Noxtton-ის განვითარების ახალი ეტაპი

2020 წლის ანგარიში
Noxtton-ის განვითარების ახალი ეტაპი
ფოტო: entrepreneur.ge

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
3 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

წლის ბოლო საუკეთესო დროა გასული წლის შეჯამებისა და მომავალი წლის გეგმების დასახვისთვის. ამ თვალსაზრისით, 2020 წელი განსაკუთრებულია, რადგან ყველასათვის მოულოდნელმა გლობალურმა პანდემიამ რადიკალურად შეცვალა მოცემულობა, კომპანიების უმრავლესობას სწრაფად გადაწყობა და ახალ რეალობასთან ადაპტირება დასჭირდა, რაც არ იყო მარტივი პროცესი. თუმცა, როგორც კრიზისულ პერიოდებს ახასიათებთ, 2020 წელი გამორჩეული იყო იმით, რომ ბევრი ახალი რამ გვასწავლა. ENTREPRENEUR Noxtton-ის დამფუძნებელს გივი ჩხარტიშვილს  დაუკავშირდა და ჟურნალის მკითხველისთვის გასული წლის შეჯამება და მომავალი გეგმების გაზიარება სთხოვა.

როგორ დაიწყო კომპანიისთვის 2020 წელი? როგორ აისახა პანდემია თქვენზე? რა სირთულეები შეგექმნათ?

2020 წელი, ყველა ადამიანისა თუ ორგანიზაციისთვის, მოულოდნელობებითა და სირთულეებით იყო აღსავსე, მაგრამ ამ წელს მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში მაინც ვერ განვიხილავთ. მიკრო და მაკროეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, შევძელით ბაზარზე ნავიგაცია და არა მხოლოდ ბიზნესაქტივების შენარჩუნება, არამედ წინსვლა და განვითარება.

ყველაზე დიდი სირთულე, რომელიც „კოვიდ“- ტრანსფორმაციის პერიოდში შეიქმნა, ალბათ საკომუნიკაციო არხებსა და მოვლენებს უკავშირდება. ჩვენი პარტნიორები, რომლებიც წარმოადგენენ ზომით ერთ-ერთ ყველაზე დიდ ორგანიზაციებს, გადავიდნენ დისტანციურ რეჟიმზე, რისთვისაც არც ტექნოლოგიური და არც ორგანიზაციული მზადყოფნა, უმეტეს შემთხვევაში, არ ჰქონდათ.

ამ ყოველივემ განაპირობა ასიმეტრიული ინფორმაციისა და არასინქრონიზებული პროცესების გაჩენა, რაც ტექნოლოგიური ინდუსტრიისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

როგორ მოახდინეთ რეაგირება პანდემიით გამოწვეულ რთულ მდგომარეობაზე? ბიზნესპროცესი, წარმოება/ მომსახურება, ადამიანების მენეჯმენტი...

ვინაიდან ჩვენი ორგანიზაცია პანდემიის დაწყებამდეც ჰიბრიდული − ნახევრად დისტანციური ორგანიზაციული მოდელით ოპერირებდა და საერთაშორისო ოფისებთანაც ასეთივე კომუნიკაცია გვქონდა აწყობილი, ორგანიზაციული თვალსაზრისით პრობლემები არ შეგვქმნია.

თუმცა, ჩვენი მთავარი ამოცანა ჩვენს პარტნიორებთან და კლიენტებთან სხვადასხვა ციფრული არხის, ხელსაწყოებისა და პაკეტების ინტეგრაციის შედეგად, პანდემიით გამოწვეული პრობლემების გადაჭრა იყო.

ზოგადად, როგორ შეაჯამებდით 2020 წლის ბიზნესსაქმიანობას? როგორი შედეგებით ასრულებთ წელს? შეასრულეთ წლის დასაწყისში დასახული გეგმები? თუ არა, აპირებთ გადახედოთ მთავარ ინდიკატორებს მომავალი წლისთვის?

2020 წელს ჩვენი ორგანიზაცია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. შევძელით რამდენიმე საერთაშორისო ბრენდთან პარტნიორობის ჩამოყალიბება და ნდობის მოპოვება.

ამავდროულად, გაიზარდა სამუშაო გუნდი და მოგვეცა შესაძლებლობა, საერთაშორისო მასშტაბით გაგვეხორციელებინა შედარებით მასშტაბური პროექტები. შევასრულეთ 30-ზე მეტი დამოუკიდებელი პროექტი, გავზარდეთ ჩვენი მენეჯმენტის ქვეშ არსებული სოციალური აუდიტორიების რიცხვი 500 000-დან 4 500 000 ადამიანამდე.

მიუხედავად დატვირთული სამუშაო გრაფიკისა, დავიწყეთ ახალი ციფრული პროდუქტების შექმნაზე მუშაობა, რომელიც ვფიქრობთ უნიკალური იქნება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ გლობალურად.

როგორია კომპანიის გეგმები ახალ, 2021 წელს?

2021 წელს ვემზადებით ორგანიზაციული ზრდისთვის და განვითარებისთვის. უკვე დაწყებული გვაქვს მოლაპარაკება რამდენიმე დიდ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომლებიც დაინტერესებული არიან ჩვენთან თანამშრომლობით.

დამატებით, 2021-ში, Noxtton პირველად გააკეთებს საკუთარი ციფრული და ტექნოლოგიური პროდუქტების პრეზენტაციას და ხელმისაწვდომს გახდის როგორც ლოკალური, ასევე საერთაშორისო ბაზრისთვის. შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ უახლოეს რამდენიმე თვეში საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ლიდერები გავხდებით რეგიონული მასშტაბით.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციაში ყალიბდება დიზაინის ახალი გუნდი, რომლის მიზანია, შექმნას უნიკალური ვიზუალური გამოცდილება და ბევრ საერთაშორისო ფესტივალზე მოახდინოს მისი წარდგენა.

საბოლოოდ, ჩვენი მთავარი მიზანი და მოწოდება კვლავ კრეატიული და პროფესიონალი ადამიანების გუნდში მოზიდვაა და ვფიქრობთ, ეს ჩვენი განვითარებისა და წარმატების საწინდარია.

Latest on Entrepreneur