ბილაინის მაღაზიებში თვითმომსახურების თანამედროვე ტერმინალები დამონტაჟდა

აბონენტებს ბილაინის მომსახურების მიღება დამოუკიდებლად, მოლარე-ოპერატორის გარეშე შეუძლიათ
ბილაინის მაღაზიებში თვითმომსახურების თანამედროვე ტერმინალები დამონტაჟდა
ფოტო: entrepreneur.ge

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
1 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრმა, ბილაინმა მაღაზიებში თვითმომსახურების თანამედროვე ციფრული ტერმინალები დაამონტაჟა, რომლებიც მომხმარებელს აძლევენ შესაძლებლობას, მარტივად და სწრაფად, მოლარე-ოპერატორის ჩართულობის გარეშე: გაიქტიუროს ბილაინის ნებისმიერი პროდუქტი, შეავსოს ბალანსი, მიიღოს სრული ინფორმაცია სხვადასხვა პაკეტისა და ტარიფის შესახებ, მოძებნოს და შეარჩიოს სასურველი ნომერი, მოახდინოს უნაღდო ანგარიშსწორება, ან მიიღოს რიგის ნომერი მოლარე-ოპერატორთან გადამისამართებისთვის. ბილაინის ციფრული ტერმინალები ადგილობრივი ტელეკომუნიკაციის ბაზრისთვის სიახლეა და ანალოგი არ აქვს.

თვითმომსახურების ახალი ტერმინალები ბოლო ტექნოლოგიის მიხედვითაა აწყობილი, გამოირჩევა თანამედროვე დიდი ეკრანით და დახვეწილი მენუთი, რაც ბილაინის მომსახურების მიღებას მნიშვნელოვნად ამარტივებს და კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის.  ტერმინალი აწვდის მომხმარებელს ინფორმაციას პროდუქტების შესახებ, მათ შორის სპეციალური შეთავაზებებისა და მიმდინარე აქციების თაობაზე. ტერმინალით მომხმარებელს შეუძლია როგორც უნაღდო ანგარიშსწორება - ერთი და რამდენიმე პროდუქტის არჩევისას, ასევე ნაღდი ანგარიშსწორებაც, რა შემთხევაშიც აბონენტის მიერ არჩეული პროდუქტი უფიქსირდება მაღაზიაში მყოფ მოლარე-ოპერატორს და  შეძენის პროცესის დასრულება მასთან ხდება. აღსანიშნავია ნომრის შეძენის მომსახურებაც - მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაფილტროს ნომრები კატეგორიითა და ინდექსით, ან ძიების ველში პირდაპირ ჩაწეროს სასურველი ნომერი.

სადღეისოდ, ტერმინალები განთავსებულია ბილაინის მაღაზიებში თბილისში - რუსთაველის გამზირზე და გლდანში. თბილისის სხვა უბნებში, ასევე ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და რუსთავში  ტერმინალები ეტაპობრივად დამონტაჟდება.

ციფრული პროდუქტებისა და ეკოსისტემის მუდმივი განვითარება ბილაინის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. კომპანიის მიზანია შექმნას და გააუმჯობესოს აბონენტების საჭიროებებზე მორგებული ციფრული პროდუქტები, მიცეს მომხმარებელს ახალი გამოცდილება და გაუმარტივოს ყოველდღიურობა.

Latest on Entrepreneur