📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

BCA – ინოვაცია ჯანსაღი ცხოვრების ინდუსტრიაში როგორ ვაქციოთ წონის კლება სასიამოვნო პროცესად?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: ალექსეი სეროვი

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუ „შარქ თენქ საქართველო" სულ ახლახან გამოჩნდა საქართველოს პირველ არხზე და ადგილობრივ სატელევიზიო სივრცეში სტარტაპებითა და ბიზნესით დაინტერესებული ადამიანებისთვის ფულადი და ინტელექტუალური ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობა შექმნა. ამ შოუს არსებობის მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში, უკვე 250 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში. 2001 წელს, იაპონიაში „ფულის ვეფხვების" სახელით დაარსებული პროექტის მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ინვესტორები ისმენენ ანტრეპრენერების პრეზენტაციებს, სვამენ მათთვის საინტერესო შეკითხვებს და პროექტის მოწონების შემთხვევაში, კომპანიის გარკვეული წილის სანაცვლოდ, კონკრეტულ თანხას სთავაზობენ კონკურსანტებს. ამ პროექტმა უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავ ადამიანს დაუჭირა მხარი, გამხდარიყვნენ მეწარმეები ან გაეფართოებინათ არსებული ბიზნესი. ეს შესაძლებლობა და გლობალურ ბაზარზე გასვლის პოტენციალი კი ქართველ ანტრეპრენერებს 2021 წლიდან მიეცემათ.

აღსანიშნავია, რომ „შარქ თენქ საქართველოს" გენერალური სპონსორია ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი Visa − ქსელი, რომელიც აერთიანებს ყველას და ყველაფერს, რომელიც პროექტში გამარჯვებულებს თავიანთი ბიზნესის ეფექტურად მართვისა და გამარტივების მიზნით, სთავაზობს Visa-ს ინოვაციური პროდუქტების გამოყენების შესაძლებლობას. Visa-ს სტრატეგიის პრიორიტეტებს შორის ბიზნესისა და ეკონომიკის ხელშეწყობა უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს − როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ დონეზე. მცირე და საშუალო ბიზნესი, ეკონომიკის მამოძრავებელ ძალასა და მსოფლიო მასშტაბით დამსაქმებელთა უდიდეს ნაწილს წარმოადგენს. Visa-ს როლი ბიზნეს-ეკოსისტემის განვითარებაში განსაკუთრებულია, რაც გამოიხატება ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული არაერთი ინოვაციური პროდუქტის შეთავაზებასა და მათთვის პარტნიორობის ფორმატში განხორციელებული ინიციატივებით. სწორედ ასეთ პროექტებს მიეკუთვნება „შარქ თენქ საქართველო" − საქართველოს პირველი არხის გადაცემა, რომელიც ბიზნესმენებსა და ინვესტორებს შორის ღია კომუნიკაციას უზრუნველყოფს. პროექტის მიზანია, ადგილობრივი ბიზნესების ცნობადობის გაზრდა და მათი პროდუქტის პოპულარიზაცია.

პროექტის მეოთხე სატელევიზიო გადაცემის ერთ-ერთი გამარჯვებული გიორგი ვადაჭკორია და ედუარდ მსტოიანი გახდნენ, რომლებმაც „ბისიეი-BCA"-ის განვითარებისთვის მენი ბენიშისგან 90 000 ლარის ინვესტიცია კომპანიის 25%-ის სანაცვლოდ მოიპოვეს.

„ბისიეი-BCA" საქართველოში პირველი ფსიქო-ესთეტიკური ცენტრია, რომელიც 2017 წლიდან ფუნქციონირებს და მისი მისიაა, გააუმჯობესოს ადამიანთა როგორც მენტალური, ასევე ფიზიკური მდგომარეობა დარგის პროფესიონალთა ჩართულობითა და საავტორო, ინოვაციური მეთოდის გამოყენებით.

