NIA TRAVEL - ნაბიჯები დიდ ტურიზმში

„სამეწარმეო სკოლის" დახმარებით ტურისტული კომპანია განავითარა
NIA TRAVEL - ნაბიჯები დიდ ტურიზმში
ფოტო: entrepreneur.ge

Entrepreneur's New Year’s Guide

Let the business resources in our guide inspire you and help you achieve your goals in 2021.
3 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ნია დოლიაშვილი ტურისტული კომპანია Nia Travel-ის დამფუძნებელია. ტურიზმის ადმინისტრირების სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებული გიდობითაც დაინტერესდა და ეს მიმართულებაც საფუძვლიანად შეისწავლა. უცხოელების მასპინძლობა, მათთან კომუნიკაცია და საკუთარი ქვეყნის საინტერესოდ წარმოჩენა სასიამოვნო პროცესიდან იმ მოტივაციად გადაიქცა, რამაც საკუთარი საქმის წამოწყება და ტურისტულ ვებგვერდ niatravel.ge-ის შექმნა გადააწყვეტინა. კომპანია ოფიციალურად 2019 წელს დაარეგისტრირა და ძირითადად არაბულენოვანი ტურისტების შემოყვანა დაიწყო. თითოეული კლიენტისადმი ინდივიდიუალური მიდგომით, მათ ინტერესებსა და სურვილებზე მორგებული ტურების შედგენასა და საქართველოში დაუვიწყარი მოგზაურობების უზრუნველყოფას შეუდგა.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია სულ ერთი წელია, რაც ფუნქციონირებს და თანაც სტარტი საკმაოდ რთულ წელს დაემთხვა, ნიამ პანდემიის დაწყებამდე, დროის მცირე მონაკვეთში მაინც მოახერხა სტუმრების მასპინძლობა და 20-მდე ინდივიდუალური თუ ჯგუფური ტურის ორგანიზება. „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის“ პროექტის ფარგლებში დაარსებული სამეწარმეო სკოლა კი ნიასთვის ცოდნა-გამოცდილების შეძენისა და საკუთარი საქმიანობის კიდევ უფრო მეტად განვითარების ახალი შესაძლებლობა აღმოჩნდა.

„სამეწარმეო სკოლაში შევისწავლე მარკეტინგი, მენეჯმენტი, ფინანსები, საგადასახადო სისტემა და მზად ვარ საკუთარი საქმიანობის საწარმოებლად ყველა ასპექტში. პროექტის დახმარებით მონაწილეობა მივიღე B2B-ფორუმში და გავიცანი დიდი კომპანიების (სასტუმროების, რესტორნების) წარმომადგენლები, რომლებთან კავშირი და თანამშრომლობა, მომავალში ჩემი საქმიანობის ეფექტიანად წარმართვაში დამეხმარება. სასწავლო კურსიდან ყველაზე რელევანტური, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, მარკეტინგია. უკვე გავლილ უამრავ ტრენინგთან ერთად, ახლახან ჩავერთე პროექტის ფარგლებში ორგანიზებული ციფრული მარკეტინგის სწავლებაში, სადაც საუკეთესო მენტორები ჩემი ბიზნესის ონლაინგანვითარებასა და საქმიანობის სწორად წარმართვაში დამეხმარებიან. ორგანიზაციისგან ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი და დასაფასებელია მენტორინგის ის შესაძლებლობა, სადაც გავიარე ფოტოგრაფია და ვიდეოგრაფია, დრონის მართვა და მონტაჟი.ზუსტად ვიცი, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეული ტურის ვიზუალიზაციას და კლიენტისთვის პროდუქტის სრულყოფილად შეთავაზებას. შესაბამისად, ამ ცოდნას უკვე აქტიურად ვიყენებ ნებისმიერი ტურის შექმნაში“, − ამბობს ნია დოლიაშვილი.

მიღებული ახალი ცოდნა, უნარები და კომპტენციები კი სურს საკუთარ გამოცდილებასა და კონტაქტებთან ერთად, კომპანიის კონკურენტუნარიანი განვითარებისთვის ახალი ათვლის წერტილად გამოიყენოს. ადგილობრივ ბაზარზე დამკვიდრების პარალელურად, ნიას სურს ეტაპობრივად სხვა ბაზრებიც აითვისოს და არა მხოლოდ შემომყვან, არამედ გამყვან ტურისტულ სერვისებზეც იმუშაოს, ხოლო ტურებისა და სერვისების (მათ შორის − დისტანციური) მეტად გამრავალფეროვნებით, Nia Travel-ით სარგებლობა მოგზაურებისთვის დაუვიწყარ გამოცდილებად აქციოს. მანამდე კი, ვიდრე საერთაშორისო მიმოსვლა ძველ მაჩვენებლებს დაუბრუნდება, ნია აპირებს ყველა რეგიონზე მოკლე პრომოვიდეო მოამზადოს, რომელსაც შემდეგ ტურების სახით გარდაქმნის.

„მიმაჩნია, რომ Nia Travel-ს აქვს დიდი პოტენციალი, გახდეს ერთ-ერთი მოწინავე კომპანია თავის სფეროში და მოიპოვოს კონკურენტების აღიარება და პატივისცემა, შეიძინოს ძლიერი საერთაშორისო პარტნიორები და იყოს ლიდერი ბაზარზე“, − ნია დოლიაშვილი.

სტატია შექმნილია პროექტისევროკავშირი ახალგაზრდებისთვისახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებშიფარგლებში.

პროექტი იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.

პროექტიევროკავშირი ახალგაზრდებისთვისახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებშილტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

Latest on Entrepreneur