You can be on Entrepreneur’s cover!

"მსოფლიო საფოსტო კავშირის" (Universal Postal Union) წერილის წერის საერთაშორისო კონკურში მონაწილეობის მსურველების რეგისტრაცია 16 აპრილის ჩათვლით გრძელდება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

„მსოფლიო საფოსტო კავშირის"(Universal Postal Union) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი „საქართველოს ფოსტის" ორგანიზებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მხარდაჭერით მიმდინარე წელს მერვედ გაიმართება.

მაისში, საქართველოში, ჟიურის მიერ გამოვლინდება საუკეთესო სამეული, დაჯილდოვდება ყველა მონაწილე, პირველი ადგილის მფლობელის ნამუშევარი კი გაიგზავნება „მსოფლიო საფოსტო კავშირში" და ჩაერთვება საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში. შედეგად, "მსოფლიო საფოსტო კავშირის" საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ავტორის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება 2021 წლის 9 ოქტომბერს, ფოსტის საერთაშორისო დღეს, „მსოფლიო საფოსტო კავშირის" შტაბ-ბინაში (ბერნი - შვეიცარია).

"საერთაშორისო საფოსტო კავშირის" წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 1971 წელს "მსოფლიო საფოსტო კავშირის" ტოკიოს კონგრესზე, მიმდინარე წელს 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. ყოველწლიურად, მსოფლიო მასშტაბით, კონკურსში მილიონობით მოზარდი ღებულობს მონაწილეობას, რაც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ „მსოფლიო საფოსტო კავშირის" წევრ 192 ქვეყანაში, ეროვნული ოპერატორები მართავენ კონკურს, შედეგად ქვეყნებში გამოვლენილი გამარჯვებულები, შეჯიბრს განაგრძობენ საერთაშორისო მასშტაბით. „მსოფლიო საფოსტო კავშირის" ჟიური გამოავლენს გამარჯვებულ ქვეყანას.

2021 წლის საკონკურსო თემა, რომელსაც ყველა ქვეყნისთვის ადგენს „მსოფლიო საფოსტო კავშირი", გახლავთ "მისწერე წერილი შენი ოჯახის წევრს შენი გამოცდილების შესახებ კოვიდ 19 პანდემიასთან დაკავშირებით" ("Write a letter to a family member about your experience of Covid-19"). კონკურსის მიზანია წერილის წერის ტრადიციის აღდგენა, დამკვიდრება და წერილობითი ურთიერთობის წახალისება ახალგაზრდა თაობაში, ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში წერილობითი ურთიერთობის შენარჩუნება.

წერილის წერის კონკურსის ჟიურის შემადგენლობა შემდეგია:

ქეთევან დუმბაძე - საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი (2020 - ), საქართველოს პარლამენტის ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი (2021 - ), ნ. დუმბაძის გამომცემლობის დირექტორი (2017 - ), კულტურის მინისტრის მრჩეველი (2013 – 2020).

ლევან თაქთაქიშვილი - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი (2002 - ), ღირსების ორდენის კავალერი.

თამარ ტალიაშილი - საქართველოს პარლამენტის ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი (2021 - ), საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2020 - ), სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის წევრი (2018 - ).

გიორგი კალანდია - ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმის გენერალური დირექტორი (2019 - ).

თიკა რუხაძე - „მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის" დირექტორი (2016 - ), თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მრჩეველი განათლებისა და კულტურის საკითხებში (2014-1016).

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 15 წლამდე ასაკის მოზარდებს. ნამუშევარში აუცილებელია წერილის ფორმის დაცვა შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

• წერილი უნდას იწყებოდეს მისალმებით

• მითითებული უნდა იყოს როგორც გამგზავნის, ასევე მიმღების (ადრესატის) მონაცემები

• წერილი უნდა სრულდებოდეს გამგზავნის ხელმოწერითა და თარიღით

• წერილის შინაარსი სრულად უნდა პასუხობდეს კონკურსის თემატიკას

• კონკურსში მონაწილეობამდე ნამუშევარი არ უნდა იყოს გამოქვეყნებული

• სიტყვათა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 000 ერთეულს.

ნაშრომის წარდგენის საბოლოო თარიღია 2021 წლის 16 აპრილი. წერილი შესაძლოა შესრულებული იყოს ქართულ, ინგლისურ, ფრანგულ, პორტუგალიურ, რუსულ, ესპანურ, არაბულ ენებზე. საკონკურსო წესებისა და პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://cutt.ly/TcwC2fu

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: letter@gpost.ge.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია