You can be on Entrepreneur’s cover!

გიორგი შეშაბერიძემ ''შარქებისგან'' 150 000 ლარის ინვესტიცია მოოიზიდა 150 000 ლარი "შარქებისგან" 25%-ის სანაცვლოდ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს პირველი არხი სტარტაპერებს ფულადი და ინტელექტუალური ინვესტიციის მოპოვების შესაძლებლობას მეორედ შესთავაზებს. 20 აპრილს 4 Emmy Awards-ის მფლობელი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეალითი შოუს – "Shark Tank საქართველოს" მეორე სეზონი დაიწყო. აღსანიშნავია, რომ შოუ პირველად 2001 წელს იაპონიაში "ფულის ვეფხვების" სახელით დაარსდა. "შარქ თენქში" მონაწილე ანტრეპრენერები "შარქების", ანუ ერთგვარი ჟიურის წევრების წინაშე წარადგენენ თავიანთ სტარტაპებს, არწმუნებენ ინვესტორებს ამ ბიზნესის პერსპექტიულობაში, პასუხობენ შეკითხვებს და პროექტის მოწონების შემთხვევაში, კომპანიის გარკვეული წილის სანაცვლოდ, კონკრეტულ თანხასა და ინტელექტუალურ მხარდაჭერას იღებენ. ამ პროექტმა უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი საკუთარი ბიზნესის მფლობელად და მეწარმედ აქცია, ხოლო საქართველოში 2021 წლიდან 46 მონაწილე დამწყებ ბიზნესს შორის, ინვესტორთა დაფინანსება 14-მა რჩეულმა მოიპოვა. "შარქ თენქ საქართველოს" პირველი სეზონის ფარგლებში 1.5 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია გაიცა.

"შარქ თენქ საქართველოს" გენერალური სპონსორია Visa − ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი, რომელიც ქართული ბიზნესის ერთგული მხარდამჭერია. Visa-ს როლი ბიზნეს-ეკოსისტემის განვითარებაში განსაკუთრებულია, რაც გულისხმობს ინოვაციური პროდუქტებისა და ტექნოლოგიების დანერგვას, პარტნიორობების ფორმატში განხორციელებულ არაერთ პროექტსა თუ ინიციატივას. სწორედ ასეთ პროექტებს მიეკუთვნება "შარქ თენქ საქართველო" − გადაცემა, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერის საშუალებით, ბიზნესმენებსა და ინვესტორებს ერთმანეთთან აკავშირებს, ამარტივებს მათ შორის კომუნიკაციას, ზრდის როგორც ადგილობრივი ბიზნესების ცნობადობას, ასევე პროდუქტების გლობალურ ბაზარზე გატანის შესაძლებლობას.

"შარქ თენქ საქართველოს" მეორე სეზონის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა ბრენდი "დორა" და მისი 14 წლის დამფუძნებელი − გიორგი შეშაბერიძე. ანტრეპრენერმა "დორას" განვითარებისთვის ხუთივე ინვესტორისგან 150,000 ლარის დაფინანსება ბიზნესის 25%-ის სანაცვლოდ მოიპოვა.

"კანფეტების წარმოების იდეა დამებადა 2017 წელს 9 წლის ასაკში. ერთ-ერთ საღამოს ტკბილეული მომინდა. შინ არაფერი გვქონდა. მამაჩემმა ძველი რკინის ყალიბში ე.წ. "მამალო " გამიკეთა. მეორე დღეს ეს "მამალო" წავიღე ჩემს ნაცნობ მარკეტში და ჩავაბარე. რამდენიმე წარმატებული გაყიდვის შემდეგ მივხვდი, რომ ეს იყო ის საქმე, რომელსაც უნდა გავყოლოდი. აქედან დაიწყო ჩემი ბიზნესი", − Entrepreneur-თან საუბარში აცხადებს გიორგი შეშაბერიძე.

საკუთარი ხელით დამზადებულ, ნატურალური, ტკბილეულის ბიზნესს "დორა" ჰქვია, გიორგის უმცროსი დის − თეოდორას, სახელი. ამჟამად, ბრენდი 700-მდე მაღაზიაშია წარმოდგენილი და თანამშრომლობს 4 სადისტრიბუციო კომპანიასთან. 14 წლის ანტრეპრენერს ამ ეტაპისთვის დასაქმებული ჰყავს 8 ადამიანი, მათ შორის:

"დორა" აწარმოებს 10-მდე სახეობის ტკბილეულს: ღვინის, გამომშრალი ხილის, ჩურჩხელის, ჟელიბონიანი, მზესუმზირას და ყავის მამალოებს. ახალგაზრდა ანტრეპრენერს როგორც ინდივიდუალური, ასევე კორპორაციული შეკვეთები აქვს. მისი აზრით, მომხმარებლებს "დორაში" ყველაზე მეტად მრავალფეროვანი პროდუქტი მოსწონთ, და ისიც, რომ "დორას" გუნდს ნებისმიერი სირთულის კანფეტის გაკეთება შეუძლია.

რაც შეეხება "შარქ თენქში" მონაწილეობის მიზანს, გიორგი შეშაბერიძეს წარმადობის გაზრდა სურდა, ვინაიდან არსებული რესურსებით საქართველოს ბაზრის სრულად დაკმაყოფილებას ვერ ახერხებს. გარდა ამისა, სურდა, მიეღო ახალი გამოცდილებები დარგის სპეციალისტებისგან და ემუშავა ისეთ პროფესიონალებთან ერთად, როგორებიც არიან შარქები. "მსურდა, მომეძებნა ისეთი ინვესტორი, რომელიც მომცემდა იმ რესურსებსა და კონტაქტებს, ჩემს ბიზნესს რომ განავითარებდა. ჩემი თვითმიზანი სწორედ ეს იყო − მომეძიებინა ინვესტორი, რომელიც გამოცდილებასაც გამიზიარებდა. სხვა შემთხვევაში, ბიზნესსესხს ავიღებდი", − აღნიშნავს ანტრეპრენერი. მოზიდული ინვესტიციით "დორას" დამფუძნებელი დანადგარის შეძენასა და მარკეტინგული აქტივობების გაძლიერებას გეგმავს.

შეკითხვაზე, თუ როგორ წარმოუდგენია მამალოების ბიზნესის განვითარება, გიორგი გვპასუხობს: "ჩემი მიზანი არასდროსაა საბოლოო, რადგან "დორა" იქნება მუდამ მზარდი კომპანია... თუმცა, ახლო მომავალში ვგეგმავ პროდუქციის მეტად დახვეწას, ქართული ბაზრის სრულად ათვისებას. შემდეგი ნაბიჯი იქნება პროდუქტის ექსპორტზე გატანა. ყოველი ჩემი გამარჯვება შობდა ახალ გამოწვევას, რამაც "შარქ თენქამდე" მომიყვანა და იმედია, ეს წარმატება ისევ შობს ახალ გამოწვევას. მოტივაციას მძენს თითოეული ჩემი გადალახული ბარიერი და ყოველი ახალი გამოწვევა".

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინსპირაცია

რას გვასწავლის მეი მასკი?

"დაისახეთ მიზანი - ახლავე!"