''ბალიში'' - დასასვენებელი კუთხე ყველგან, სადაც დროის გატარება გიწევთ

70 000 ლარი "შარქებისგან" 40%-ის სანაცვლოდ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს პირველი არხი სტარტაპერებს ფულადი და ინტელექტუალური ინვესტიციის მოპოვების შესაძლებლობას მეორედ შესთავაზებს. 20 აპრილს 4 Emmy Awards-ის მფლობელი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეალითი შოუს – „Shark Tank საქართველოს" მეორე სეზონი დაიწყო. აღსანიშნავია, რომ შოუ პირველად 2001 წელს იაპონიაში „ფულის ვეფხვების" სახელით დაარსდა. „შარქ თენქში" მონაწილე ანტრეპრენერები „შარქების", ანუ ერთგვარი ჟიურის წევრების წინაშე წარადგენენ თავიანთ სტარტაპებს, არწმუნებენ ინვესტორებს ამ ბიზნესის პერსპექტიულობაში, პასუხობენ შეკითხვებს და პროექტის მოწონების შემთხვევაში, კომპანიის გარკვეული წილის სანაცვლოდ, კონკრეტულ თანხასა და ინტელექტუალურ მხარდაჭერას იღებენ. ამ პროექტმა უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი საკუთარი ბიზნესის მფლობელად და მეწარმედ აქცია, ხოლო საქართველოში 2021 წლიდან 46 მონაწილე დამწყებ ბიზნესს შორის, ინვესტორების დაფინანსება 14-მა რჩეულმა მოიპოვა. „შარქ თენქ საქართველოს" პირველი სეზონის ფარგლებში 1.5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია გაიცა.

„შარქ თენქ საქართველოს" გენერალური სპონსორია Visa − ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი, რომელიც ქართული ბიზნესის ერთგული მხარდამჭერია. Visa-ს როლი ბიზნეს-ეკოსისტემის განვითარებაში განსაკუთრებულია, რაც გულისხმობს ინოვაციური პროდუქტებისა და ტექნოლოგიების დანერგვას, პარტნიორობების ფორმატში განხორციელებულ არაერთ პროექტსა თუ ინიციატივას. სწორედ ასეთ პროექტებს მიეკუთვნება „შარქ თენქ საქართველო" − გადაცემა, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერის საშუალებით, ბიზნესმენებსა და ინვესტორებს ერთმანეთთან აკავშირებს, ამარტივებს მათ შორის კომუნიკაციას, ზრდის როგორც ადგილობრივი ბიზნესების ცნობადობას, ასევე პროდუქტების გლობალურ ბაზარზე გატანის შესაძლებლობას.

„შარქ თენქ საქართველოს" მეორე სეზონის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა სტარტაპი „ბალიში" და მისი თანადამფუძნებლები − ანა და თათა გიგანები. სტარტაპერებმა „ბალიშის" განვითარებისთვის ოთხივე ინვესტორისგან 70 000 ლარის დაფინანსება კომპანიის 40%-ის სანაცვლოდ მოიპოვეს.

„ბალიში" არის ფუმფულა და ხარისხიანი რბილი ავეჯი, რომელიც დამზადებულია საქართველოში. „ბალიშის" შექმნის იდეა გაჩნდა დამღლელი დღის შემდეგ, როცა უბრალოდ დასვენება გვჭირდებოდა. გვსურდა შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც გადატვირთულ ადამიანს მისცემდა მოსვენების საშუალებას. კარგად გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია პროდუქტიულობისთვის ხარისხიანი დასვენება, სამუშაო კვირაში კი ძნელია გამოყო დრო განსატვირთად. ჩვენი მიზანი იყო „ბალიშს" სირბილე შეეტანა ადამიანების ცხოვრებაში, მათ სახლებში, ოფისებში და ყველგან, სადაც მოდუნება გვჭირდება", − Entrepreneur-თან საუბარში აცხადებს ანა გიგანი.

დამფუძნებლების განმარტებით, თავდაპირველად საკმაოდ რთული იყო მომხმარებლის მოზიდვა, რადგან არ იცნობდნენ პროდუქტსა და მის კონცეფციას − სწორედ ეს იყო სტარტაპერებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა. აქედან გამომდინარე, ნდობის ჩამოყალიბებას დრო დასჭირდა. „ბალიშის" გაყიდვა თავდაპირველად მხოლოდ ვებგვერდის მეშვეობით ხორციელდებოდა, დაინტერესებულ პირებს არ ჰქონდათ საშუალება, პირადად ენახათ პროდუქტი, რაც დიდი ბარიერი იყო საწყის ეტაპზე. ეჭვის თვალით უყურებდნენ „ბალიშს". ეს დამოკიდებულება მოდუნების საშუალებას არ გვაძლევდა, გვესმოდა, რომ შეცდომების დაშვების უფლება იმ დროს არ გვქონდა, ჩვენი ყოველი „ბალიში" სავიზიტო ბარათი უნდა ყოფილიყო. ყურადღებას ვაქცევდით უმცირეს დეტალებსაც. მაშინ ცოდნა და გამოცდილება ნაკლები გვქონდა და ამიტომ ყოველი დაბრკოლება აღმოჩენასავით იყო ჩვენთვის. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჩვენი პროდუქტის უჩვეულობამ და ადამიანების უნდობლობამ მოგვცა საშუალება, კარგად გაგვეაზრებინა რას ვაკეთებდით და რატომ. გვერწმუნა „ბალიშის" შესაძლებლობების, მეტი გვემუშავა საკუთარ თავზე, დაგვემტკიცებინა, რომ „ბალიში" ნამდვილად არის ის, რაც საჭიროა. რამდენიმე წლის წინ მტკივნეულად ვიღებდით ახალ გადაწყვეტილებებს, ცოტა ეჭვიც გვეპარებოდა, დღეს კი მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ ზრდისა და გაუმჯობესებისთვის", − აღნიშნავს ანა გიგანი.

„ბალიში" არის მეტად კომფორტული ავეჯი, ვინაიდან პროდუქტი ზუსტად იმეორებს სხეულის ფორმასა და კუნთებს. ამასთან, ნერვულ სისტემას მოდუნების საშუალებას აძლევს. დრო იმდენადაა აჩქარებული, რომ ადამიანებს ავიწყდებათ ფაქტი, რომ ჩვენს სხეულსაც აქვს ლიმიტი და სჭირდება ძალების აღდგენა − არა მარტო ძილის დროს, არამედ დღის განმავლობაშიც. „ბალიში" გეხმარებათ თქვენი წილი სიმშვიდის კუთხე მოიწყოთ ყველგან, სადაც დროის გატარება გიწევთ. „კარგად ვიცნობთ მსგავსი ტიპის პენოპლასტის ბურთებით გავსებულ ავეჯ, რომელიც საშინელი მოსავლელია, მარტივად ჯდება" და ხელახლა გავსების შემდეგ ტოვებს დიდი რაოდენობით ნარჩენს, ნაგავს. ს პროდუქტი შეიძლება ჩვენს კონკურენტად მოვიაზოთ. ფორმა თითქოს ერთნაირია, მაგრამ ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ბალიშის" გასავსებად ვიყენებთ ავეჯის ღრუბელს", რომელიც ქარხნის ნარჩენია. მ ამბით ძალიან ვამაყობთ. წინა წელს 5 ტონა ღრუბელი" გავხარჯეთ, რომელიც ნაგავსაყრელზე არ მოხვდება და რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან გამოადგება ჩვენს მომხმარებელს. ალიშს" არ სჭირდება სისტემატურად ღრუბლის" დამატება (ჯერჯერობით არ გვყოლია კლიენტი, რომლის ბალიშმაც" შევსება მოითხოვა დროთა განმავლობაში), ზედაპირი ეხსნება და ირეცხება მარტივად. შეგვიძლია მოგაწვდინოთ საქართველოს ნებისმიერ რეგიონში და პასუხი ვაგოთ ყველანაირ შეცდომაზე, გამოვასწოროთ და არ დაგტოვოთ უკმაყოფილო", − განმარტავს დამფუძნებელი.

„შარქ თენქში" მონაწილეობის მიღება სტარტაპერებმა სამომავლო ცვლილებებისთვის გადაწყვიტეს. დამფუძნებლებს სურდათ, უფრო სწრაფად და ეფექტურად დაეწყოთ ზრდა და განვითარება, გადაცემა კი ამ გეგმის განსახორციელებლად საუკეთესო გზა იყო. მოპოვებულ ინვესტიციას მცირე ბიზნესის გაზრდისთვის გამოიყენებენ და შეეცდებიან ჩამოაყალიბონ ძლიერი კომპანია, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება მსოფლიო მასშტაბით. გარდა ამისა, „ბალიშის" შემქმნელებს მიაჩნიათ, რომ დაფინანსების გარდა, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ის გამოცდილება, რაც „შარქებს" აქვთ. გვაქვს მარტივი" მისია, გავაგებინოთ ყველას ჩვენ შესახებ და გავაცნოთ ჩვენი ურბილესი და უფუმფულესი ბალიში". კვირთ ხოლმე ჩვენს პოდუქტთან შეხვედრამდე, რა შეიძლება იყოს სეთი განსაკუთრებული უზარმაზარ ჩასაწოლ ბალიშში". რთხელ მაინც თუ გადაეყრებით, აუცილებლად შეგიყვარდებათ. ვინდა, პროდუქტი მასიურად შევიტანოთ სამუშაო სივრცეებში, სადაც ყველაზე კარგად აფასებენ დასვენებას; სახლებში, მოსასვენებელ სივრცეებში, სასტუმროებში, კაფეებში მოკლედ ყველგან, სადაც ადამიანს განტვირთვა სჭირდება. ამომავლოდ ვაპირებთ ბალიშის" დიზაინის განვითარებას, გვინდა დავამატოთ ახალი ნატურალური ნაჭრები და დავხვეწოთ დიზაინი", − განმარტავს ანა გიგანი.