You can be on Entrepreneur’s cover!

სილიკონ ველის წამყვანი აქსელერატორი ქალ სტარტაპერებს ეკონომიკური ზრდის პროგრამაში მონაწილეობისთვის იწვევს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ოთხშაბათს, 25 ნოემბერს, ქალი მეწარმეებისთვის ახალი, სწრაფი ეკონომიკური ზრდის პროგრამის საინფორმაციო სესია გაიმართება. პროგრამა, რომელსაც სილიკონ ველის აქსელერატორი, აშშ-ის ბაზრის წვდომის ცენტრი (USMAC), USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობით ახორციელებს, მიზნად ისახავს ქართული სტარტაპების ქალ ხელმძღვანელებს განვითარებასა და გლობალური ბაზრების ათვისებაში დაეხმაროს.

პროგრამის საინფორმაციო სესია ონლაინ ჩატარდება და დაინტერესებულ ქალ სტარტაპერებს პროგრამის დეტალებზე მიაწვდის ინფორმაციას. სესიაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება

ინიციატივა სახელწოდებით, „ქართველი ქალები ტექნოლოგიებში" (GWIT) ექვს თვიანი ონლაინ პროგრამაა, რომელსაც შერჩეული მონაწილეები გაივლიან. USMAC-ი, რომელიც ქალი მეწარმეებისთვის დაანონსებული პროგრამის ინიციატორია, სტარტაპებს „სილიკონ ველის" მეშვეობით, გლობალური ბაზრების ათვისებაში ეხმარება. 10 წლის განმავლობაში, USMAC-მა 37 ქვეყანაში, 1,300-ზე მეტ სტარტაპს გაუწია დახმარება.

ინიციატივის პარტნიორები არიან USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, რომელიც DAI-ის მხარდაჭერით ხორციელდება და ქალების მიერ შექმნილ ხუთ ქართულ სტარტაპს გაუწევს ფინანსურ დახმარებას, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU), რომელიც ერთ შერჩეულ სტარტაპს დაეხმარება და დამატებით ბიზნეს სერვისების პაკეტს შესთავაზებს და გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women), რომელიც ასევე ერთ სტარტაპს გაუწევს მხარდაჭერას.

ინფო სესია 25 ნოემბერს, თბილისის დროით 19:30სთ-ზე ჩატარდება, ვებინარზე დასასწრებად, გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი