You can be on Entrepreneur’s cover!

ქართული სოციალური პარადიგმები, როგორც ქალი ანტერპრენერების მთავარი გამოწვევა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

განათლებამ და დასავლური იდეების საქართველოში შემოდინებამ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება განაპირობა. ქალებს გაუჩნდათ ჯანსაღი ამბიცია, რომ შეუძლიათ სამყარო უკეთესობისკენ შეცვალონ, თავიანთი საქმიანობით საზოგადოებაში კვალი დატოვონ და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სრულიად დამოუკიდებლად მოიპოვონ ფინანსური კეთილდღეობა. როდესაც ქალების, როგორც მეწარმეების, ბიზნესში აღმოცენებას განვიხილავთ, მნიშვნელოვანია სოციალური კონტექსტის გათვალისწინება, ვინაიდან სწორედ ქართულ პარადიგმებს უკავშირდება ქალ ანტერპრენერთა მთავარი გამოწვევები.

როლები და სოციალური მოლოდინები

„მსოფლიო ბანკის" მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, საქართველო ისეთი ინდექსებით, როგორიცაა - ცხოვრების ხარისში, მშპ, სიღარიბის მაჩვენებელი და ერუდიციის დონე, ჯერ კიდევ განვითარებად ქვეყნებს მიეკუთვნება. განვითარებად (ან ნაკლებად განვითარებულ) ქვეყნებში კი ტრადიციები და წეს-ჩვეულებები ქალს კონკრეტულ როლებს არგებს - „დიასახლისი," „დედა," „ცოლი" - აღნიშნული სტატუსები, რა თქმა უნდა, ვალდებულებებსაც მოიცავს - საშინაო საქმეების გაძღოლას, ოჯახის უზრუნველყოფას სუფთა სამოსითა და გემრიელი კერძებით, რასაც ბონუსად ემატება ბავშვების აღზრდა.

არსებული როლები, თავის მხრივ, ლოგიკურ მოლოდინებს აჩენს: ოჯახი და საზოგადოება ქალებისგან - ავად თუ კარგად - ამ როლის შესრულებას მოელის, რასაც დიდი ოდენობით რესურსი სჭირდება. ქალს აღარ რჩება დრო პიროვნული განვითარებისთვის, პროფესიისთვის და, მითუმეტეს, მეწარმეობისთვის. ყოველივე ამის ფონზე, გასაკვირი არც არის, რომ ბიზნეს სექტორში გაცილებით მეტი მამაკაცი ანტერპრენერი მოღვაწეობს, ვიდრე ქალი.

სექსიზმი და სოციალური ნორმები ტრადიციების სადარაჯოზე

ქალების მიერ „რუბიკონის გადალახვა" საკმარისი არ აღმოჩნდა სოციალური ნორმებისგან გასათავისუფლებლად. ქალ ანტეპრენერებს დიდი სიფრთხილით უწევთ საქმიანობის სფეროს შერჩევა, რომ საზოგადოების კრიტიკის ობიექტებად არ იქცნენ. ყველას გვახსოვს სოციუმის მწვავე რეაქცია „აი ისას" დამფუძნებლის, ანანია გაჩეჩილაძის მიმართ, რომელსაც გარდა ტრადიციების უპატივცემულობისა და რელიგიის შეურაცხყოფისა, ედავებოდნენ ბიოლოგიურ მოცემულობას - რომ, თურმე, ვინაიდან ქალია, პრეზერვატივების ბიზნესისგან თავი უნდა შეეკავოს. მოკლედ რომ ვთქვათ, არსებობს ტაბუდადებული ბიზნეს იდეები, რომლებსაც ქართველი ქალი ვერასდროს განახორციელებს, თუ არ სურს სექსისტების განტევების ვაცად გადაიქცეს.

გასაკვირი არ არის, რომ ქართველი ქალები დიდი სიფრთხილით ეკიდებიან არჩევანს და ნაკლებად ეპატაჟურ საქმიანობებს ანიჭებენ უპირატესობას, ისეთი როგორიცაა განათლება, თავის მოვლა, კვება, Marketing, სოფლის მეურნეობა, მიტანის სერვისი, SEO, ავეჯის დამზადება, ტურისტული მომსახურება და ა.შ. მიუხედავად დაუწერელი აკრძალვებისა, ქალი მეწარმეები საქართველოშიც ახერხებენ მათთვის საინტერესო სფეროების პოვნას და კონკურენტულ გარემოში პოზიციონირებას.

ფული მარტივად საშოვნელი არარის ჩვენ თუ არ გავიმერტივეთ

მაშინაც კი, თუ ქალი შეძლებს როლებისა და მოლოდინების დაბალანსებას საკუთარი ბიზნეს ინტერესების გათვალისწინებით, ბონუსად კი სექსიზმსაც ოსტატურად აირიდებს თავიდან, დგება დიდი უფსკრულის წინაშე, რომელსაც „ფინანსების არარსებობა" (უკეთეს შემთხვევაში, მცირე ფინანსები) ჰქვია. საუკეთესო რამ, რისი ყიდვაც ფულით შეიძლება, გახლავთ ფინანსური თავისუფლება." - რობ ბერჯერის ეს სიტყვები დღესდღეობით ქალების ყოველდღიურ მანტრად იქცა, მაგრამ რა ვქნათ, რომ ფული ხეზე არ იზრდება? როგორ ჩავაბანდოთ საქმეში ის, რაც არ გვაქვს?

ფინანსურ უფსკრულზეც კი შეიძლება ხიდის აღმოჩენა, თუ მისი გადავლა ნამდვილად გვსურს. ევროპული და ამერიკული ორგანიზაციები ქართველ ქალ ანტერპრეტერებს მხარდაჭერას უცხადებენ, უფასო ტრენინგებს, გრანტებსა და სხვა სახის დაფინანსებებს სთავაზობენ წახალისების მიზნით. ქალებს ასევე, წარმატებით შეუძლიათ მონაწილეობა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ, ქართულ პროგრამებში.

დასკვნის ნაცვლად

2020 წლის მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში 13 000 000 ანტერპრენერი ქალია, რაც გვაძლევს საფუძველს ვიმსჯელოთ ეკონომიკაში ქალების საგრძნობლად გაზრდილ როლზე. გასაკვირი არ იქნება, თუ ძალიან მალე ქართველი ქალი ანტერპრენერებიც ბიზნეს სექტორის ხერხემლად გადაიქცევიან, ქართული სოციალური პარადიგმების მიუხედავად.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"