📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

''პორშე ცენტრი თბილისის'' ახალი შოურუმის მშენებლობა დაიწყო

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: პორშე ცენტრი თბილისი

„პორშე ცენტრი თბილისში" შოურუმის რეკონსტრუქცია და სერვისცენტრის მშენებლობა დაიწყო. პრემიუმ ბრენდი მომხმარებელს უფრო კომფორტულ გარემოში, ახალი შეთავაზებებით მოემსახურება.

განახლებული სივრცე სრულად პორშეს თანამედროვე, უახლესი სტანდარტით მოეწყობა. შოურუმი გაფართოვდება და ავტომობილების ახალ სამოდელო რიგთან ერთად, მომხმარებელს აქსესუარების ფართო სპექტრს შესთავაზებს. ადგილზე იქნება შესაძლებელი ავტომანქანის სალონისათვის სასურველი მასალის შერჩევაც.

მეტი კომფორტისათვის შოურუმი და სერვისცენტრი ერთ სივრცეში განთავსდება. "პორშეს" მაღალკვალიფიციური მექანიკოსები, ახალ სერვისცენტრში ერთდროულად უფრო მეტი მომხმარებლის მომსახურებას შეძლებენ.

„პორშე ცენტრი თბილისი" 10 წელია ქართულ ბაზარზე საქმიანობს. მომხმარებელს გერმანული ბრენდის სტანდარტების შესაბამის მომსახურებას ვთავაზობთ. პორშეს სულისკვეთებიდან გამომდინარე, ჩვენც მუდმივად ვზრუნავთ განვითარებაზე და გვინდა, რომ ავტომობილის შეძენა კიდევ უფრო საინტერესო და სასიამოვნო გამოცდილება გახდეს. მიხარია, რომ ჩვენი ახალი შოურუმი მოგვცემს საშუალებას ქართველ მომხმარებელს ბრენდი სრულყოფილად წარვუდგინოთ", - პეტრე წაქაძე, Tegeta Premium Vehicles-ის დირექტორი.

სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე თვეში, 2022 წლის ივნისში დასრულდება. მანამდე კი „პორშე ცენტრი თბილისი" მომხმარებელს თეგეტა ჰოლდინგის ცენტრალური ფილიალის პირველ სართულზე ელოდება.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან