📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ქალი ღვინის ბიზნესიდან გაიცანით ქეთევან ალადაშვილი, მეღვინე-ტექნოლოგი, "ქეთევაინ"-ის დამფუძნებელი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia
ქეთევან ალადაშვილი,

"დავიბადე 1983 წლის 30 ივლისს, ქალაქ თელავში. 2000 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის თელავის ფილიალში მეღვინეობის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე გავაგრძელე, რომელიც წარმატებით დავამთავრე 2004 წელს.

2005 წელს კი გამოცდები საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეღვინეობის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე, რომელიც 2007 წელს დავამთავრე მაგისტრის აკადემიური ხარისხით. ამჟამად სწავლას დოქტორანტურაში ვაგრძელებ და სადოქტორო თემაზე ვმუშაობ პროფესორ მარინა ხოსიტაშვილის ხელმძღვანელობით.

ვარ სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის წევრი, ლექციებს ვკითხულობ ღვინის სკოლაში, მეღვინეობის კუთხით.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 2007 წელს მუშაობა ღვინის კომპანია „ვაზი +"-ში ლაბორატორიის ხელმძღვანელად დავიწყე. 2009 წელს ამავე კომპანიაში მეღვინეს თანაშემწე გავხდი, ხოლო 2010 წლიდან 2013 წლამდე მეღვინე-ტექნოლოგად ვმუშაობდი. ამ პერიოდში განვახორციელე უამრავი ექსპერიმენტი, რამაც დიდი გავლენა იქონია ჩემს პროფესიონალ მეღვინედ ჩამოყალიბებაში.

2013 წელს მუშაობა შპს „ბერიკაში" მთავარ მეღვინე-ტექნოლოგად დავიწყე. ამავე წლიდან დღემდე კომპანიაში მთავარ მეღვინე-ტექნოლოგად ვმუშაობ.

2017 წელს დასთან, ნინო ალადაშვილთან ერთად, დავაფუძნე მეღვინეობის კომპანია „ქეთევაინი", რომელიც მდებარეობს თელავში და ოჯახის წევრების გვერდით დგომით, ერთიანი ძალებით, საკუთარ მარანში ვაწარმოებ მხოლოდ მაღალი ხარისხის ქვევრის ღვინოს კახური ტრადიციული ტექნოლოგიით, როგორიც არის ქისი, რქაწითელი, მწვანე, საფერავი. მათი ფასი ექსპორტზე 7-10 ევროს ფარგლებშია.

ყვარლის რაიონის მიკროზონაში და თელავის რაიონში გავაშენე საკუთარი ვენახები სხვადასხვა ჯიშის ყურძნით: საფერავი, ქისი, რქაწითელი, მწვანე.

კომპანია „ქეთევაინმა" შექმნის პირველსავე წელს დამზადებული ღვინის სახეობები წარმოადგინა საერთაშორისო გამოფენა-კონკურსზე. ქისმა, რქაწითელმა, მწვანემ და საფერავმა სხვადასხვა ღირსების მედლები მოიპოვეს."

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი