You can be on Entrepreneur’s cover!

"გურმე" - ნინო მამულაშვილი "ქალებმა არასოდეს უნდა თქვან უარი საკუთარ ოცნებასა და მიზანზე."

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალექსეი სეროვი

„საქართველოს ბანკი" უკვე წლებია, აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში ქალთა ბიზნესსაქმიანობას და მათთვის ახალი შესაძლებლობების შეთავაზებას, რათა მათ შეძლონ ბიზნესის წამოწყება, ახალი მიმართულებების დანერგვა ან არსებული საქმიანობის გაფართოება. ამისათვის „საქართველოს ბანკი" არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს და ბიზნესში ქალთა აქტიურ ჩართულობას როგორც ფინანსური, ასევე არაფინანსური მხარდაჭერით უზრუნველყოფს. ამჯერად Entrepreneur-ი იმ ქალბატონებს გაგაცნობთ, რომლებიც გამოწვევებს არ უშინდებიან და საკუთარ ბიზნესსაქმიანობას მუდმივად ავითარებენ. ამ პროცესში კი მათ სანდო პარტნიორს სწორედ „საქართველოს ბანკი" წარმოადგენს. მკითხველს ისინი თავად უყვებიან, თუ რას ემსახურება მათი ბიზნესი, რა გამოწვევების წინაშე დგანან ამჟამად და როგორ უმკლავდებიან მიზნებისკენ მიმავალ გზაზე შემხვედრ სირთულეებს.

ნინო მამულაშვილი

"გურმე", თანადამფუძნებელი

საკონდიტრო ბიზნესში ჩართვით, მე დავიწყე სიახლეების ძიება. ვეძებდი ჩვენს ტრადიციებში თანამედროვე გემოს, უჩვეულო ფორმებს, ახლებურ მიდგომებს. როცა შენი სამზარეულო ამდენად მდიდარია, ძალიან ფრთხილობ. ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ტრადიციისა და თანამედროვე კულინარიის ნაზავი განსაკუთრებული უნდა იყოს. ეს ხომ მხოლოდ პროდუქტი არ არის. ამიტომაც, „გურმეს" მიერ შექმნილი თითოეული გემო ისტორიაა, რომელიც თავისთავში მოიცავს წარსულსა და აწმყოს. მის მომავალს კი ჩვენი მომხმარებელი წყვეტს. „გურმე" − ეს უკვე არის ახალი გემო და სტილი. ბევრმა ჩვენმა მომხმარებელმა ის ჩვენთან ერთად იპოვა, აღმოაჩინა და შეიყვარა. ამიტომაც, იმედი გვაქვს მომავალშიც არ დავიკარგებით.

ჩვენ ფოკუსირებული ვართ მომხმარებელზე. არ ვცდილობთ მისი გემოვნების მართვას. მას ვთავაზობთ თანამედროვე ხედვებს კულინარიაში, ეს საქმე კი საკმაოდ სარისკოა. ამბობენ, თითქოს გემოვნებაზე არ დავობენ, თუმცა ბოლოს, ყველა მაინც გემოვნებაზე დავობს.

მე იმ თაობას წარმოვადგენ, რომლის თვალწინ საბჭოთა კავშირი დაინგრა და დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობა დაიწყო. მაშინ არათუ ბიზნესის, ახალ რეალობაში ცხოვრების გამოცდილებაც კი არავის ჰქონდა. არაფერს ვამბობ ქალების მიმართ ტრადიციულ დამოკიდებულებაზე. ქალი სუსტი სქესის წარმომადგენელი იყო და მაშინდელი საზოგადოების აღქმით, მხოლოდ ოჯახს უნდა გაძღოლოდა, მხოლოდ წარმატებული ქმრის უკან უნდა მდგარიყო და მისთვის ზურგი გაემაგრებინა.

