You can be on Entrepreneur’s cover!

BTU-ს სტუდენტების მიერ ბილაინის მობილური თამაშების ჰაკათონში შექმნილი მობილური თამაში უკვე ხელმისაწვდომია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ბილაინის თამაშების პორტალზე ქართველი სტუდენტების მიერ ჰაკათონის ფარგლებში შექმნილი მობილური თამაში - "Jumper Ghost" განთავსდა და მომხმარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია. თამაში გასული წლის ოქტომბერში ბილაინის მობილური თამაშების ჰაკათონის, Game Jam-ის ფარგლებში შეიქმნა და მისი ავტორი BTU-ს სტუდენტებისგან შემდგარი გუნდი - Absolute Zero-ა.

თამაშის - „Jumper Ghost" ლოგიკა მარტივია და იმეორებს ბილაინის სხვა თამაშების მექანიზმს - აბონენტი ცდილობს თავი აარიდოს ბარიერებს და დააგროვოს MB-ები. მოგებული MB-ები აბონენტს თამაშისთვის გამოყოფილ სპეციფიალურ ბალანსზე დაერიცხება, რისი შემოწმებაც ბილაინის აპლიკაციის მეშვეობით შეუძლია. თამაშზე წვდომისთვის, აბონენტი გადადის თამაშის ბმულზე და მობილურის ნომრის მეშვეობით გადის ვერიფიკაციას. თამაშის ერთი ცდის საფასურია 1₾.

"Jumper Ghost" ბილაინის პორტალზე განთავსებული რიგით მეცხრე და საქართველოში შექმნილი პირველი თამაშია. კომპანია ამ დრომდე უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობდა, ხოლო საქართველოში ნიჭიერი დეველოპერების აღმოსაჩენად და სფეროს მხარდასაჭერად, ჰაკათონი Beeline Game Jam ჩაატარა და ქართველი ახალგაზრდებისგან შემდგარი რამდენიმე გუნდის ბიზნესპარტნიორი გახდა.

ბილაინი აგრძელებს საქართველოში ციფრული მიმართულების განვითარების მხარდაჭერას და სფეროს წარმომადგენელთა წახალისებას, რაც მობილური თამაშების შემთხვევაში მომხმარებლისთვის დამატებითი ღირებულების შექმნის შესანიშნავი შესაძლებლობაა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"