You can be on Entrepreneur’s cover!

თოიო - ხის უნიკალური სათამაშოები ბავშვის განვითარებისთვის 50 000 ლარი ილია წულაიასგან 50%-ის სანაცვლოდ

By ელენე ლომსაძე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს პირველი არხი სტარტაპერებს ფულადი და ინტელექტუალური ინვესტიციის მოპოვების შესაძლებლობას მეორედ შესთავაზებს. 20 აპრილს, 4 Emmy Awards-ის მფლობელი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეალითი შოუს – „Shark Tank საქართველოს" მეორე სეზონი დაიწყო. აღსანიშნავია, რომ შოუ პირველად 2001 წელს იაპონიაში „ფულის ვეფხვების" სახელით დაარსდა. „შარქ თენქში" მონაწილე ანტრეპრენერები „შარქების", ანუ ერთგვარი ჟიურის წევრების წინაშე წარადგენენ თავიანთ სტარტაპებს, არწმუნებენ ინვესტორებს ამ ბიზნესის პერსპექტიულობაში, პასუხობენ შეკითხვებს და პროექტის მოწონების შემთხვევაში, კომპანიის გარკვეული წილის სანაცვლოდ, კონკრეტულ თანხასა და ინტელექტუალურ მხარდაჭერას იღებენ. ამ პროექტმა უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი საკუთარი ბიზნესის მფლობელად და მეწარმედ აქცია, ხოლო საქართველოში 2021 წლიდან 46 მონაწილე დამწყებ ბიზნესს შორის, ინვესტორების დაფინანსება 14-მა რჩეულმა მოიპოვა. „შარქ თენქ საქართველოს" პირველი სეზონის ფარგლებში 1.5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია გაიცა.

„შარქ თენქ საქართველოს" გენერალური სპონსორია Visa − ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი, რომელიც ქართული ბიზნესის ერთგული მხარდამჭერია. Visa-ს როლი ბიზნესეკოსისტემის განვითარებაში განსაკუთრებულია, რაც გულისხმობს ინოვაციური პროდუქტებისა და ტექნოლოგიების დანერგვას, პარტნიორობების ფორმატში განხორციელებულ არაერთ პროექტსა თუ ინიციატივას. სწორედ ასეთ პროექტებს მიეკუთვნება „შარქ თენქ საქართველო" − გადაცემა, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერის საშუალებით, ბიზნესმენებსა და ინვესტორებს ერთმანეთთან აკავშირებს, ამარტივებს მათ შორის კომუნიკაციას, ზრდის როგორც ადგილობრივი ბიზნესების ცნობადობას, ასევე პროდუქტების გლობალურ ბაზარზე გატანის შესაძლებლობას.

„შარქ თენქ საქართველოს" მეორე სეზონის ერთ-ერთი გამარჯვებული სტარტაპი „თოიო" და მისი დამფუძნებლები − ანუკი თევდორაძე და გიორგი გიგინეიშვილი გახდნენ. სტარტაპერებმა „თოიოს" განვითარებისთვის ილია წულაიასგან 50 000 ლარის ინვესტიცია კომპანიის 50%-ის სანაცვლოდ მოიზიდეს. იდეა გაჩნდა პანდემიის დროს. ჩვენ გვაქვს კომპანია, რომელიც ორგანიზებუწევს ღონისძიებებს. პანდემიის დროს შეგვეზღუდა საქმიანობა და ვეძებდით სფეროს, თუ სად შეიძლებოდა გვეპოვა საკუთარი თავი, დაგვედგინა, რისი საჭიროება იყო ბაზარზე და სწორედ ასე მივაგენით ხის სათამაშოებს. იმ დროისთვის ნამდვილად იყო განსხვავებული დიზაინის საინტერესო სათამაშოების ნაკლებობა და გადავწყვიტეთ ამ ვითარების გამოსწორება", − Entrepreneur-თან საუბარში აცხადებს „თოიოს" თანადამფუძნებელი, ანუკი თევდორაძე.

ბაზარზე გამოჩენიდან 1 წლის თავზე, „თოიოს" უკვე ჰყავს ერთგული მომხმარებლები, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ თავიანთი პატარების სწორ განვითარებაზე. მომხმარებელთა შორის მეტწილად არიან მშობლები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ხარისხი და სათამაშოს ფუნქციურობა. „თოიოს" ხის სათამაშოები ბავშვების განვითარებაზეა ორიენტირებული და ამ მხრივ, ფართო საზოგადოებაში განსაკუთრებულ ღირებულებას ქმნის. ჩვენ შემუშავებული გვაქვს სათამაშოებ 0 თვიდან, რომლებიც ორიენტირებულია სხვადასხვა მნიშვნელოვანი უნარის განვითარებაზე, როგორიცაა: წვრილი მოტორიკა, ფანტაზია, ლოგიკური აზროვნება და სხვ. ეს ნამდვილად გამოგვარჩევს სხვა კომპანიებისგან. ასევე გვაქვს სათამაშოები, რომლებსაც ანალოგი არ გააჩნია ქართულ ბაზარზე და ამ სათამაშოების შეძენა მხოლოდ ჩვენთან არის შესაძლებელი. ხშირად ვუსვამთ ხაზს, რომ გვაქვს სათამაშოები 0 თვიდან, რადგანაც 0-იდან 1 წლამდე სათამაშოებში არ ვიყენებთ საღებავებს და ვამუშავებთ მხოლოდ ზეითუნის ზეთით, რაც ასევე უნიკალური შემთხვევაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო ბაზარზეც", − განმარტავს ანუკი თევდორაძე.

რაც შეეხება „შარქ თენქში" გამოსვლის ძირითად მიზანსა და მოლოდინს, სტარტაპერებისთვის მთავარი მოტივაცია გლობალური მიზნებისკენ მიმავალ გზაზე სანდო პარტნიორისა და ინვესტორის მოძიება გახლდათ. როგორც აღნიშნე, 1 წელია რაც გამოვჩნდით და საკმაოდ მოკლე დროში მოვიპოვეთ დიდი პოპულარობა, შესაბამისად გაგვეზარდა მოთხოვნა, რის დაკმაყოფილებასაც ჩვენი რესურსებით ვერ ვახერხებდით. გარდა ამისა, გვაქვს გლობალური მიზნები, რომელსაც შარქების" მსგავსი პარტნიორის გვერდით დგომით უფრო სწრაფად მივაღწევდით. დარწმუნებულები ვიყავით, რომ მივიქცევდით მათ ყურადღებას და ჩვენი ბრენდით დაინტერესდებოდნენ. ვფიქრობთ, ილიამ სწორად შეგვარჩია და მასთან ურთიერთობის დაწყება ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარება და კომპანიის განვითარებაზე ორიენტირებული სწორი, მიზანმიმართული მოქმედებები", − აღნიშნავს ანუკი თევდორაძე. „თოიოს" დამფუძნებლები მოზიდულ ინვესტიციას გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებაში, სწრაფ ზრდასა და განვითარებაში გამოიყენებენ.

სტარტაპერების სამომავლო გეგმები „შარქ თენქში" გამოსვლის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა. უახლოეს მომავალში აპირებენ, სრულად აითვისონ სამიზნე სეგმენტი ქართულ ბაზარზე და გავიდნენ ექსპორტზე. ამასთან, გეგმავენ დაამატონ ისეთი განსხვავებული სათამაშოები, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი ქართულ ბაზარზე და ამით, შეინარჩუნონ უნიკალურობა.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.