მე და ჩემი თაობის ბიზნესქალბატონებს ამ სტერეოტიპის დანგრევა მოგვიწია. ეს ჩვენი მხრიდან ნამდვილად გაბედული ნაბიჯი იყო, და სარისკოც. ჩვენ ხომ... თუმცა, ჩემს თავზე ვიტყვი მაინც. მე არ მქონდა ბიზნესის წარმოების გამოცდილება და ჩემ ირგვლივ არც არავის ჰქონდა. ამიტომაც, მომიწია საკუთარ შეცდომებზე სწავლა, სხვების გამოცდილებაზე დაკვირვება. არ იყო მარტივი, მაგრამ გამომივიდა. მუშაობა ჩემთვის არა მხოლოდ ბიზნესის განვითარებას, არამედ საკუთარი თავის რეალიზაციასაც ნიშნავს. ყოველთვის საინტერესოა, დააკვირდე საკუთარ თავს, ნახო, სადამდე შეიძლება განვითარდე და კიდევ რა უნარები შეგიძლია იპოვო, რომ უფრო მეტი შეძლო. ეს ძალიან საინტერესო პროცესია, რადგან ხშირად ისეთ თვისებებს აღმოაჩენ, რომლის არსებობა არც კი იცოდი. ამიტომაც, თითოეული წარმატება მხოლოდ ფინანსური კეთილდღეობა კი არ არის, არამედ საკუთარი თავის რწმენაცაა. რწმენა კი დიდი სტიმულია. როდესაც რწმუნდები, რომ შენი მუშაობის ხარისხი სხვა ადამიანების გარემოზე ამდენად ახდენს გავლენას, ეს უკვე დიდი და საინტერესო ამოცანების წინაშე გაყენებს. ისინი კი იცვლება. ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის ალბათ მაინც ის იყო, რომ დავიწყე საქმე, რომლის გამოცდილება არ მქონდა. არც ბიზნესის წარმოების, არც სანდო და ეფექტური გუნდის შექმნის, არც ფინანსების მართვის, არც მენეჯმენტის. როცა ყველა ამ დეტალს შეაერთებ და შეხედავ, შესაძლოა შეგეშინდეს. იფიქრო, რომ ვერ მოერევი, თავს ვერ გაართმევ, მაგრამ პირველი ნაბიჯების გადადგმა მაინც დავიწყე და შევძელი. რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლე და ოჯახი ძალიან დამეხმარნენ. მათი გვერდით ყოფნა ჩემთვის ბევრს ნიშნავს. პირველი ნაბიჯების, პირველი გამოცდილების, პირველი წარუმატებლობის შემდეგ, მოდის პირველი გაბედულებაც, პირველი მოგებაც და პირველი წარმატებაც. და ახლა უკვე ისე ჩანს, თითქოს არ არსებობს გამოწვევა, რომელსაც თავს ვერ გავართმევ.

ქალებმა არასოდეს უნდა თქვან უარი საკუთარ ოცნებასა და მიზანზე. ბევრი შრომა, ძიება და სიახლისადმი ლტოლვა აუცილებლად იძლევა შედეგს. თუმცა, ეს ჩემი აღქმაა. ამ სფეროში კი ჯადოსნური რეცეპტები არ არსებობს. ყველა თავის გზას გადის. ამიტომაც, ყველას გამოცდილება უნიკალურია. მე საკუთარი გამოცდილებით დავანგრიე საბჭოთა სტერეოტიპები, ქალებს კი ახლა გაცილებით მეტი შეუძლიათ. ბევრი შესაძლებლობაა ბიზნესის დასაწყებად.

ცხადია, პანდემია დიდი გამოწვევა აღმოჩნდა ჩვენი კომპანიისთვის. მე ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ „გურმეს" გუნდი შემენარჩუნებინა. არ მიყვარს წუწუნი, ამიტომ დეტალებს არ ჩავუღრმავდები. მთავარია, რომ ფეხზე ვდგავართ, ბევრი გეგმა გვაქვს და მხოლოდ წინ ვიყურებით.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სოციალური მედია

"მამალოების" ბიზნესი საბავშვო გასართობების ნაცვლად

11 წლის ანტრეპრენერის სწრაფად მზარდი სტარტაპი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"