''რაც უფრო რთულია ბრძოლა, მით უფრო დიდია ტრიუმფი''

ემსახურო ღირებულების შექმნას ნიშნავს ემსახურო ღვთიური პოტენციალის გამოვლინების ხარისხის ამაღლებას

Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ამა წლის 31 მაისს დააკავეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინვესტიციო ჰოლდინგის დამფუძნებელი, წარმატებული ბიზნესმენი, მეცენატი, სამაგალითო ანტრეპრენერი და ამავდროულად ფილანტროპი - გალიფ ოზთურქი. ბატონი გალიფი 2010 წლიდან აქტიურად ჩაერთო საქართველოს ულამაზესი მხარის, აჭარის ტურისტული და ბიზნეს პოტენციალის პოპულარიზაციის ზრდის საქმეში და თავად უჩვენა მაგალითი ბევრ უცხოელ ინვესტორს თამამი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაში. მაშინ , როდესაც ბათუმში ინვესტიციების სიმძიმის ცენტრად ქალაქის შუაგული ითვლებოდა, კომპანიამ თავისი კაპიტალი იმ დროისათვის ქალაქის გარე უბანში, ხოლო დღეს უკვე ახალი ბულვარის ტერიტორიის განვითარებაში ჩადო, რითაც ხელი შეუწყო ბათუმში ტურისტებისთვის მიმზიდველი ტერიტორიის საზღვრების გაფართოებას.

აჭარის რეგიონში ის ცნობილია როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე პირი, რომლის დევიზს წარმოადგენს "ცხოვრება სულისკვეთებაა - ის ხარ, რასაც გასცემ" და, შესაბამისად, მის სახელთან დაკავშირებულია არა ერთი განხორციელებული საქველმოქმედო ღონისძიება, რომელიც მისივე ინიციატივით არასდროს გახმაურებულა, რადგან როგორც კონფუცი ამბობს "იმოქმედე სიკეთით, მაგრამ ნუ ელით მადლიერებას".

2010 წლიდან დღემდე ჰოლდინგის მასშტაბები იზრდება და ათი წლის მანძილზე მისი ბიზნეს ჯგუფის მიერ საქართველოში ინვესტირებულია 500 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია და ამონაგები რეინვესტირებით კვლავ საქართველოშია დაბანდებული. მის მფლობელობაშია ტურიზმის, მშენებლობის, ჯანდაცვის, ინფორმაციული ტექნოლოგიების და სხვა პროფილის 30-მდე შვილობილი კომპანია, რომელიც თავის მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს მრავალფეროვან და ინოვაციურ პროდუქტს.

კომპანიის მენეჯმენტი თვეზე მეტია უმძიმეს პირობებში ცდილობს გაუმკლავდეს უდიდეს გამოწვევებს. დაყადაღებულია კომპანიის ჯგუფში შემავალი პრაქტიკულად ყველა კომპანიის არა მარტო ქონება, არამედ საბანკო ანგარიშები, რაც წარმოუდგენელად რთულს ხდის ყველაფერ სხვასთან ერთად, საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას.

რა თქმა უნდა, ბ-ნი გალიფის დაკავება მრავალი ადამიანისთვის შოკისმომგვრელი იყო და ბუნებრივია, მომხდარმა მოვლენებმა შეცვალა მეტრო ჰოლდინგის დიდ ოჯახში არსებული განწყობები, თუმცა, მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, გუნდის თითოეული წევრი იაზრებს თავის წილ პასუხისმგებლობას ჰოლდინგის დაუბრკოლებლად ოპერირების ხელშეწყობაში, რაც გამოიხატება ემოციების გვერდით გადადებასა და კიდევ უფრო დიდი შემართებით საქმიანობის გაგრძელებაში. ყველა თანამშრომელი აცნობიერებს, რომ დიდი წარმატების მიღწევა შეუძლებელია დაბრკოლებების გარეშე, ამიტომ ისინი მათ არ უშინდებიან, არ ჩერდებიან, პირიქით, ეძიებიან მათი გადალახვის გზებს.

ემსახურო ღირებულების შექმნას ნიშნავს ემსახურო ღვთიური პოტენციალის გამოვლინების ხარისხის ამაღლებას. მეტრო ჰოლდინგის დამფუძნებელი გალიფ ოზთურქი თავიდან ბოლომდე ამ მიზანს ემსახურება. გუნდისთვის მისი არ ყოფნა ასოცირდება შთაგონებისა და მოტივაციის მინელებასთან. თუმცა, მიუხედავად ურთულესი სიტუაციისა კომპანია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არ თქვას უარი მრავალ ახალ წამოწყებაზე, რომელიც, დარწმუნებული ვართ, უამრავი ადამიანისთვის და, შესაბამისად, ქვეყნისთვის სიკეთის მომტანი იქნება.

ბიზნესი ცივილიზაციის დრაივი და კულტურის ნაწილია,ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც საერთო ჯამში პროდუქციის წარმოებასთან ერთად, აწარმოებს ხვალინდელი დღის იმედს. ბ- ნ გალიფის მდგომარეობამ კი ძალიან ბევრი ადამიანის იმედი შეარყია. ჰოლდინგში დასაქმებული 3000 ადამიანის გონებაში ამოტივტივდა კითხვა - "რომ დამითხოვონ?!" ეს ბზარი ჩანს მათ გამომეტყველბაში და იკითხება მათი ოჯახის წევრების თვალებში. ათასობით ადამიანს შეეცვალა განწყობა, ათასობით ადამიანს მოუწია გეგმების გადალაგება. თუმცა, ჰოლდინგმა გააკეთა ყველაფერი, რათა თავისი თანამშრომლებისთვის ეს პრობლემა თავიდან აერიდებინა.

ჯაჭვის გამძლეობა მისი ყველაზე სუსტი რგოლის პროპორციული თუ არის, ქვეყნის ეკონომიკაც იმავე პრინციპით უნდა შეფასდეს. ბოლო მოვლენების შედეგად, შეზღუდვები ადევს ჩვენს ყველა წამყვან მიმართულებას, რაც დამატებით პრობლემებს უქმნის კომპანიის საქმიანობას, მით უფრო მაშინ,როცა ქვეყნის ეკონომიკის ლოკომოტივს ტურიზმი წარმოადგენს.

ბიზნეს გარემოს მიმართ მაღალი ამბიციებიდან გამომდინარე, გვაქვს მოლოდინი, რომ საჯარო უწყებები უფრო მეტი პასუხისმგებლობით მიუდგებიან არსებულ მდგომარეობას, რათა ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელოთ იმ სერვისების მიწოდება, რაც ფუნდამენტური მნიშვნელობის მატარებელია ქვეყნის ეკონომიკსთვის.

მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე კომპანია, გასაცემ ხელფასებთან და სხვა სასიცოცხლო მნიშვენლობის ხარჯების გაღების საჭიროებასთან ერთად, ითვალისწინებს სახელმწიფო გადასახადების შეფერხების მნიშვნელობასაც ქვეყნის ეკონომიკისთვის. აღსანიშნავია, რომ "მეტრო ჰოლდინგი"-ს მხრიდან ამ დრომდე არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ არ გაკეთებულა არც ერთი ქვეყნის იმიჯის დამაზიანებელი განცხადება, რადგან ვაცნობიერებთ, რომ მსგავსი ქმედება საგრძნობლად დააზიანებს ქვეყნის იმიჯს, განსაკუთრებით, მაშინ, როცა სახელწიფო არის თანამედროვე ისტრიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაზაში და აქვს შესაძლებლობა, მიაღწიოს უმთავრეს მიზანს და გახდეს დიდი ევროპული ოჯახის წევრი.

ჩვენს ერთადერთ სურვილს წარმოდგენს - გავაგრძელოთ საქმიანობა შეუფერხებლად და უკლებლივ შევინარჩუნოთ ყველა წევრი, ჩვენი საერთო ოჯახის - "მეტრო ჰოლდინგის" შემადგენლობაში. ჩვენი მხრივ, მზად ვართ, პასუხი გავცეთ კომპანიის მისამართით არსებულ ყველა შეკითხვას სამართლიანი სასამართლოს წინაშე. ღრმად ვართ დარწმუნებულნი, გარდაუვალი გამარჯვება ჯილდოა მათთვის, ვინც არ ნებდება და გაბედულად ებრძვის უსამართლობას. გვჯერა, ამ გამოწვევასაც გავუმკლავდებით და "მეტრო ჰოლდინგი" ისევ შეიტანს საკუთარ ღირსეულ წვლილს საქართველოს განვითარებაში.

"რაც უფრო დიდია დაბრკოლება, მით მეტი დიდებაა მის გადალახვაში."-მოლიერი