📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

Google DSC (BTU)-ს კიბერუსაფრთხოების ჰაკათონის გამარჯვებულები ცნობილია!

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

12-13 დეკემბერს Google Developer Student Clubs (BTU)-სა და კიბერუსაფრთხოების ჯგუფი/cyber security group-ის თანამშრომლობით კიბერუსაფრთხოების ჰაკათონი - capture the flag გაიმართა. 60-ზე მეტი რეგისტრირებული გუნდიდან გამოვლინდნენ პირველ, მეორე, მესამე ადგილზე გასული გუნდები და ჟიურის რჩეული მონაწილეები:

I ად­გი­ლი - ალექსი ქის­ტა­უ­რი (BTU), ალექსანდრე ხოხიაშვილი (თავისუფალი უნივერსიტეტი)

II ად­გი­ლი - თორნიკე არჩვაძე (tsu), აჩიკო ქრისტინაშვილი (ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი)

III ად­გი­ლი - ავთანდილ ბიჩინგაური (freelancer)

გარდა ძირითადი საპრიზო ადგილებისა, პროექტის მხარდამჭერმა კომპანიებმა დაასახელეს რჩეული მონაწილეები:

● cnick - მერაბ კუტალია (tbc) ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ლექტორი, რომელსაც გადაეცემა ჭკვიანი ბეჭედი სასურველი დიზაინით;

● edison - ირაკლი თვალიაშვილი (freelancer), გოგა ლომინაშვილი (freelancer), ლევან აბესაძე (seu-ს ლექტორი) და ლევან ყიფიანი (სტუდენტი) - რომელთაც გადაეცათ ელექტრონული კომპონენტების ნაკრები;

cyber house კი ორ რჩეულ მონაწილეს შესთავაზებს სტაჟირებას კომპანიაში.

I ადგილზე გასულ გუნდს "კიბერუსაფრთხოების ჯგუფი/cyber security group" გადასცემს 500 ლარიან ფულად პრიზს. ასევე, გუნდის ყველა წევრს გადაეცემა it step academy-ის 200 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი, cyber arena-ს 200 ლარიანი ვაუჩერი, cyber house-ის სასწავლო წიგნები;

II ადგილზე გასულ გუნდს "კიბერუსაფრთხოების ჯგუფი/cyber security group" გადასცემს 300 ლარიან ფულად პრიზს. ასევე, გუნდის ყველა წევრს გადაეცემა - it step academy-ის 200 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი, cyber arena-ს 100 ლარიანი ვაუჩერი, cyber house-ის სასწავლო წიგნები;

III ადგილზე გასულ გუნდს "კიბერუსაფრთხოების ჯგუფი/cyber security group" გადასცემს 200 ლარიან ფულად პრიზს. ასევე, გუნდის ყველა წევრს გადაეცემა - it step academy-ის 200 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი, cyber arena-ს 50 ლარიანი ვაუჩერი.

პროექტის მედიამხარდამჭერია - Entrepreneur და cybertv.

ჰა­კა­თო­ნი შედ­გე­ბო­და პრაქ­ტი­კუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის­გან, რო­მელ­შიც წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო და­ვა­ლე­ბე­ბი შემ­დეგი სა­კი­თხე­ბის შე­სა­ხებ:

▪️ ქსელის ნაკადის ანალიზი;

▪️ კრიპტოგრაფია;

▪️ web პენტესტი;

▪️ ექსპერტიზა;

▪️ რევერსინგი.

"Google დეველოპერთა სტუდენტური კლუბის მიზანია, ხელი შეუწყოს ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს, გაიღრმავონ ცოდნა სხვადასხვა წამყვან მიმართულებაში და ამასთან, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება. კლუბის პირველი ღონისძიება, Capture the flag, იყო პირველი ნაბიჯი, მიგვეწვდინა ახალგაზრდა ტალანტების სახელი Google community-ის 68+ ქვეყნისთვის და გაგვეზიარებინა ის ქართული გარემო, სადაც ტექნოლოგიების მნიშვნელობა ყოველდღიურად იზრდება. კლუბი, google-ის ხელშეწყობით, სამომავლოდაც აპირებს ითანამშრომლოს იმ ადამიანებთან, ვისაც აქვს ინტერესი, იმუშაოს გლობალურ გამოწვევებზე და ამ მხრივ, განავითაროს ტექნოლოგიების ინდუსტრია მსოფლიოს მასშტაბით" - გუჯა ლომსაძე, Google DSC (BTU)-ს ლიდი.

,,კიბერუსაფრთხოების სფერო ჰაკათონების კუთხით არცთუ ისე გამორჩეულია, განსაკუთრებით კი, CTF ტიპის აქტივობები, რომელიც ხელს უწყობს კიბერუსაფრთხოების მიმართულების პოპულარიზაციასა და ასევე ახალი ტალანტების აღმოჩენას. მსოფლიოს მასშტაბით, საკმაოდ გაზრდილია მოთხოვნა კიბერუსაფრთხოების სფეროში კადრების მიმართულებით და აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად, ერთერთ საუკეთესო გზას წარმოადგენს სწორედ ჰაკათონი (შესაბამისად შერჩეული ამოცანების პირობებში), რომლის ფარგლებშიც, შესაძლოა, სხვადასხვა ორგანიზაციამ შეარჩიოს მისთვის სასურველი კანდიდატი და ჰაკათონი გამოყენებული იქნას, როგორც ერთგვარი ტექნიკური გასაუბრების ეტაპი. შემიძლია გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება და გითხრათ, რომ კიბერუსაფრთხოების კადრების იდენტიფიცირების მიზნით მსგავსი მიდგომა წარმატებით გამოვიყენე ჩვენთან, ქართულ რეალობაში, რასაც საკმაოდ დადებითი გამოხმაურება და შედეგები მოყვა. ასევე, ჰაკათონი ახალბედა მონაწილეებს უღრმავებს ინტერესს კიბერუსაფრთხოების სფეროს მიმართულებით, რაც აუცილებლად დადებით შედეგს გამოიღებს გრძელვადიან პერსპექტივაში." - გირშელ ჭოხონელიძე, BTU-ს კიბერუსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი, კიბერუსაფრთხოების კონსულტანტი.

"კიბერუსაფრთხოების ჯგუფი მადლობას უხდის ყველას, ვინც იზრუნა CTF პლატფორმის ორგანიზებაზე და მიიღო მონაწილეობა საინტერესო დავალებების ამოხსნაში. ჩვენი მხრივ, მზად ვართ, ჩავერთოთ მსგავს ღონისძიებებში, რომლის მიზანია, საზოგადოების ცოდნის გაღრმავება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, რომელიც მკაფიოდ პასუხობს 21-ე საუკუნის ციფრული ინდუსტრიის გამოწვევებს" - გელა კურტანიძე, კიბერუსაფრთხოების ჯგუფი

Google Developer Student Clubs (BTU) წარმოადგენს Google-ის სტუდენტურ კლუბს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე, რომლის მიზანია, განახორციელოს სხვადასხვა ტიპის აქტივობები ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის.

კლუბის ეგიდით პროექტები საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ეტაპობრივად დაანონსდება და განხორციელდება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი