📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

დადუნა შათაშვილი - არტიტექსი 17 წლის ასაკიდან ვმუშაობ. ინსტიტუტის შემდეგ სამუშაოდ მივდიოდი და მთელი დღის მუშაობის შემდეგ შინ დაბრუნებული ღამით ვმეცადინეობდი...

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ზურაბ ცერცვაძე

Entrepreneur წარმოგიდგენთ თანამედროვე ქალ ანტრეპრენერებს, რომლებიც საკუთარი გაბედულებით, შემართებითა და შეუპოვრობით სხვებსაც აღაფრთოვანებენ და საკუთარ ძალებში თავდაჯერებულობას უმაღლებენ. საქართველოში ყოველწლიურად იზრდება ქალ ანტრეპრენერთა რიცხვი, რაც ძალიან გვახარებს, თუმცა ჯერ კიდევ ბევრ ქალს შესაძლოა უჭირს საკუთარი საქმის დასაწყებად გადაწყვეტილების მიღება. იმედი გვაქვს, წარმატებული ქალების ბიზნესისტორიების, მათი გამოცდილებისა და მომავლის გეგმების გაცნობა ბევრ ქალს გაუჩენს მოტივაციას, თავადაც სცადოს ბედი ბიზნესში და მომავალში უკვე თავად გახდეს მაგალითი სხვა ქალებისთვის.

დადუნა შათაშვილი

არტიტექსი, დამფუძნებელი

17 წლის ასაკიდან ვმუშაობ. ინსტიტუტის შემდეგ სამუშაოდ მივდიოდი და მთელი დღის მუშაობის შემდეგ შინ დაბრუნებული ღამით ვმეცადინეობდი...

ჩემი კარიერული გზა სარეკლამო აგენტიდან დაწყებული, არქიტექტურული კომპანიის შექმნის ჩათვლით, იყო რთული და საინტერესო. სამსახურებრივი კარიერის ყოველ ჯერზე ვცდილობდი უფრო მეტი ცოდნა მიმეღო და მესწავლა, რამაც დიდი გამოცდილება შემძინა.

თქვენი აზრით, ვინ არის ანტრეპრენერი? რა განასხვავებს მას მეწარმე/ბიზნესმენისგან?

საკუთარი გამოცდილებით, ვფიქრობ, ანტერპრენერი არის ადამიანი, რომელიც თავდაუზოგავად შრომობს, იღებს საჭირო და სწორ გადაწყვეტილებებს, არის თამამი, არ ეშინია ცხოვრების არცერთ ეტაპზე თავიდან დაწყება, მისთვის ყოველი დაცემა და დამარცხება გაკვეთილია დიდი წარმატებისკენ. ანტერპრენერი არის ადამიანი, რომელსაც დიდი მიზნები აქვს, მას არ შეუძლია უბრალო ცხოვრებით ცხოვრება, არ აკმაყოფილებს მიღწეული მიზნები და გამარჯვებები, მუდამ ახლის შექმნის სურვილი აქვს.

ცხოვრების ყველა ეტაპზე ჩემ მიერ შექმნილი ყველა პროექტი არის ჩემთვის უნიკალური, რომელიც გადის გზას ქაღალდიდან პირველი ნათურის ანთებამდე და ეს გზა არის ჩემი ცხოვრება.

რა კონკრეტული პრობლემის გადაჭრას ემსახურება თქვენი ბიზნესი?

თექვსმეტწლიანი თავდაუზოგავი შრომის შედეგად მიღებული გამოცდილების საფუძველზე, პარტნიორებთან ერთად, უკვე მეექვსე წელიწადია არქიტექტურული კომპანია „არტიტექსის" განვითარებაზე ვზრუნავ.

ჩვენ ვქმნით კომპლექსურ მომსახურებას არქიტექტურის სფეროში, რის შედეგადაც დამკვეთი იღებს არა მხოლოდ უბრალო პროექტს, არამედ საუკეთესო რეალიზებულ შედეგს, სწორად მორგებულს ყველა გარემო ფაქტორზე და მის სურვილებზე. ხშირ შემთხვევაში, იქმნება უნიკალური პროექტები, რომლის ანალოგები ჯერ არ შექმნილა. მათ შორისაა:

„ქართული ანბანის ტურისტული ცენტრის" კონცეფცია, რომელმაც დიდი გამოხმაურება და მოწონება დაიმსახურა.

საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი „სასტუმრო მუზეუმი" – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეკონსტრუქციის უნიკალური ნიმუში, აღიარებული საერთაშორისო დონეზე და მრავალ საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული პროექტი. 2020 წლის საუკეთესო არქიტექტორის წოდება მოგვენიჭა მსოფლიო არქიტექტურის საერთაშორისო კონკურსზე, სასტუმროს ნომინაციაში.

Old City Panorama − პროექტი, რომლითაც შევქმენით ყველასათვის საყვარელი ადგილი ძველ თბილისში...

კომპანია „არტიტექსის" მიერ შექმნილია საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ბევრი სხვა პროექტიც.

მიუძღვის თუ არა თქვენს წარმატებაში წვლილი ბედს, იღბალს, და ზოგადად, როგორ უყურებთ იღბლიანობის ფენომენს?

ჩემი მიზნები ცხოვრების ყოველ ეტაპზე უფრო და უფრო იზრდება. მიღწეულის შემდეგ ახალი მწვერვალების დაპყრობისა და უფრო მეტი საინტერესო პროექტის შექმნის სურვილი მიჩნდება. მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანი თვითონ არის თავისი ბედის ავტორი. რამდენსაც იშრომებს, შესაბამისად მიიღებს სასურველ შედეგს, თავდაუზოგავი შრომა, ახალი მიზნების დასახვა და რეალიზება, ყოველი დაცემის შემდეგ ადგომა − ეს არის მთავარი.

ვფიქრობ, რომ იმარჯვებენ ძლიერები და არ არსებობს არანაირი გამართლება. ცხოვრებაში არაფერია შეუძლებელი. თუ მოვინდომებთ, ყველაფერს შევძლებთ.

  • 2020 − Architect of the year awards 2020 (Hospitality Built)
  • 2019 − World Architecture&Design Award
  • 2019 − Urban Design&Architecture Design Awards
  • 2017 − International Architectural Award Reconstruction
  • 2012 − Best Architect. Realized Residential Complex
  • 2012 − Has received the order of Honor
  • 2010 − RIBA Certificate Holder
  • 2000 − State Award. Diploma for Scientific Work The Role of Public Functions in the Reconstruction of the Historical District
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!