საქართველოს ბანკის, ორიენტ ლოჯიკისა და Red Hat-ის წარმატებული კოლაბორაცია

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკმა სულ ახლახანს საჯაროდ განაცხადა მულტინაციონალურ ტექნოლოგიურ კომპანია Red Hat-თან წარმატებული კოლაბორაციის შესახებ. ბანკში, ორიენტ ლოჯიკის გუნდის ჩართულობით, დაინერგა Red Hat-ის "ენტერპრაის ლინუქსის" გადაწყვეტილება, რომელიც არის "ლინუქსის" მიმართულებით მსოფლიოს წამყვანი პლატფორმა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი ასევე სარგებლობს Red Hat-ის JBoss აპლიკაციის პლატფორმითა და SSO გადაწყვეტილებებით.

entrepreneur.ge

ვაჟა მანტუა, "საქართველოს ბანკის" ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

"ჩვენ მუდმივ რეჟიმში აქტიურად ვნერგავთ საქართველოს ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებსა და პროცესებს. საქართველოს ბანკი იყო რეგიონში ერთ-ერთი პირველი ფინანსური ორგანიზაცია, რომელმაც დანერგა Agile მოეთოდოლოგია, ამასთან აღსანიშნავია, რომ კომპანია აქტიურად ავითარებს DevOps ტექნოლოგიებს. ჩვენი ორგანიზაციის ძირითადი პროგრამული უზურნველყოფა სრულად იქმნება შიდა რესურსით, შესაბამისად, ბანკის IT ინფრასტრუქტურა სრულადაა ორიენტირებული მაქსიმალურ საოპერაციო მოქნილობასა და სტაბილურობაზე. Red Hat-ის პროდუქები და სერვისები ეხმარება ჩვენს IT გუნდს სწორი მიმართულებით უზრუნველყონ სტაბილური ტექნოლოგიური გარემოს განვითარება და აქტიურად დანერგონ ბაზარზე არსებული უახლესი ტექნოლოგიები. Red Hat-თან ჩვენი წარმატებული კოლაბორაცია თავისთავად მოიცავს სამომავლოდ კიდევ მეტ ერთობლივ, მასშტაბურ პროექტს."

თემურ კულჩიტსკი, Red Hat ამიერკავკასიის რეგიონალური მენეჯერი

„დღესდღეობით, მუდმივად მზარდ კონკურენტულ გარემოში ბანკებს ხშირად სჭირდებათ ორგანიზაციის ვებ რესურსების მოდერნიზაცია, რათა მომხმარებლების მოთხოვნების დაკმაყოფილება მოხდეს უფრო მოქნილად და ეფექტურად, რაც თავისთავად გულისხმობს სერვისის გაუმჯობესებულ ხარისხსა და გაზრდილ შესაძლებლობებს. Red Hat-ის "ოუფენ სორს" გადაწყვეტილებები, როგორებიცაა Red Hat-ის "ენტერპრაის ლინუქსი", არის მორგებული ყველა ტიპის სამუშაო დატვირთვაზე. Red Hat-ის მომხმარებლებზე ორიენტირებული მხარდაჭერისა და DevOps ექსპერტიზის საფუძველზე, საქართველოს ბანკმა შეძლო გაეუმჯობესებინა ორგანიზაციის ინფრასტრუქტურის სტაბილურობა და სანდოობა. Red Hat-ის მოხარულია საქართველოს ბანკთან აქტიური კოლაბორაციით და სამომავლოდაც განაგრძობს მოხმარებლებისთვის დახმარების გაწევას მათი ბიზნესის გამოწვევების დაძლევისა და ინდუსტრიის ლიდერებად ტრანსფორმაციის პროცესში."

მერაბ გოგოლაური, "ორიენტ ლოჯიკის" ბიზნესის განვითარების დირექტორი

"მსოფლიო ყოველდღიურ რეჟიმში რადიკალურად იცვლება და ვითარდება. იმისათვის, რომ თანამედროვე ბიზნესი არ ჩამორჩეს მუდმივ განვითარებას, აუცილებელია სწრაფად ადაპტირდებს ცვლილებებთან. მოქნილი და მარტივად მასშტაბირებადი IT ინფრასტრუქტურა არის წარმატებული ციფრული ტრანსფორმაციის განუყოფელი ნაწილი. Red Hat-ი არის ლიდერი კომპანია ოუფენ სორს ინფრასტრუქტურის გადაწყვეტილებების მიმართულებით და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბანკმა აირჩია სწორედ Red Hat-ის "ენტრეპრაის ლინუქსი" კომპანიის ინოვაციური გადაწყვეტილებების მთავარ გარანტად. "ორიენტ ლოჯიკი" არის Red Hat-ის უმაღლესი - პრემიერ სტატუსის მქონე ბიზნეს პარტნიორი რეგიონში, ეს სტატუსი შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს გავუწიოთ საუკეთესო სერვისი წარმატებული ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში."

„Red Hat-ის უმაღლესი სტატუსის პარტნიორობის საფუძველზე, ორიენტ ლოჯიკი ორგანიზაციებს სთავაზობს ციფრულ პლატფორმას ბიზნესის მოქნილობის გასაუმჯობესებლად, რაც მნიშვნელოვანია საბანკო ინდუსტრიისთვის დამახასიათებელ ცვალებად გარემოში. ბანკები ინვესტირებას ახდენენ ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, რათა შეამცირონ ხარჯები და დარჩნენ ბაზარზე მაღალი კომპეტენციით.“ - აცხადებს მერაბ გოგოლაური.

„ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები უკვე სარგებლობენ Red Hat-ის პროდუქტებითა და გადაწყვეტილებებით მათი ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ Red Hat-ის ერთად კიდევ მრავალ მასშტაბურ პროექტს განვახორციელებთ, რის საფუძველზეც როგორც საქართველოში ასევე მთლიანად ჩვენს რეგიონში საშუალო და მსხვილი ზომის ორგანიზაციებს შევთავაზებთ გადაწყვეტილებებს კომპლექსური გამოწვევების დასაძლევად შემუშავებულ თანამედროვე პროდუქტებს და გავამდიდრებთ ტექნოლოგიურ ეკოსისტემას მრავალმხრივი ოუფენ სორს გადაწყვეტილებებით.“