📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ვებ-გვერდის მნიშვნელობა თანამედროვე ბიზნესებისთვის რა არის საჭირო წარმატებული ვებ-გვერდისთვის?

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ციფრული მარკეტინგის როლი დღითიდღე უფრო იზრდება და იგი ბიზნესის განვითარების უმნიშნელოვანეს ელემენტად ყალიბდება. ნებსიმიერი ბიზნესისთვის, რომელსაც ონლაინ გაყიდვების პერსპექტივა აქვს, აუცილებელია, იზრუნოს მის ირგვლივ არსებულ ციფრულ სამყაროზე და გამოიყენოს ყველა საშუალება, რათა ნებისმიერ რესურსზე აქტიურად გამოჩნდეს და რელევატურ მომხმარებლებს მიწვდნეს მარტივად.

თანამედროვე ციფრული მარკეტინგის ინდუსტრიაში ყველაფერი გაზომვადია. შეგიძლია შენი კომპანიის ეფექტურობის მარტივად გაზომვა და შეფასება. განსაკუთრებით მაშინ, თუ შენი კომპანიის საქმიანობის ძირითად აქცენტს ონლაინ გაყიდვებზე აკეთებ. დღეს კი, ვებ-გვერდზე და მის აუცილებლობაზე ვისაუბრებთ.

ფემილი ორბიტი (აპლიკაცია მშობლებისთვის)

ერთ-ერთი საუკეთესო აპლიკაცია არის Family Orbit, რომელიც თავსებადია როგორც IOS თან, აგრეთვე Android თან, რაც ზრდის მისი გამოყენების მასშტაბებს და მოხერხებულობას. აღნიშნული აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ აკონტოლოთ თქვენი შვილის ნებისმიერი მოქმედება ციფრულ მოწყობილობებზე. ანუ, თქვენ შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ თქვენი შვილის ნებისმიერ მოქმედება, ზარების ისტორიიდან ბრაუზერის ისტორიით დამთავრებული.

"Here at Family Orbit, we have developed the best parental control app for concerned apps. Read on to discover more about it"

ონლაინ გაყიდვები და გარე რესურსები პირადი განვითარებისთვის

ონლაინ გაყიდვების არსებობისთვის აცუილებელია გქონდეთ ვებ-გვერდი, რომელიც საშუალებას მოგცემთ თქვენი პროდუქტი/სერვისი იდეალურად წარმოჩინოთ და მომხმარებელს შეუქმნათ კომფორტული გარემო გადაწყვეტილების მისაღებად. ვებ-გვერდის მართვა და ოპტიმიზაცია ცალკე საკითხია, თუმცა, იგი თანამედროვე ბიზნეს საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. თუ თქვენი ბიზნესსაქმიანობა ვრცელდება საქართველოს ფარგლებს გარეთ და გსურთ დაიხმაროთ ციფრული მარკეტინგის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანია, SAVV Digital თქვენს განკარგულებაშია. თუ ციფრული მარკეტინგის მიმართლება თქვენთვის ახალია, ან არ გაქვთ სათანადო ინფორმაცია მისი მნიშვნელობის და აუცილებლობის შესახებ, Founderjar - ის ბლოგი იდეალური რესურსია პირველი ნაბიჯების გადასადგმელად და შემდგომი განვითარებისთვის.

ოპტიმიზაციები, რომლებიც საჭიროა წარმატებული ვებ-გვერდისთვის

იმისათვის, რომ პროდუქტიული საიტი გქონდეთ, რომელიც კონკურენტულ გარემოში მოწინავე პოზიციებს დაიკავებს, აუცილებელია, გაუკეთოთ ოპოტიმიზაცია რამოდენიმე მიმართულებით.

სისწრაფე

პრიველ რიგში, თქვენი მთავარი საზრუნავია, მომხმარებლების კმაყოფილებაზე ზრუნვა. შესაბამისად, რაც უფრო სწრაფია თქვენი საიტი, რაც უფრო სწრაფად იტვირთება და მოძრაობს შიდა ინტერფეისში მით უფრო კმაყოფილი რჩება მომხმარებელი. სისწრაფე განაპირობებს მომხმარებელთა ქცევას თქვენს საიტზე, რადგან უფრო დიდხანს რჩება თქვენს საიტზე და ასტიმულირებს ყიდვის გადაწყვეტილების მიღების პროცესს, რა თქმა უნდა, სხვა რიგ საკითხებთან ერთად.

ადაპტირებულობა

ონლაინ მომხმარებელების დაახლოებით 55-57% მობილური ტელეფონებით გადადიან ვებ-გვერდებზე, შეასბამისად, აუცილებელია თქვენი ვებგვერდი ადაპტირებული იყოს ყველა სახის დივაისთან.

სეო ოპტიმიზაცია (SEO)

საიტის სეო ოპტიმიზაცია გეხმარებათ რელევანტური კლიენტების/მომხმარებლების საძებო სისტემებიდან გადმომისამართებაში, როგორებიც არის - Google, Bing, Yahoo, Yandex, Baidu და ასე შემდეგ.

საიტის სეო ოპტიმიზაცია რაომდენიმე ძირითად მიმართულებებად შეგვიძლია ჩავშალოთ, რომლებიც მოიცავს კონტენტის, საიტის ტექნიკური მხარის და ავტორიტეტზე ზრუნვას.

On site ოპტიმიზაცია

საიტის თითოეული გვერდი და პოსტი უნდა იყოს უნიკალური, მაქსიმალურად უნდა შეეცადოთ, რომ მომხამრებელს დაახვედრო საიტის გვერდზე ის, რასაც ეძებს საძიებო სისტემაში. საძიებო სისტემის ფუნქციონირების მთავარი ღირებულება მაქსიმალურად რელევანტური ინორმაციის მიწოდებაა მომხმარებლისთვის. ამიტომაც, როდესაც საიტზე კონტენტს ქმნი, ყოველთვის ეცადე, რომ მომხმარებლის თვალით შეხედო განთავსებულ ინფორმაციას ან/და პროდუქტს.

კონკურენტული გარემოს პირობებში უპირატესობას მოიპოვებ რელევანტური და უნიკალური კონტენტის გამოქვეყნებით.

ტექნიკური ოპტიმიზაცია

აქ შეგვიძლია გავაერთიანოთ ყველა ის საკითხი, რომელიც დეველოპერის მოვალეობაში შედის, როდესაც საიტის შექმნას იწყებს. მაქსიმალურად მსუბუქი საიტი, მარტივი და საჭირო კოდირება, რომ საძიებო სისტემის რობოტებს საქმე გავუმარტივოთ და მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენ საიტზე განთავსებული ინფორმაციის შესახებ.

საიტის ავტორიტეტზე ზრუნვა (Off-site ოპტიმიზაცია)

ხშირია სეო კლიენტების უკმაყოფილება, რომელბსაც შედეგის დადება 1-2 თვის ფარგლებში სურთ. თუმცა, საიტის ოპტიმიზაცია ხანგრძლივი პროცესია, რისთვისაც თითოეული ზემოთ ნახსენები ასპექტი აუცილებელია.

Off site ოპტიმიზაციის პირობებში უნდა ვეცადოთ, გავზარდოთ საიტის ავტორიტეტი სხვა გარე რესურსებით.

მაგალითად, ავალაპრაკოთ სხვა რელევანტური საიტები ჩვენზე, გამოვიყენოთ ნიუს საიტები და ვისაუბროთ ჩვენი საქმიანობის შესახებ. თუმცა, აუცილებელია, რომ თითოეული სტატიიდან რელევანტური ლინკი მისამართდებოდეს თქვენს საიტზე. რაც უფრო მეტი სანდო რესურსი მოიხსენიებს თქვენს საიტს, მით უფრო იზრდება თქვენი საიტის ავტორიტეტი, რაც საბოლოო ჯამში, პოზიციების გამყარებაში გეხმარებათ და თქვენთვი სასურველ ქივორდებზე (საძიებო ფრაზები) მოწინავე პოზიციებზე აღმოჩნდებით საძიებო სისტემაში.

რა შედეგი მოაქვს საიტის სეო ოპტიმიზაციას?

დაიმახსოვრეთ, რომ თქვენი კონკურენტები ძალიან დიდ დროს და ენერგიას ხარჯავენ ამაში. საიტის სეო ოპტიმიზაცია გაძლევს უნიკალურ საშუალებას, მომხმარებელს შესთავაზო ის რასაც ეძებს, რაც ძალიან ზრდის იმის შანსს რომ საძიებო სისტემებიდან გადმოსული მომხმარებელი გახდეს პროდუქტის ან სერვისის მყიდველი. (გაიხსენე, უნდა დაახვედრო ის, რასაც ეძებს)

რაც უფრო მაღალ პოზიციას იკავებ საძიებო სისტემაში, მით მეტი მომხმარებელი ანიჭებს უპირატესობას შენს საიტს, რადგან თვლის, რომ შენ მეტად სანდო და რელევანტური ინფორმაციის მიწოდება შეგიძლია.

საძიებო სიტემაში მომხმარებელი რამოდენიმე ფაქტორს აკვირდება, სანამ თქვენს საიტს დაკლიკავს ან კონკურენტისას.

მიმზიდველი სათაური და აღწერა ზრდის CTR - ს (Click through rate), მას შემდეგ, რაც მომხმარებელი საიტზე გადმოვა უნდა დახვდეს ის რასაც ეძებს, მაქსიმალურად კომფორტული გარემო, რომელიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაეხმარება. თუ ინფორმაციას ეძებს, ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია დავახვედროთ, თუ პროდუქტს ან მომსახურებას, მაშინ ხარსხზე, პროდუქტის ან მომსახურების აღწერაზე, შეძენის სიმარტივეზე და მიწოდების პირობებზე შეგვიძლია გავამახვილოთ ყურადღება

საძიებო სისტემა გაძლევთ საშუალებას გყავდეთ სტაბილური მომხმარებელი, რომელთა განზრახვაც წინასწარ იცით. როდესაც მომხმარებლის სურვილი წინასწარ იცი, მარტივია შესთავაზო ის რაც უნდა.

თუ ჯერ კიდევ არ გიზრუნია საიტის სეო ოპტიმიზაციაზე, დროა ამ კუთხითაც განავითარო შენი ბიზნეს საქმიანობა და მიიღო მეტი მოგება/ავტორიტეტი კონკურენტებთან შედარებით.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან