📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

გაიცანით დიტეილინგ ჯორჯია! ტერაბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

როგორც ჩვენს წინა გამოცემაში მოგიყევით, სირთულეებით სავსე 2020 წელს „ტერაბანკმა" ბიზნესკლიენტების მხარდაჭერა გადაწყვიტა და ახალი პროექტი წამოიწყო. ინიციატივა 50 ბიზნესკლიენტისთვის მათ კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული სასაჩუქრე პაკეტების გადაცემას გულისხმობდა. განსაკუთრებული აქცენტი კი ციფრული გაყიდვებისა და კომუნიკაციის გაძლიერებაზე გამახვილდა, რომლის როლი ბოლო დროს ნებისმიერი ტიპის ბიზნესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდა. ციფრულ ინსტრუმენტებთან ერთად, „ტერაბანკის" ბიზნესკლიენტებმა სხვა შინაარსის დახმარებაც მიიღეს, რაც ხელს შეუწყობს მათი საქმიანობის წარმატებით ფუნქციონირებას.

„როცა გაზაფხულზე პირველი შეზღუდვები დაწესდა, რთული არ იყო იმის პროგნოზირება, რომ ბიზნესს და მათ შორის ჩვენს კლიენტებსაც, არაერთი გამოწვევა ელოდათ. ამიტომ, მაშინვე დავიწყეთ მსჯელობა, როგორ დავხმარებოდით მათ როგორც უკვე არსებული სიძნელეების გადალახვაში, ასევე სამომავლო გამოწვევებთან გამკლავებაში.

ჩვენი ბანკის მასშტაბი მოქნილობისა და თითოეულ ბიზნესკლიენტთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების შესაძლებლობას გვაძლევს. მხოლოდ გარკვეულ სერვისებს კი არ ვაწვდით მათ, არამედ მუდამ ჩართულები ვართ ბიზნესკლიენტების საქმიანობის განვითარებაში. შესაბამისად, რთულ პერიოდში მათი დახმარება ჩვენი კორპორაციული კულტურის ნაწილიც იყო", – ამბობენ „ტერაბანკში".

ENTREPRENEUR-ი აგრძელებს თქვენთვის მათ გაცნობას.

დიტეილინგ ჯორჯია

დიტეილინგ-კულტურა, რომელიც თანამედროვე, მრავალფეროვანი ავტოსერვისის მიწოდებასა და ამ მომსახურებით სარგებლობას გულისხმობს, საქართველოში არც ისე გავრცელებულია. დიტეილინგის შესახებ კიდევ უფრო დაბალი იყო ცნობადობა წლების წინ, როცა ლაშა კახნიაშვილმა გადაწყვიტა, ეს სფერო ჩვენს ქვეყანაშიც განევითარებინა. გადაწყვეტილება რეალობად მალევე აქცია და კომპანია „დიტეილინგ ჯორჯია" დააფუძნა. დროთა განმავლობაში, ლაშამ მას ახალი მიმართულებებიც დაამატა და საკუთარი ბიზნესი კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა.

ახალგაზრდა მეწარმის საქმიანობა დღეს რამდენიმე საინტერესო სფეროს აერთიანებს. მათ შორისაა „დიტეილინგ გარაჟი", რომელიც მომხმარებლებს ავტომობილების მოვლის კუთხით სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობს; ტყავის რესტავრაციის კომპანია Le-tech georgia და Nasiol georgia, რომელიც საქართველოში ნანოკერამიკის ცნობილი

მწარმოებლის − Nasiol-ის ოფიციალური წარმომადგენელია. სულ ახლახან კი, ლაშა კახნიაშვილმა დამცავი ფირების პოპულარულ მწარმოებელ Suntek- თანაც გააფორმა ხელშეკრულება და Suntek Georgia დააფუძნა.

პანდემიის გამო, 2020 წელი ბევრი ბიზნესისთვის სირთულეებით სავსე აღმოჩნდა. ლაშა გვიყვება, რომ შეზღუდვების მიუხედავად, „დიტეილინგ ჯორჯია" მუშაობას აგრძელებდა. მოთხოვნა მის მომსახურებებზე მაშინაც კი არ შეწყვეტილა, როცა მკაცრი აკრძალვები დაწესდა. მიუხედავად ამისა, ავტომობილების რეექსპორტის საგრძნობი შემცირება კომპანიაზე ნეგატიურად აისახა, ამიტომ, ლაშამ ბიზნესის განვითარების ალტერნატიული გზების ძიება დაიწყო.

უპირველესად, ციფრულ სამყაროსთან მორგება და საქმიანობაში ელექტრონული კომერციის მზარდი ტენდენციების ადაპტირება იყო საჭირო. სწორედ ამ მიმართულების განვითარების განხილვისას გამოჩნდა „ტერაბანკის" ინიციატივაც, რომელიც ბიზნესკლიენტების დახმარებას ისახავდა მიზნად. ლაშა კახნიაშვილი პროექტში ჩაერთო და „ტერაბანკის" მხარდაჭერით, მალე ეს ინტერესი რეალურ ონლაინპლატფორმად (www. detailingshop.ge) იქცა.

დღეს უკვე ონლაინმაღაზიის დახმარებით, მომხმარებლებს „დიტეილინგ ჯორჯიას" ყველა პროდუქტის შეძენა ინტერნეტით შეუძლიათ. „რომ არა ეს პროექტი, ჩვენ კიდევ დიდხანს ვერ შევძლებდით საჭირო თანხის მობილიზებას, ასეთი დახვეწილი პლატფორმის შექმნას, გამართული სისტემის შეძენასა და შემდეგ მის ადმინისტრირებას. „ტერაბანკის" ინიციატივა ჩვენთვის ახალი შესაძლებლობა აღმოჩნდა", − ამბობს ლაშა კახნიაშვილი.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის ბაზაზე ფუნქციონირებს „დიტეილინგ აკადემია", სადაც ამ საქმიანობით დაინტერესებული კადრების გადამზადება და სწავლება მიმდინარეობს. როგორც ლაშა ამბობს, „დიტეილინგ ჯორჯია" დიტეილინგ-კულტურისა და სერვისების განვითარებას აგრძელებს, რათა მფლობელებმა საკუთარი ავტომობილებისთვის თავდაპირველი იერსახის შენარჩუნება რაც შეიძლება დიდხანს შეძლონ. ამისთვის კი სწორედ დიტეილინგ-სერვისებით სარგებლობაა საჭირო.

„ტერაბანკის" პროექტის დახმარებით, „დიტეილინგ ჯორჯიასა" და „გაიოზ სოფრომაძის მარნის" გარდა, დღეს ონლაინსივრცეში საკუთარ მომსახურებასა თუ პროდუქტს კიდევ არაერთი კომპანია ყიდის. კონსულტაციებისა და თანამშრომლობის თვალსაზრისით, ბანკი მათ მხარდაჭერას კვლავაც აგრძელებს.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

ZOOM: ერიკ იუანის ოცნების განხორციელების შთამბეჭდავი ისტორია

Zoom-ის დამფუძნებელი, დევიზით - "იმუშავე ბევრი და დარჩი თავმდაბალი"

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი