You can be on Entrepreneur’s cover!

GAGA FRANI - გაგა ჩიხლაძის ახდენილი ანტრეპრენერული ოცნება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

სტარტაპერებისათვის ფულადი და ინტელექტუალური ინვესტიციის ხელმისაწვდომობის ასამაღლებლად, საქართველოს პირველ არხზე,პირველად ქართულ სატელევიზიო სივრცეში, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუ − "შარქ თენქ საქართველო" გამოჩნდა. ამ შოუს არსებობის მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში, უკვე 250 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა მსოფლიოს 40-ზე მეტ სხვადასხვა ქვეყანაში. შოუ პირველად 2001 წელს იაპონიაში "ფულის ვეფხვების" სახელით დაარსდა. "შარქ თენქში" მონაწილე ანტრეპრენერები "შარქების", ანუ ერთგვარი ჟიურის წევრების წინაშე წარადგენენ თავიანთ სტარტაპებს, არწმუნებენ ინვესტორებს ამ იდეის პერსპექტიულობაში, პასუხობენ შეკითხვებს და პროექტის მოწონების შემთხვევაში, კომპანიის გარკვეული წილის სანაცვლოდ, კონკრეტულ თანხასა და ინტელექტუალურ მხარდაჭერას იღებენ. ამ პროექტმა უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი საკუთარი ბიზნესის მფლობელი და მეწარმე გახადა. 2021 წლიდან ამის შესაძლებლობა უკვე ქართველ ანტრეპრენერებსაც მიეცათ. პირველი სეზონის წარმატებულად დასრულების შემდეგ, ქართველი ინოვატორებისთვის მეორე სეზონისთვის მიღება უკვე დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ საკუთარი ანტრეპრენერული იდეების რეალიზება.

აღსანიშნავია, რომ "შარქ თენქ საქართველოს" გენერალური სპონსორია ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი Visa − ქსელი, რომელიც აერთიანებს ყველას და ყველაფერს, რომელიც პროექტში გამარჯვებულებს თავიანთი ბიზნესის ეფექტურად მართვისა და გამარტივების მიზნით, სთავაზობს Visa-ს ინოვაციური პროდუქტების გამოყენების შესაძლებლობას. Visa-ს სტრატეგიის პრიორიტეტებს შორის ბიზნესისა და ეკონომიკის ხელშეწყობა უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს − როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ დონეზე. მცირე და საშუალო ბიზნესი ეკონომიკის მამოძრავებელ ძალასა და მსოფლიო მასშტაბით დამსაქმებელთა უდიდეს ნაწილს წარმოადგენს. Visa-ს როლი ბიზნეს-ეკოსისტემის განვითარებაში განსაკუთრებულია, რაც გამოიხატება ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული არაერთი ინოვაციური პროდუქტის შეთავაზებასა და მათთვის პარტნიორობის ფორმატში განხორციელებული ინიციატივებით. სწორედ ასეთ პროექტებს მიეკუთვნება "შარქ თენქ საქართველო" − პირველი არხის გადაცემა, რომელიც ბიზნესმენებსა და ინვესტორებს შორის ღია კომუნიკაციას უზრუნველყოფს. პროექტის მიზანია ადგილობრივი ბიზნესების ცნობადობის გაზრდა და მათი პროდუქტის პოპულარიზაცია.

"შარქ თენქ საქართველოს" პირველი სეზონის ბოლო მონაწილე გაგა ჩიხლაძე გახლდათ, რომელმაც ფირფიტის ჩასაწერად დაჩი ჭოლაძისგან 30 000 ლარის ინვესტიცია 30%-ის სანაცვლოდ მიიღო.

გაგა ჩიხლაძე კარგად არის ცნობილი ქართული საზოგადოებისთვის მას შემდეგ, რაც 2005 წლის 25 დეკემბერს მუსიკალური ჯგუფი "ფრანი" დაფუძნდა, რომელმაც ახალი სიტყვა თქვა ქართული მუსიკის ინდუსტრიაში. "შარქ თენქ საქართველოს" ფარგლებში გაგა მაყურებელმა განსხვავებულ ამპლუაში იხილა, თუმცა როგორც მუსიკოსი ამბობს, საკუთარ პროფესიას მაინც არ სცდება და მუსიკალურ ოცნებას ანტრეპრენერობაში განახორციელებს:"როდესაც 15 წელია სცენაზე დგახარ, უკვე გარკვეული პროფესიული წონა გაქვს, რომელსაც მაყურებელი აფასებს. წელს, პანდემიის პერიოდში, როცა რეგულაციების გამო კონცერტები არ ტარდებოდა, მოშორებით ვიქირავე სახლი და გადავწყვიტე, ჩავკეტილიყავი, ვიდრე არ ჩავწერდი ალბომს. ჩემი მელომანური ნაბიჯები ფირფიტით დაიწყო − პირველი მუსიკალური ჯგუფები, რომელსაც ვუსმენდი, სწორედ ფირფიტაზე იყო ჩაწერილი. აქედან გამომდინარე, ყოველთვის ვოცნებობდი საკუთარი ფირფიტა გამომეშვა იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც მუსიკის ამ ფორმატით მოსმენა განსაკუთრებულ ემოციებთან არის დაკავშირებული", − აცხადებს გაგა ჩიხლაძე.

"შარქ თენქ საქართველოს" შოუში გამოსვლამდე მუსიკოსს უკვე შექმნილი ჰქონდა ალბომი იმ სიმღერებით, რომელიც სოლისტის თქმით, მისი შინაგანი სამყაროს დღიურის ნაწილებია. ერთადერთი ნაბიჯიღა რჩებოდა ოცნების ასასრულებლად და ეს ფირფიტის დაბეჭდვა იყო, რაც საქართველოში არ არის შესაძლებელი. აქამდე განხორციელებული მოლაპარაკებების შესაბამისად, მუსიკოსი ფირფიტების დაბეჭდვას გერმანიაში ან საფრანგეთში გეგმავს და ამაში გადაცემაში მოპოვებული ინვესტიცია დაეხმარება.

"ეს სიმღერები ჩემი შინაგანი სამყაროს დღიურის ნაწილებია და მიჭირს შეფასება, თუმცა თუ ბიზნესის კუთხით შევხედავთ, 600 ეგზემპლარიდან, რომელშიც თითოეულის საბაზრო ღირებულება 80-100 ლარამდეა, 70% იქნება ინვესტორის, ხოლო 30% − ჩემი", − ამბობდა გაგა. თავდაპირველად, გაგა ჩიხლაძემ შარქებს პროექტის 70% შესთავაზა, თუმცა განსაკუთრებული შთაბეჭდილებით განმსჭვალულმა დაჩი ჭოლაძემ შეთანხმება შემდეგნაირად გადაანაწილა: ინვესტორმა 30% დაიტოვა, მეტი წილი − 70% კი მუსიკოსს შესთავაზა.

რაც შეეხება დასახულ გეგმებს, გაგა ინვესტორთან ერთად სამომავლოდ ტირაჟის გაზრდას აპირებს. როგორც მუსიკოსი აცხადებს, სიმღერები, რომელსაც მაყურებელი ალბომში მოისმენს, სოლისტის სხვადასხვა პერიოდსა და განწყობას მოიცავს − ყველა გულწრფელ ემოციასა და სათქმელს. შარქის მიერ გაცემული ინვესტიციაც სწორედ ასე შეაფასა გაგა ჩიხლაძემ: "გამიხარდა როგორც ჩანს, გულწრფელობას აფასებენ ადამიანები და რაც მინდოდა სულითა და გულით გადმომეცა, ზუსტად ვიცი, რომ იგრძნეს. კეთილი საქმეა, რაც მოხდა". დაჩი ჭოლაძის, როგორც ინვესტორის, ხედვა კი "გაგა ფრანის" − ერთ-ერთი პოპულარული მუსიკალური მიმდინარეობის ჩამომყალიბებლის, მასშტაბირება გახლდათ. მუსიკოსს დაჩი ჭოლაძემ ასეთი რამ შესთავაზა: "ჩავაბრუნოთ ინვესტიცია და ტირაჟი ვზარდოთ, ვიდრე შენი ფირფიტა ყველას არ ექნება შინ".

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი