📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ევროკავშირმა და GIZ-მა, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობით, სამშენებლო მასალების სფეროში პირველი B2B ღონისძიება გამართეს ბიზნესკავშირების გამყარებისა და ეკონომიკური გაძლიერების B2B შეხვედრამ 60-მდე ბიზნეს წარმომადგენელს ერთმანეთთან პარტნიორობების დამყარების შესაძლებლობა მისცა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Sebastian Canaud

ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებულმა პროექტმა, „კლასტერები განვითარებისთვის" (Clusters4Development), USAID-ის ეკონომიკური უსაფრთოების პროგრამასთან ერთად, ქართული სამშენებლო მასალების პირველ B2B (ბიზნესი ბიზნესისთვის) შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრას HoReCa-ს (სასტუმრო, სარესტორნო და საკვები მიმართულების ბიზნესები), ინტერიერის დიზაინის, არქიტექტურის, სამშენებლო და საფინანსო მიმართულების 60-მდე წამყვანი კომპანია დაესწრო. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ბიზნესის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება.

„EU4Business ინიციატივის მთავარ მიზანს წარმოადგენს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარება. მოხარულნი ვართ, რომ დღევანდელი ღონისძიებით, ჩვენ მსგავს სფეროებში მოღვაწე ისეთ კომპანიებს ვაკავშირებთ, რომლებსაც პოტენციურად ერთმანეთთან თანამშრომლობა შეუძლიათ. გვჯერა, რომ ძალების გაერთიანება საშუალებას მოგვცემს გავაძლიეროთ პარტნიორობა და შევქმნათ უნიკალური შესაძლებლობები, რათა ადგილობრივი ეკონომიკა ეტაპობრივად განვითარდეს." – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ეკონომიკური განვითარებისა და ბაზრის შესაძლებლობების გუნდის ხელმძღვანელმა დომინიკ პაპენჰეიმმა.

„USAID ხელს უწყობს საქართველოს დინამიკური მსუბუქი მრეწველობის განვითარებას, რაც უზრუნველყოფს ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით. სამშენებლო მასალების მრეწველობა ამის მნიშვნელოვანი მაგალითია - სექტორს აქვს პოტენციალი შექმნას ადგილობრივი წარმოების პროდუქცია და დამატებითი სამუშაო ადგილები. USAID მოხარულია, რომ ამ მზარდ ინდუსტრიას მხარს უჭერს სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მათ შორის ევროკავშირთან და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან ერთად". - USAID/საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი.

ქართული სამშენებლო მასალების კლასტერი (GCMC) ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის Clusters4Development-ის მიერ არის ინიცირებული. აღნიშნული პროექტი ხორციელდება GIZ-ის მიერ. პროექტი ხელს უწყობს და მხარს უჭერს ბიზნესკლასტერების განვითარებას, სამკერვალო ინდუსტრიის, სამშენებლო მასალებისა და ტურიზმის სფეროში. გარდა ამისა, კლასტერებისა და ბიზნესგარემოსთვის უკეთესი ინსტიტუციონალური ჩარჩოს ჩამოყალიბების მიზნით პროექტი თანამშრომლობს სამთავრობო უწყებებთან.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან