📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

განათლება და ახალი შესაძლებლობები დიდ ბრიტანეთში გაინტერესებთ როგორ მიიღოთ განათლება დიდ ბრიტანეთში?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

გაერთიანებული სამეფო − ისტორიით, ტრადიციებითა და მრავალი მახასიათებლით გამორჩეული ძლევამოსილი სახელმწიფო, რომელსაც საერთაშორისო არეალზე პოზიციები, არაერთ მიმართულებასთან ერთად, მძლავრი საგანმანათლებლო სისტემითაც აქვს გამყარებული. აქ სწავლის, განათლებისა და გამოცდილების მისაღებად, მთელი მსოფლიოდან, ყველა კონტინენტიდან მოემართებიან. თუმცა, იმისათვის, რომ უკიდეგანო შესაძლებლობების მქონე ქვეყანაში სწორედ თქვენს საჭიროებებზე მორგებულ გარემოში მოხვდეთ, უმჯობესია ამ ყველაფერში საგულდაგულოდ გაცნობიერებული ადამიანი დაიხმაროთ, რომლის მეშვეობითაც მრავალ გაურკვევლობას თავიდან აიცილებთ და რესურსებსაც დაზოგავთ.

სწორედ ასეთ პერსონას წარმოადგენს ელეონორა სუჰოვიი − პროფესიონალი კონსულტანტი, რომელსაც საგანმანათლებლო მიმართულებით თქვენზე მორგებული, ზუსტი რჩევების მოცემა და მეგზურობის გაწევა შეუძლია დიდი ბრიტანეთის საკმაოდ კომპლექსურ საგანმანათლებლო სისტემაში. წლების წინ ელეონორამ ეს გზა თავად გაიარა. სირთულეებმა და გამოწვევებმა იგი ოქსფორდის უნივერსიტეტისა და
წარმატებული კარიერისთვის მოამზადა. მრავალწლიანი გამოცდილება მას საშუალებას აძლევს თითოეულ კანდიდატს ინდივიდუალურად მიუდგეს. მისი ყოფილი მოსწავლეები დღეს ისეთ გიგანტურ კომპანიებში მუშაობენ, როგორიცაა Google, KPMG, Sotheby's. ხოლო ვიდრე გადაწყვეტთ და მას მხარდაჭერის თხოვნით მიმართავთ, ელეონორა Entrepreneur-ს ბრიტანული განათლების თავისებურებებზე და გამორჩეულ მახასიათებლებზე ესაუბრა.

რა გახდა მთავარი მოტივაცია, რომ დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის, მხარდამჭერი აქტივობები და სერვისი შეგეთავაზებინათ? თავად როგორ გადალახეთ წლების წინ მრავალი დაბრკოლება?
როდესაც თავად ბრიტანეთში აღმოვჩნდი საცხოვრებლად, 13 წლის ვიყავი. ეს იყო სრულიად ახალი გარემო ჩემთვის უამრავი სიახლითა და გამოწვევით, რომლის გადალახვაც მნიშვნელოვანი ძალისხმევით მომიწია. მათ შორის ენობრივი ბარიერის. ცხადია, ამ გზაზე არაერთი ეტაპის, ფაზის გავლა გიწევს, რომელიც ღირებულ გამოცდილებას გძენს. ხოლო მოგვიანებით, ეს გამოცდილება უკვე ერთგვარ მხარდაჭერად შეგიძლია გარდაქმნა და სხვებსაც გაუზიარო, რათა გამოწვევებით დახუნძლული გზა, რომელიც დიდ ბრიტანეთში გხვდება გასავლელი, წარმატებით გადალახო. აქ უამრავი შესაძლებლობაა ყველანაირი პოტენციალის, ინტელექტუალური ამბიციისა და გემოვნების მქონე ადამიანებისთვის. იმისათვის კი, რომ ამ უზარმაზარი შესაძლებლობების ოკეანეში არ დაიბნე და ფოკუსი არ დაკარგო, აუცილებელია მკაფიოდ ჩამოაყალიბო მიზანი, მოქმედების გეგმა, მოიძიო და თანმიმდევრულად დაალაგო ყველა ის შესაძლებლობა, რაც დასახული მიზნის მისაღწევად გჭირდება და ბეჯითად მიჰყვე მას. ეს საკმაოდ შრომატევადი გუნდური მუშაობაა, რომლის წარმატებით შესრულებისთვის ძალიან ღირებულია ექსპერტი კონსულტანტის პირადი და პროფესიული გამოცდილება. ეს მხარდაჭერა ერთგვარი გზამკვლევია საგანმანათლებლო-საკონსულტაციო სერვისის სახით, რომელსაც დიდი ძვრების მოხდენა შეუძლია თქვენს ცხოვრებაში და მისი რადიკალურად, სიკეთისკენ შეცვლა.

რა არის ბრიტანული განათლების უმთავრესი უპირატესობები, რისკენაც ასე ილტვიან მთელი მსოფლიოდან?
ბრიტანული განათლება საკუთარი ტრადიციით, ხასიათითა და სიღრმეებით მართლაც გამორჩეულია. მსოფლიო ისტორიის არაერთი წამყვანი ფიგურა, რომლებიც სამყაროს მრავალი ცვლილებისა და ახალი დღის წესრიგის ავტორები არიან, გაერთიანებული სამეფოს სკოლა-პანსიონის ან უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. ტრადიციული და ინოვაციური მიდგომების სინთეზი, ბრიტანულ განათლებას განსაკუთრებულ ხიბლსა და პროდუქტიულობას სძენს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს სულაც არაა მხოლოდ ოქსფორდი და კემბრიჯი. ბრიტანეთში არსებობს ბევრი მაღალი დონის სწავლებით გამორჩეული ინსტიტუცია, რომელიც შესაძლოა არაა ზემოთ ხსენებული დაწესებულებებივით სახელგანთქმული და პოპულარული საერთაშორისო აუდიტორიისთვის, თუმცა საკუთარ კედლებში არაერთი მაღალი კლასის პროფესიონალი გამოუზრდია, რომლებიც დასაქმების ბაზარზე საკმაოდ მაღალანაზღაურებად, რეალიზებულ და მოთხოვნად კადრებს წარმოადგენენ. სწორედ ეს გამოარჩევს ბრიტანულ სასწავლებლებს, რომ მათი კურსდამთავრებულები მსოფლიოს ლიდერ კომპანიებსა და ორგანიზაციებში საკმაოდ მოწინავე პოზიციებს იკავებენ და ნიშანდობლივ ფიგურებს წარმოადგენენ საერთაშორისო საზოგადოებისთვის. დასანანია ქართველი სტუდენტების უკიდურესად დაბალი რიცხვი ასეთი რანგის უნივერსიტეტებში, მაშინ, როდესაც სწორი მუშაობით, ქართველ მოსწავლეებისთვის იქ მოხვედრა საკმაოდ რეალისტურია.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ უმაღლესი განათლებისთვის სამზადისი საკმაოდ ადრე, ფაქტობრივად თინეიჯერობის ასაკის დადგომიდან იწყება და გეგმაზომიერად მიმდინარეობს. მოზარდი ადრეული პერიოდიდანვე ცნობიერდება საკუთარ სურვილებში, მიზნებში, ტალანტებსა და საჭიროებებში. ამ ყველაფერში კი მათ, როგორც წესი, პროფესიონალი განათლების კონსულტანტები და მრჩევლები ეხმარებიან, რომლებიც ამ დიდ ბაზარზე, სწორედ მათთვის შესაფერისი, სპეციფიკური და მორგებული საგანმანათლებლო დაწესებულებისა და სასწავლო პროგრამის მიგნებაში, შემდეგ კი მასზე მოხვედრაში ეხმარებიან. ხოლო ეს სასწავლო პროგრამები არის მუდმივად განახლებადი და იმ უნარებს მორგებული, რომელიც თანამედროვე დასაქმების ბაზარს კრიტიკულად სჭირდება და საკმაოდ კარგად ანაზღაურებადიცაა ჩვენს მულტიკულტურულ გარემოში. ეს და კიდევ მრავალი სხვა მახასიათებელი, ცალსახად გამოარჩევს ბრიტანულ განათლებას საერთაშორისო ასპარეზზე და მისკენ მსწრაფი ადამიანების რიცხვიც ცალსახაა, რომელიც სულ უფრო იზრდება.

რატომ გადაწყვიტეთ ქართველ მოზარდებსა და სტუდენტებსაც გაუწიოთ დახმარება ბრიტანულ საგანმანათლებლო სამყაროში მოსახვედრად? რით აღმოჩნდა საქართველო თქვენთვის განსაკუთრებით საინტერესო?
ქართველ მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ ქართველი მოზარდები და სტუდენტები საკმაოდ მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან და დიდი პოტენციალი აქვთ. საკმაოდ ადრეული ასაკიდან მოტივირებულები არიან, ღიად საუბრობენ საკუთარ ინტერესებზე და ზრუნავენ მათთვის მაქსიმალურად შესაბამის სამომავლო საქმიანობის მიმართულებების ჩამოყალიბებაზე. ასეთი გამორჩეული ახალგაზრდებისთვის კი მინდა ჩემი მხარდაჭერა ხიდი აღმოჩნდეს იმ სივრცეში მოსახვედრად, რომელიც მათ ნიჭსა და პოტენციალს სრულფასოვნად, ჯეროვნად უპასუხებს და განვითარებისთვის შესაბამის შესაძლებლობებს შესთავაზებს. პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზებისთვის კი მოსწავლისთვის სწორად შერჩეული არა მხოლოდ აკადემიური, არამედ საცხოვრებელი გარემო უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. დიდ ბრიტანეთში, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერია ცოდნას მოწყურებული ადამიანისთვის. მთავარია, მას მხოლოდ მონდომება, ცნობისმოყვარეობა ჰქონდეს. ასევე, კრიტიკული მნიშვნელობა აქვს მომზადების პროცესის დაწყების დროს. რაც უფრო ადრეულ ასაკში ხვდება ახალგაზრდა და ადაპტირდება აქაურობასთან, გაცილებით ორგანულად და იოლად მიმდინარეობს შემდეგ მრავალი პროცესი, რომელიც მის სწავლასა და საქმიანობასთანაა დაკავშირებული. დიდი ბრიტანეთის წამყვან სკოლა-პანსიონებში და უნივერსიტეტებში, როგორც უკვე აღვნიშნე, ცოტა ქართველი სწავლობს და საკმაოდ კარგი შედეგებით გამოირჩევიან, ტოლს არავის უდებენ. მინდა ეს კარი კიდევ უფრო მეტი ქართველისთვის გაიხსნას, რათა შემდეგ მათ თავიანთი მაღალი ხარისხის ცოდნითა და უნარებით, როგორც ირგვლივ სამყაროს, ასევე საკუთარ ქვეყანასაც მნიშვნელოვნად არგონ. სხვათა შორის, შემიძლია ვთქვა დადებითი ტენდენციის შესახებ, რომ ბრიტანეთში განათლების მიღების შემდეგ, საერთაშორისო სტუდენტები საკმაოდ საინტერესო ცვლილებების შემოქმედნი ხდებიან საკუთარ ქვეყნებში და მრავალ სასარგებლო სიახლეს გვთავაზობენ.

რას ურჩევდით ქართველ ახალგაზრდებს, რომლებსაც დიდი სამომავლო გეგმები და მიზნები აქვთ? როგორ დაიწყონ ამისთვის სამზადისი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ეს ყველაფერი დიდ ბრიტანეთს უკავშირდება?
ჩემი გულითადი რჩევა იქნება, სამზადისი მშობლებმაც და შვილებმაც დაიწყონ რაც შეიძლება ადრე. პარალელურად კი, დიდი ძალისხმევა და ენერგია დაუთმონ ენის სრულყოფას, რადგან ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორია. ხოლო ენის დასახვეწად, აუცილებლად ვეტყვი, რომ რაც შეიძლება ბევრი იკითხონ. ეს გაამდიდრებს მათ სამეტყველო ლექსიკას, ლინგვისტურ უნარებსა და აზროვნებას, რომელიც ყველაზე მეტად დაეხმარებათ დასახული მიზნების მიღწევაში. ენობრივი ცნობიერება იმ უცხო ქვეყანაში ცხოვრების დაწყებამდე, სადაც გადასვლას აპირებ, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს როგორც ყოფით საკომუნიკაციო უნარებს, ასევე ადაპტაციასა და შემდეგ უკვე საგნების სწავლასაც საკმაოდ აადვილებს. მას შემდეგ კი, რაც გადაწყვეტენ, რომ სწორედ დიდი ბრიტანეთია მათთვის სასურველი ხანგრძლივი გაჩერების ადგილი, შეუძლიათ ჩემი და საკუთარი საკონსულტაციო სერვისის იმედი ჰქონდეთ, რომლის დროსაც ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ რამდენი ხანი და რამდენჯერაც საჭირო იქნება, მათ გვერდით ვიდგე და სასურველი სასწავლო სივრცის მიგნებასა და იქ დამკვიდრებაში დავეხმარო, რომელიც მათ ამბიციებს, შესაძლებლობებსა და საჭიროებებს იქნება მორგებული. დიდი ბრიტანეთი კი, აქ განათლების მისაღებად ჩამოსულებს, ნამდვილად უზომოდ დიდ და საინტერესო თავგადასავალს ჰპირდება, რომელიც მათ ცხოვრებას აუცილებლად კეთილდღეობისკენ შეცვლის.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ. ფოსტა: l.saralidze@suhoviy.com
ვებგვერდი: www.suhoviy.com

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი