SANDO GROUP - ფარმაცევტული პროდუქცია ონლაინ

გაიცანით ახალი სამედიცინო პლატფორმა!

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გლობალური პანდემიის პარალელურად, გაციფრულების დინამიკური პროცესის მომსწრე და მონაწილეც დღეს უკვე ყველა ვართ. ამ შეუქცევადმა ტენდენციამ ფაქტობრივად არცერთი ინდუსტრია არ დატოვა, რომელშიც ფესვები მძლავრად არ გაიდგა. გამონაკლისი არც ფარმა-ინდუსტრია და მისი მომხმარებლების ქცევა აღმოჩნდა, რომლებიც უფრო და უფრო ხშირად მიმართავენ მედიკამენტებისა თუ სხვადასხვა ფარმაპროდუქციის შესაძენად ონლაინპლატფორმებს. სწორედ ამ საჭიროებებისა და მოთხოვნების საპასუხოდ შეიქმნა გასულ წელს საქართველოში Sando Group-ი, რომელმაც ქვეყანაში არაერთ მედიკამენტსა თუ პირად დამცავ საშუალებაზე ხელმისაწვდომობა გაზარდა. პლატფორმის შექმნის, განვითარებისა და ახლა უკვე გაციფრულებული ფარმატენდენციების შესახებ Entrepreneur Health-ს Sando Group-ის დამფუძნებელი გოჩა სანდუხაძე ესაუბრა:

ალექსეი სეროვი

„გლობალურმა პანდემიამ ახალი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა უკლებლივ ყველა, და თუ მოვახერხებთ და „მედალს მეორე მხრიდან შევხედავთ", ახალი შესაძლებლობებიც გააჩინა. კომპანიის შექმნის ინსპირაცია პირველი ლოქდაუნის დროს გაჩნდა მაშინ, როდესაც ყველანი შინ ვისხედით და პრაქტიკულად არაფერი ვიცოდით, რა გველოდა მომავალში. მოსახლეობის დიდი ნაწილი იზოლაციასა და კარანტინში რჩებოდა და არ ჰქონდა შესაძლებლობა, თავისუფლად გასულიყო აფთიაქში მედიკამენტებისა და პირადი დამცავი საშუალებების შესაძენად. სწორედ აქ დაიბადა იდეა, ხომ არ შეგვექმნა ონლაინპლატფორმა, სადაც განვათავსებდით იმ ფარმაცევტულ პროდუქტებს, რომელთა რეალიზაციაც არ საჭიროებს რეცეპტსა და ექიმის დანიშნულებას. აგრეთვე, სამედიცინო დამხმარე საშუალებები: ნიღბები, სანიტაიზერები, რომლებიც ფაქტობრივად ჩვენი ცხოვრების ნაწილად იქცა. ამასთან ერთად, გვქონდა ამბიციაც, რომ პლატფორმა გამორჩეული ყოფილიყო ინტერნეტსივრცეში განთავსებული ბევრი შეთავაზებისგან, ასორტიმენტი კი გონიერებითა და გემოვნებით შერჩეული. უპირველესად, უნდა გვეფიქრა სახელწოდებაზე, რაც რეალურად ჩვენს მრწამსსა და მიდგომას გამოხატავდა. დავიწყეთ ფიქრი, რა უნდა ყოფილიყო მნიშვნელოვანი და მთავარი სათქმელი. უწინარეს ყოვლისა, ჩვენს წამოწყებას უნდა მოეპოვებინა ნდობა და გაეჩინა იმედი. ნდობა ხომ ვინმეს გულწრფელობის, პატიოსნების, სიმართლისა და იმედის რწმენას ნიშნავს. იქ, სადაც ნდობა არ არის, არაფერი არ არის. ირგვლივ ყველაფერი ნადგურდება და სიყვარული ქრება. სიყვარული კი ის ძალაა, რომელიც ყველაფერს გვაკეთებინებს და გვაიძულებს გავაგრძელოთ სვლა, მიუხედავად დიდი სიძნელეებისა. სწორედ ამიტომ, ჩვენს პლატფორმას „სანდო ჯგუფი" დავარქვით. „სანდოს" ფილოსოფიაც ასე ჩამოყალიბდა: იგი ყოველთვის ეცდება გულახდილი და მართალი იყოს მომხმარებელთან, ვინაიდან ეს ყველაზე მაღალი ღირებულებაა ჩვენთვის.

რა სახის პროდუქციას ვხვდებით Sando Group-ზე სტუმრობის შემდეგ და რა საჭიროებების მიხედვით ადგენთ, ანახლებთ პროდუქციის ასორტიმენტს?

შექმნის შემდეგ, მეორე ეტაპზე მნიშვნელოვანი იყო სწორედ სანდო პარტნიორის მოძებნა. ისეთი ბრენდის, რომლის ფილოსოფია და ხედვა ყველაზე ახლოს იქნებოდა ჩვენთან. ასეთ პარტნიორად ფარმაცევტული კომპანია IP Group-ი შევარჩიეთ, რომლის პორტფელი ყველაზე მეტად ერგებოდა არა მარტო ჩვენი გვერდის მოთხოვნებს, არამედ ზოგადად, შეესაბამებოდა ქვეყანაში არსებულ სიტუაციას. თავის მხრივ, IP Group-ი ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც მედიკამენტების იმპორტსა და მარკეტინგულ მომსახურებას ახორციელებს საქართველოს ბაზარზე, ჩვენი პლატფორმისათვის კი საინტერესო, ინოვაციური, ბიოლოგიურად აქტიური დანამატების დაწინაურებას და რეალიზებას ახორციელებს. პანდემიის პირობებში ისედაც საშუალებები. ვიტამინი C და თუთიის საღეჭი აბები, რომელიც დღეს პრაქტიკულად ყველა ადამიანს სჭირდება. ფოტოლორის ოჯახი − მცენარეული შემადგენლობის იმუნიტეტის ასამაღლებელი ცხელი ჩაი და ყელის საწუწნი აბები, კუჭ- ნაწლავის ტრაქტის მოსაწესრიგებელი და წონაში კლებისათვის დამხმარედ გამოსაყენებელი საშუალება − 100%-ით უჯრედისი „ფსილომუცილი", სტრესის ფონზე განვითარებული ჭარბი წონის საკორექციო პრეპარატი „ნუტრიფიტი", „ბედნიერების აბები" − სეროტონინის პრეკურსორი 5HTP PLUS; პოსტკოვიდ-პერიოდის ნევროლოგიური პრობლემების მოსაგვარებელი საშუალება − GABA-ს საღეჭი აბები, და ბევრი სხვა იმთავითვე აღიარებული და მოთხოვნადი საშუალებები არა მარტო მოსახლეობაში, არამედ სამედიცინო წრეებშიც. „სანდომ" უბრალოდ მოახერხა, რომ აღნიშნული საშუალებები და სხვა საინტერესო პროდუქტები ხელმისაწვდომი გაეხადა ყველა ადამიანისათვის. მათ შორის მათთვის, ვინც კარანტინსა და იზოლაციაში იყო და აფთიაქში მისვლის საშუალება არ ჰქონდა.

როგორია თქვენი სერვისი და რაში მდგომარეობს მისი უპირატესობები? შეკვეთიდან რამდენ ხანში იღებს სასურველ შენაძენს მომხმარებელი?

შეკვეთა მარტივად ხდება. ფეისბუქსა და ინსტაგრამ- გვერდებზე ქვეყნდება ინფორმაცია პროდუქტის შესახებ − როგორც ტექსტური პოსტის სახით, ასევე ვიდეოჩართვების მეშვეობით. პოსტზე მითითებულია ტელეფონის ნომერი, რომელზე დარეკვით მომხმარებელი აფორმებს შეკვეთას და სურვილისამებრ იღებს ამომწურავ ინფორმაციას პროდუქტის, მისი უპირატესობებისა და უსაფრთხოების, გვერდითი მოვლენებისა თუ დოზირების შესახებ. მომხმარებელთან გვაქვს უშუალო კონტაქტი. შეკვეთის გაფორმების შემდეგ, კურიერი იმავე დღეს აწვდის სასურველ პროდუქტს მისამართზე თბილისის მასშტაბით, ხოლო რეგიონებში ჯერჯერობით საკურიერო მომსახურება არ გვაქვს. პროექტი პილოტურად თბილისის მასშტაბით ჩავუშვით, თუმცა უკვე დადგა ახალი გამოწვევა რეგიონული საწყობებისა და საკურიერო სერვისის გამართვის საკითხზე, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ და უახლოეს მომავალში დავამატებთ. აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ IP Group-ის პროდუქცია „სანდოს" პლატფორმაზე სააფთიაქო ქსელებთან შედარებით, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად იყიდება. ხშირ შემთხვევაში, ფასდაკლების დღეს დაანონსებულ ფასზეც იაფადაც კი, რადგან პროდუქტის ფასები არ არის დატვირთული იმ საოპერაციო ხარჯების ფასნამატით, რაც მსხვილ სააფთიაქო ქსელებს ახასიათებს. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის პლატფორმას. Sando Group-ი მუდმივად სთავაზობს მომხმარებლებს საინტერესო აქციებს. მოთხოვნა-შეკვეთების ანალიზისა და მონაცემთა დამუშავების გზით, იქმნება ისეთი შეთავაზებები, რაც მომხმარებელთა დაინტერესებასა და გაყიდვების სტიმულირებას იწვევს. მაგალითისათვის, ახალი წლების შემდეგ გაიზარდა მოთხოვნა „ნუტრიფიტსა" და „ფსილომუცილზე", როგორც ჭარბი წონის საკორექციო მედიკამენტებზე. შესაბამისად, მომხმარებელს შევთავაზეთ ნაკრები, რამაც კიდევ უფრო დაწია ერთეული პროდუქტის ღირებულება.

„კოვიდის" მეორე ტალღის დროს, განსაკუთრებული მოთხოვნა იყო ვიტამინ C-სა და თუთიის საღეჭ აბებზე. შესაბამისად, მომხმარებელს ისინი სანიტაიზერთან და ნიღაბთან კომბინირებულად შევთავაზეთ. ქსელურ აფთიაქებში დაფიქსირებულ ფასებთან შედარებით, ჩვენმა მომხმარებლებმა სანიტაიზერი და ნიღაბი ფაქტობრივად საჩუქრად მიიღეს.

თქვენი დაკვირვებით, როგორ მიიღო ბაზარმა და მომხმარებელმა ფარმა-კონცეფციის მქონე ონლაინპლატფორმა და როგორ იზრდება მისი გამოყენების ინტენსივობა?

ჯერჯერობით, Sando Group-ი ფართოდ ცნობილი არ არის. ამჟამად ჩვენი გუნდი კომპანიის ცნობადობის ამაღლებასა და სანდოობის მოპოვების კუთხით მუშაობს − როგორც მომხმარებელთან, ისე სამედიცინო საზოგადოებასთან. ექიმებიც ხშირად არიან დაინტერესებული, პაციენტებს შესთავაზონ ხარისხიანი მედიკამენტი შედარებით იაფად, ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. ინტერესი მათი მხრიდანაც მაღალია. ფარმაცევტული საშუალებების ასეთი ტიპის გაყიდვა ჯერ სიახლეა, ნელ-ნელა ეგუება ხალხი და სამომხმარებლო ქცევაც თანდათანობით იცვლება. ზოგადად, ადამიანები უფრო მიეჩვივნენ „ონლაინ ცხოვრებას", თუმცა ჯერ ამ სივრცეში ხარისხიანი პროდუქციის გამორჩევის კულტურა დასამკვიდრებელია. კიდევ ვიმეორებ − სანდოობაა მოსაპოვებელი. მიუხედავად ამისა, დღითი დღე იზრდება მომხმარებელთა რიცხვი. ამაში word of mouse-იც გვეხმარება. ტრადიციულ ვიზიტს აფთიაქში, ჩვენი პლატფორმა ბოლომდე კონკურენციას ვერ გაუწევს, და ეს არც არის ჩვენი მიზანი, რადგან პლატფორმაზე ვერ და არ გაიყიდება ის ტრადიციული სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც ექიმის რეცეპტი სჭირდება.

როგორია Sando Group-ის შემდგომი განვითარების სტრატეგია და შემოთავაზებულ კიდევ რომელ პროდუქციასა თუ სერვისს უნდა ველოდოთ პლატფორმის მეშვეობით?

ჩვენი მიზანია, მომხმარებლის სიყვარულის მოპოვება. მათი ცხოვრების გამარტივებასა და ხარჯების შემცირებაზე ზრუნვა. დიდი იმედი გვაქვს, რომ ამაში სხვა კომპანიებიც შემოგვიერთდებიან, თავიანთ პროდუქციას ჩვენ გვერდით განათავსებენ და ამ პროექტში ჩაერთვებიან. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ადგილობრივ იმპორტიორებთან. პარალელურად, მუდმივად ვმუშაობთ ასორტიმენტის ზრდისა და პოზიციების გამყარებისათვის. გვაქვს კოლაბორაციები ქართველ დიზაინერებთანაც. მათთან ერთად ვქმნით ყოველდღიურ, ერთი შეხედვით, ბანალური სამედიცინო დამხმარე საშუალებების, მაგალითად, ნიღბების ტრენდულ ვარიანტებს, რომელთა მეშვეობითაც უღიმღამო პანდემიურ ცხოვრებაში ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, გამორჩეულად და მოდურად გამოიყურებოდნენ. შემოვიტანეთ ახალი ტიპის სანიტაიზერი, რომელიც მხოლოდ ჩვენ გვაქვს. აგრეთვე, ფუნქციური, პატარა და მოსახერხებელი აქსესუარებიც: პირბადის საკიდები, დამჭერები, ქუდები, ჩანთები და სხვა, რომლებსაც ასევე დიზაინერები ექსკლუზიურად ქმნიან ჩვენთვის. Sando Group-ს ბევრი გეგმა აქვს − ვაპირებთ სხვადასხვა მიმართულებისა და სერვისის დამატებას. ვცდილობთ, ჩვენი გაყიდვების გვერდი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროდუქტებით დაიტვირთოს. იმედი გვაქვს, რომ სხვა კომპანიებიც აგვიბამენ მხარს და თავიანთ პროდუქციას ჩვენს გვერდზე განათავსებენ. ჩვენი გუნდი გამოწვევებისათვის მზად არის. მთავარია, შევძლოთ შესაძლებლობების დანახვა ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი.

გაზაფხულისთვის ვგეგმავთ პროდუქციის, მათ შორის სანიტაიზერის გახალისებას ფერადი პრინტებითა და სახალისო წარწერებით. ჩვენი მიზანია პერსონალური დაცვის საშუალებები, რომლებიც ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდა, უფრო სასურველ აქსესუარად განიხილოს ადამიანმა, მათი გამოყენება კი, აუცილებლობასთან ერთად, სიხარულის მომტანი იყოს ყველასთვის. ახლო მომავალში ვგეგმავთ ვარიკოზული, ვენების საწინააღმდეგო გეტრებისა და კოლგოტების დაპრინტული ვარიანტების შემოტანას. ამ მიმართულებით აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებას მწარმოებელთან. ასევე, ვგეგმავთ ახლებური დიზაინის საცურაო კოსტიუმების ხაზის ჩაშვებას მათთვის, ვისაც ჯანსაღი ცხოვრების წესი ხიბლავს და უყვარს ცურვა.