სტარტაპის დამფუძნებლებმა ერთმანეთი პირველ სამსახურში გაიცნეს და როგორც თავად აცხადებენ, საერთო ინტერესი და მიზანიც აღმოაჩინეს: შეემუშავებინათ მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული პროგრამა, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების მიმდევართათვის წონის კლების პროცესს სასიამოვნოს გახდიდა, ყოველგვარი ზედმეტი ფინანსური თუ დროითი რესურსის ხარჯვის გარეშე.

„პროექტში მონაწილეობა სპონტანურად გადავწყვიტეთ, ინვესტორთან ვაწარმოებდით მოლაპარაკებას ზაფხულში. მახსოვს, ხელშეკრულებას ხელს 10 აგვისტოს ვაწერდით და ზუსტად წინა დღეს, შეგვიცვალა პირობები. საბოლოოდ, შეთანხმება ვერ შედგა. სწორედ 10 აგვისტო იყო აპლიკაციის მიღების ბოლო დღე „შარქ თენქზე". სასწრაფოდ ჩავწერეთ ვიდეო, შევავსეთ განაცხადი და გავგზავნეთ", − აცხადებს გიორგი ვადაჭკორია.

სპონტანური გადაწყვეტილება წარმატების მომტანი აღმოჩნდა გუნდისთვის: სტარტაპის თანადამფუძნებელმა Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნა, რომ „შარქმა" მენი ბენიშმა, დაინახა პროექტისა და გუნდის პოტენციალი. პროექტის, რომელიც ერთ-ერთი მზარდი მნიშვნელობის მიმართულებას − ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ეხება. დღეის მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით 2 მილიარდზე მეტი ადამიანი ცდილობს, ებრძოლოს ჭარბ წონას და მსგავსი ინოვაციური მიდგომების გამოყენება მათ ძალისხმევას მნიშვნელოვნად გაამარტივებდა.

მენის გამოცდილება ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის, ჩვენს იდეებს სწორ გზას უძებნის და გვეუბნება, რატომ იქნება ესა თუ ის იდეა შედეგიანი ან პირიქით − წინასწარ ხედავს, როგორი შედეგი შეიძლება მოიტანოს კონკრეტული პროექტის განხორციელებამ. ამასთან, მენის კონტაქტები დაგვეხმარება გლობალური ბაზრის ათვისებაში", − აღნიშნავენ „ბისიეი-BCA"-ში.

სტარტაპს 4-წლიანი გამოცდილების ფარგლებში უამრავი გამოწვევა ჰქონდა, მათ შორის პანდემია, თუმცა გუნდმა, საერთო მუშაობით, ტრანსფორმაცია განიცადა და გამოწვევები დიდ შესაძლებლობად აქცია. მათ საქართველოს ფარგლებს გარეთ აამოქმედეს დისტანციური სერვისი, რამაც გაყიდვები 3-ჯერ გაზარდა.

„შარქ თენქ საქართველო" კი, როგორც გიორგი ვადაჭკორია განმარტავს, საუკეთესო პროექტია ბიზნესის კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის და ეს არ გულისხმობს მხოლოდ ფულად ინვესტიციას − პარტნიორის სახით იძენ უდიდეს ინტელექტუალურ რესურსს, რომელსაც შენი საქმის განვითარებაში უაღრესად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, პროექტში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ორ მეგობარს − გიორგისა და ედუარდს, სურთ, მთლიანად აითვისონ ჯანსაღი ცხოვრების ინდუსტრია საქართველოში, გაიტანონ პროდუქტი ქვეყნის ფარგლებს გარეთ და გაზარდონ იმ ადამიანთა რაოდენობა, ვისაც ცხოვრება, სტარტაპის დახმარებით, ბევრად გაუმარტივდება.

„გვინდა ჯანსაღი ცხოვრების ინდუსტრია საქართველოში მთლიანად ავითვისოთ, შევეხოთ ჯანსაღ კვებას, ვარჯიშს, ნელ-ნელა ჩვენი მომსახურება გავაფართოოთ და გავფრინდეთ გლობალური ბაზრისკენ, სწორედ იმ აპლიკაციის დახმარებით, რომელიც დანარჩენი შარქებისთვის უცნობი და საფრთხილო აღმოჩნდა", − აცხადებს გიორგი ვადაჭკორია.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე