სილიკონ ველის უმსხვილესი აქსელერატორი ქალი სტარტაპერებისთვის სწრაფი ზრდის პროგრამას იწყებს

სილიკონ ველის უმსხვილესი აქსელერატორი ქალი სტარტაპერებისთვის სწრაფი ზრდის პროგრამას იწყებს
ფოტო: USMAC

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
2 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სილიკონ ველის აქსელერატორი, აშშ-ს ბაზრის წვდომის ცენტრი (USMAC), USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობით ქართველი მეწარმე ქალებისთვის, სწრაფი ეკონომიკური ზრდის პროგრამას იწყებს.

პროგრამა ქართული სტარტაპების ქალ ხელმძღვანელებს განვითარებაში დაეხმარება. USMAC-ი სილიკონ ველის უმსხვილესი აქსელერატორია, რომელიც საერთაშორისო სტარტაპებს ზრდასა და გლობალურ ბაზარზე გასვლაში ეხმარება.

„ჩვენ ვაკვირდებით საქართველოში ტექნოლოგიური ეკოსისტემის ზრდას და მოხარულები ვართ, დავიწყოთ ეს ყოვლისმომცველი პროგრამა, რომელიც ქალების მიერ შექმნილ სტარტაპებს დაეხმარება და ეფუძნება გასულ წელს, პალო-ალტო-ში წამოწყებულ საპილოტე პროგრამას, სადაც მონაწილეთა 40%-მა სილიკონ ველისა და სხვა გლობალური ინვესტორებისგან 100 მილიონ დოლარზე მეტი კაპიტალის მოზიდვა წარმატებით შეძლო“ - განაცხადა USMAC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალფრედო კოპოლამ.

ინიციატივა სახელწოდებით „ქართველი ქალები ტექნოლოგიებში“ (GWIT) ექვსთვიანი ონლაინ პროგრამაა, რომლის მიზანია საქართველოსა და სილიკონ ველს შორის კავშირების გაღრმავება და საქართველოში, განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი ქალი მეწარმეების დახმარება, რომ მნიშვნელოვნად გაზარდონ საერთაშორისო დონეზე წარმატების მიღწევის შანსები. GWIT-ის პროგრამის ფარგლებში, სტარტაპები გაივლიან ინტერნსიურ ბიზნეს ტრენინგებს, მიიღებენ მხარდაჭერას და რჩევებს ტექნოლოგიური ინდუსტრიის ექსპერტებისგან, წამყვანი კომპანიების ლიდერებისგან და მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური ტექნოლოგიური ეკოსისტემის - სილიკონ ველის ინვესტორებისგან.

პროგრამის მთავარი პარტნიორი - USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა ქალების მიერ შექმნილ ხუთ ქართულ სტარტაპს გაუწევს ფინანსურ დაეხმარებას პროგრამში მონაწილეობისთვის. ამას გარდა, ერთი სტარტაპი მხარდაჭერას მიიღებს გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) პროექტისგან ,,ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში”, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, ხოლო კიდევ ერთი სტარტაპი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისგან ( BTU).

პროგრამის ორგანიზატორები არიან USMAC-ის აღმასრულებელი დირექტორი, ალფრედო კოპოლა და მმართველი დირექტორი, ქეით ბუნინა. ასევე, GWIT-ის თანათავმჯდომარეები არიან ემი პეკი (EndeavorVR) და  გაილ განონი (WaveEdge Capital).

USMAC-ი საერთაშორისო სტარტაპებს სილიკონ ველის მეშვეობით, გლობალური ბაზრების ათვისებაში ეხმარება. 10 წლის განმავლობაში, USMAC-ი 37 ქვეყანაში, 1,300-ზე მეტ სტარტაპს დაეხმარა. პროგრამის ფარგლებში, სტარტაპებმა $1,49 მილიარდი აშშ დოლარის მოზიდვა შეძლეს, ხოლო 17-მა კომპანიამ 1.13 მილიარდი აშშ დოლარი მოიზიდა.

ქალ სტარტაპერებს პროგრამაში მონაწილეობისთვის რეგისტაცია 1 დეკემბრამდე შეუძლიათ. შერჩეული აპლიკანტები პრაქტიკულ და თეორიულ ტრენინგებს თებერვალში დაიწყებენ. დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის, გადადით ბმულზე: https://www.georgianwomenintech.com/apply/

Latest on Entrepreneur