვლევა წარადგინა, რომლის თანახმადაც, პანდემიის პირობებში, ევროკავშირიდან, აშშ-დან, ავსტრალიიდან და ჩილედან ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვანი შემცირება შეინიშნება. ამ ფონზე ქართული ღვინის ექსპორტი მეტ მდგრადობას ინარჩუნებს. აღსანიშნავია რომ, 2020 წლის რთველის მოსავალმა, 2019 წლის შედეგს 279 705 ტონა ყურძნით გადააჭარბა.

„ქართული ღვინის ფორუმი" ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ინიციატივით იმართება. პირველ ფორუმს, 2018 წელს, ვაშინგტონმა, ხოლო გასულ წელს, ბოსტონმა, ჰარვარდის უნივერსიტეტის ბაზაზე უმასპინძლა.

წელს ფორუმის ჩატარება აშშ-ის კალიფორნიის შტატის ქალაქ დევისში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული მეღვინეობის უნივერსიტეტის ბაზაზე - რობერტ მონდავის ცენტრში იგეგმებოდა. თუმცა, პანდემიის გამო, მისი ჩატარება ონლაინ ფორმატში გადაწყდა.

ფორუმი, ტრადიციულად, მოიცავს სამეცნიერო კონფერენციას, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერ-მკვლევარების მიერ ქართული ვაზის კულტურასა და ისტორიასთან დაკავშირებული სამეცნიერო კვლევების გაცნობა-განხილვა მიმდინარეობს.

ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ბოლო 5 წელია ექსპორტი სტაბილურად მზარდია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, აშშ-ში ქართული ღვინის წარდგენა, პანდემიის პირობებშიც სხვადასხვა ფორმატში, მთელი წლის განმავლობაში ტარდებოდა. შედეგად, მიმდინარე წლის 10 თვეში, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 804 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 33%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი