You can be on Entrepreneur’s cover!

D-tech-მა პირველი კვლევითი პროექტის დაფინანსება დაიწყო

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

D-tech

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარმა დავით ჯანეზაშვილმა (პროფესორ რევაზ შანიძის ჯგუფიდან) IT კომპანია - D-tech-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. მას კვანტურ გამოთვლებსა და მანქანათმცოდნეობასთან დაკავშირებული კვლევა დაუფინანსდა.

"დავით ჯანეზაშვილთან თანამშრომლობის დაწყებით მოხარულნი ვართ. იგი კვლევის პროცესში კვანტურ გამოთვლებს იყენებს, რაც მის პროექტს ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოს ხდის. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი სამეცნიერო საქმიანობას საერთაშორისო პროექტ - KM3NeT-ის ფარგლებში ეწევა, რაც ამ პროექტს განსაკუთრებულად ფასეულს ხდის. წარმატების შემთხვევაში, ჯანეზაშვილის კვლევა მსოფლიო მეცნიერების განვითარებაში უდიდეს წვლილს შეიტანს. ჩვენ მას კვლევის მიზნების ასრულებას ვუსურვებთ",- აღნიშნა D-tech-ის IT დირექტორმა, ლიანა ბერბერაშვილმა.

KM3NeT კვლევითი ინფრასტრუქტურაა, რომელიც მომავალი თაობის ნეიტრონულ ტელესკოპებს მოიცავს. მისი დასრულების შემდეგ, ტელესკოპების სისტემა ნეიტრონების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობის დეტექტორი იქნება და მისი მოცულობა მეგატონიდან რამდენიმე კუბურ კილომეტრამდე იქნება. ხმელთაშუა ზღვის ყველაზე ღრმა წყლებში განთავსებული KM3NeT ჩვენს სამყაროში არამარტო ახალ ფანჯარას გახსნის, არამედ მნიშვნელოვან დახმარებას გაგვიწევს ნეიტრონების არამატერიალური თვისებების შესწავლაშიც.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში IT კომპანია D-tech-ი 3 ტიპის აუცილებელ რესურსს გამოყოფს:

  • ერთი წლის განმავლობაში 1000 ლარიანი ყოველთვიური სტიპენდია
  • Amazon Braket TN1-ზე 72 საათიანი წვდომა
  • arXiv-ის რესურსებზე სტატიების რედაქტირების, სტილისტიკისა და გამოქვეყნების მხარდაჭერა.

"ამ დროისთვის ჩვენ ორი განცხადება მივიღეთ, რომელთაგან ერთ-ერთი უკვე გამარჯვებული გახდა. მეორე ეხება მანქანათმცოდნეობის სწავლების ალგორითმების გამოყენებას სოფლის მეურნეობაში. მას შემდეგ, რაც ექსპერტები პროექტს საბოლოო შეფასებას მისცემენ, მეორე გამარჯვებულსაც მალევე გამოვაცხადებთ. აქვე შეგახსენებთ, რომ მზად ვართ 2021 წლის ბოლომდე კიდევ 9 გრანტი გამოვყოთ (პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ioli.digital პროექტის საიტს). მადლობას ვუხდი პროფესორ რევაზ შანიძეს, ხოლო მკვლევარ დავით ჯანეზაშვილს ვულოცავ D-tech-ის კვლევით საგრანტო კონკურსში გამარჯვებას"- აღნიშნა ioli.digital-ის პროექტის მენეჯერმა და Relocater-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სტანისლავ საბანოვმა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

რას გვასწავლის მეი მასკი?

"დაისახეთ მიზანი - ახლავე!"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია