You can be on Entrepreneur’s cover!

ცელსიუსი - ხარისხიანი და ხელმისაწვდომი გათბობა-გაგრილების ევროპული სისტემები

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

სოფო ახალაია მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი

ქართულ ბაზარზე ხარისხიან და ხელმისაწვდომ გათბობა-გაგრილების სისტემებზე მოთხოვნა მზარდია. მომხმარებელს სურს მიიღოს თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური და ამავე დროს, ენერგოეფექტური პროდუქცია. სწორედ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით შეიქმნა „ცელსიუსი". ჩვენი მიზანია, საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იყოს უახლესი, ევროპული პროდუქტი,რომელიც მათ ასე ძალიან სჭირდებათ.

კომპანია ნოემბრის თვიდან შემოვიდა ქართულ ბაზარზე და უკვე ცნობილი გახდა, მცირე პერიოდის მიუხედავად. ამ დროის განმავლობაში გავხსენით მაღაზიები თბილისში, ზუგდიდსა და ბათუმში. პანდემიის პირობებში მოვახერხეთ მომხმარებლებისთვის დისტანციური მომსახურება და სრული სერვისის შეთავაზებაც.

ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ მაღალხარისხიან გათბობა-გაგრილების სისტემებს, რომელთა ხარისხი დრომ უკვე გამოსცადა. იტალიური კომპანია „არისტონი" ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდია, რომლის შეძენაც საქართველოს მოქალაქეებს ჩვენს მაღაზიებში შეუძლიათ. „არისტონი" გახლავთ გარანტირებული ხარისხი და კომფორტი. ამასთან ერთად, ჩვენ მომხმარებელს მოემსახურება პროფესიონალი ხელოსნების გუნდი, რომლებიც ადამიანებს პროდუქციის შეძენამდე უწევენ კონსულტაციას, ეხმარებიან მათ გათბობა-გაგრილების სისტემის სწორად შერჩევასა და მონტაჟის დაგეგმვაში. ასევე, მის ექპლუატაციაში შეყვანას უზრუნველყოფენ და შემდეგაც საჭირო დროს მუდამ მზად არიან დახმარებისთვის.

ჩვენი სისტემები უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რაც მათ მართვას მაქსიმალურად იოლსა და კომფორტულს ხდის.

ჩვენი მომხმარებლები არიან:

  • საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახები, რომელთაც სურთ მათი სახლი აღჭურვილი იყოს ისეთი გათბობა-გაგრილების სისტემით, რომელიც ყველაზე პრეტენზიულ და მომთხოვნ ადამიანსაც კი დააკმაყოფილებს;
  • სამშენებლო კომპანიები, რომელთაც სურთ, რომ მათ მიერ აშენებულ სახლში ულტრათანამედროვე და ხარისხიანი გათბობა-გაგრილების სისტემა იყოს დამონტაჟებული;
  • მეწარმეები, კომპანიები და აბსოლუტურად ყველა, ვისაც სურს მიიღოს გარანტირებული ხარისხი და ევროპული სტანდარტის მომსახურება.

საქართველოს მოქალაქეებს ჩვენ უკონკურენტო ევროპულ ხარისხს ვთავაზობთ. „ცელსიუსი" ზამთარსა და ზაფხულში გთავაზობთ სწორად შერჩეულ და გარანტირებულად კომფორტულ პროდუქციას, რომელიც გაუძლებს ნებისმიერ გამოცდას. რაც მთავარია, მომსახურების დონე და ფასი ჩვენთან სრულ თანხვედრაშია.

ჩვენთან შეიძენთ ყველა საჭირო დეტალს ჩვენი პროფესიონალების დახმარებით და იპოვით ხელოსანს, რომელიც თქვენს ყველა სურვილს რეალობად აქცევს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

მენეჯმენტი

რას გვასწავლიან ცუდი უფროსები

"მე მყავდა უფროსი, რომელიც მუდმივად მუშაობას ითხოვდა. მისი საყვარელი ფრაზა იყო, "სამუშაოს არასდროს სძინავს"