UG Startup Factory-ის აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში 2 პროექტი დაფინანსდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

საქართველოს უნივერსიტეტის, UG Startup Factory - აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს უნივერსიტეტის ფონდის მიერ დაფინანსდა ორი პროექტი, K2 Learning და MyLava, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებმა საკუთარი იდეების გენერირება საქართველოს უნივერსიტეტის ბაზაზე შეძლეს.

აქსლერაციის მეშვიდე ნაკადზე რეგისტრაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ მითითებულ ბმულზე

პროექტები ონლაინ სივრცეს სრულად არის მორგებული და შეიძლება ითქვას, რომ იდეა სწორედ პანდემიის გავლენებმა წარმოშვა.

დეტალურად პროექტების შესახებ ჩვენთან სტარტაპ K2 Learning- ის დამფუძნებელმა ნინო ჭყოიძემ და My Lava-ს თანადამფუძნებელმა ანი ჩიჩუამ ისაუბრეს.

„ K2 Learning-ის შექმნის იდეა მე და ჩემს მეგობარს, მშობლებთან საუბრის დროს გაგვიჩნდა. ონლაინ პლატფორმა მარტივი კითხვარის საშუალებით დააკავშირებს სტუდენტებსა და მშობლებს მათთვის იდეალურად მორგებულ კერძო მასწავლებლებთან, როგორც ონლაინ ისე ოფლაინ სწავლებისთვის. K2 Learning-ის გვერდი მაქსიმალურად გამარტივებული, მომხმარებელსა და თანამედროვე გარემოზე მორგებული იქნება - პირადი პროფილი მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის, შეფასებისა და რეკომენდაციების ველი, მოქნილი გადახდის სისტემა, ეს არის მცირე ჩამონათვალი რასაც გვერდი შესთავაზებს მომხმარებელს. სამომავლოდ K2 Learning-ი იქნება უნივერსალური პლატფორმა, რომელიც დააკავშირებს სტუდენტებს კერძო მასწავლებლებთან არა მხოლოდ სასწავლო პროგრამის ფარგლებში, არამედ ნებისმიერი მიმართულებით, მაგ.: GMAT, IELTS, ა.შ. საქართველოს ბაზარი საწყისი ეტაპია, რის შემდეგაც ვგეგმავთ მეზობელ ქვეყნებში შესვლას, სადაც ასევე დიდი მოთხოვნაა კერძო მასწავლებლებზე. ჩვენი იდეა აქსელერაციის პროცესში დაიხვეწა და განვითარდა. აქსელერაციის პროექტის ფარგლებში ორგანიზებულ დემო დღეზე კი იდეის პრეზენტაცია შედგა. რის შემდგომაც ჩვენს სტარტაპში ინვესტიცია საქართველოს უნივერსიტეტის ფონდა განახორციელა" აღნიშნა ნინო ჭყოიძემ.

და რაც შეეხება, My Lava - რას გვეტყვით ამ ბიზნესს პროექტის შესახებ?

„ MyLava-ს შექმნის მიზანია კოსმეტიკური ინდუსტრიის საზღვრების დამსხვრევა ინოვაციური საიტითა და აპლიკაციით, რომელიც ნებისმიერი საჭიროების, გემოვნებისა და კანის ფერის მქონე ინდივიდს მისცემს საშუალებას შექმნას საკუთარ თავზე იდეალურად მორგებული პროდუქტი.

ინოვაციის მიზანია, ვაქციოთ მომხმარებელი მწარმოებლად, სადაც MyLava იქნება მაღალი ხარისხისა და სტაბილურობის გარანტი. აქსელერაციის პროგრამა დაგვეხმარა მოკლე დროში დაგვეტესტა ჩვენი ინოვაციური იდეა. პროფესიონალი მენტორებისა და პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგებისგან მიღებული ცოდნით ჩვენ მზად ვართ გავუმკლავდეთ ყველა გამოწვევას." ანი ჩიჩუა

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი