Get All Access for $5/mo

ქართული კომპანია Geosoft-ის აღიარება Google-ისგან – რას სთავაზობს Geosoft ქართულ ბიზნესს? Google-მა რეგიონში Google Cloud-სერვისების განვითარებისთვის Geosoft-ი დააჯილდოვა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ციფრული რევოლუციის პარალელურად სულ უფრო მეტი ბიზნესი ცდილობს გააციფრულოს საკუთარი სერვისები და მომხმარებელს გამარტივებული, ხარჯეფექტიანი და უფრო ინოვაციური მომსახურება შესთავაზოს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს, ბიზნესი, რომელიც ყოველდღიურ საქმიანობაში არ იყენებს ციფრულ ხელსაწყოებს, ბაზარზე კონკურენტუნარიანობას ვერ ინარჩუნებს. შესაბამისად, მნიშვნელოვნად უმცირდება როგორც ერთგულ მომხმარებელთა რაოდენობა, ისე – შემოსავალი.

Geosoftwww.geosoft.ge ქართული კომპანიაა, რომელიც 2018 წლიდან სხვადასხვა ბიზნესს ყოველდღიური საქმიანობის გაუმჯობესებაში ეხმარება. Geosoft წარმოადგენს Google Cloud-ის ოფიციალურ, სერტიფიცირებულ პარტნიორს საქართველოში, რაც მათ საშუალებასა და ლეგიტიმაციას აძლევს, რაც შეიძლება მეტი ინოვაციური სერვისით დაუჭირონ მხარი რეგიონულ ბიზნესს.

წლების განმავლობაში "ჯეოსოფტი" ეხმარებოდა კომპანიებს, გაეციფრულებინათ საქმიანობა და შესაბამისად, მზად დახვედროდნენ ახალ ტექნოლოგიურ გამოწვევებს. "ჯეოსოფტის" გუნდის დახმარებით წამყვანმა ქართულმა ბიზნესმა საკუთარ საქმიანობაში Google Workspace-ი დანერგა, რაც მათ მნიშვნელოვნად დაეხმარა როგორც ბრენდის პოზიციონირებაში, ისე – მომხმარებელთან ურთიერთობასა და თანამშრომელთა კოლაბორაციაში. სწორედ ამ საქმიანობის ხაზგასასმელად, 9 მარტს ბუქარესტში CEE Google Cloud Partner Forum ჩატარდა, სადაც Google-მა რეგიონში Google Cloud-სერვისების განვითარებისთვის Geosoft-ი დააჯილდოვა.

"თავდაპირველად, როდესაც საქმიანობას ვიწყებდით, არ გვქონდა საკმარისი რესურსი, თუმცა საჭირო მასშტაბებს მივაღწიეთ. ახლა Geosoft -ის განვითარების გეგმებს Google-ის გუნდთან გავდივართ. ამ აღიარებამ გაგვიხსნა უამრავი შესაძლებლობა, თუმცა, ამავდროულად, დაგვეკისრა ახალი პასუხისმგებლობებიც. კონფერენციიდან რეალური გეგმებით დავბრუნდით და გვსურს არა მხოლოდ საქართველოს ბაზარზე ვიყოთ პიონერები, არამედ გავიდეთ საერთაშორისო ბაზარზეც. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი სირთულის ამოცანის ამოხსნისას სრული მხარდაჭერა გვაქვს Google-ისგან", – Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს "ჯეოსოფტის" დირექტორი ანდრო მესხორაძე.

რა სახის სერვისებს სთავაზობს Geosoft-ი ქართულ ბიზნესს?

ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად ვხვდებით გამოწვევებს, რომ ჩვენი ნამუშევარი, სამწუხაროდ, არ შეინახა აპლიკაციამ ან გადავგზავნეთ მნიშვნელოვანი მეილი, რომელიც ადრესატამდე ვერ მივიდა ან სპამში ჩავარდა; როცა მეილზე მოსული ბმულით ან ფაილით დავირუსდა მომხმარებლის კომპიუტერი; ხშირია შემთხვევა, როდესაც საჭირო მასალებზე წვდომა არ გვაქვს სმარტფონზე. ყველა ეს ზემოთ ჩამოთვლილი პროცესი მნიშვნელოვნად ანელებს ბიზნესსაქმიანობას როგორც შიდა კომუნიკაციის დროს, ისე მომხმარებლებთან და პარტნიორებთან ურთიერთობისას.

დაარსების დღიდან, Geosoft-ი ბიზნესს ეხმარება ეფექტიან კომუნიკაციაში, თანამშრომელთა შორის კოლაბორაციულ მუშაობასა და ინფორმაციაზე სწრაფ წვდომაში – ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერი მოწყობილობიდან, ისეთი გადაწყვეტილებებით, როგორებიცაა: კორპორაციული მეილი Gmail-ზე, Google Drive, Editors, Meet, Chat და ასე შემდეგ.

Google Cloud-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში − "ჯეოსოფტი" კომპანიებს ბიზნესპროცესებისა და საქმიანი ამოცანის ეფექტიან გადაწყვეტას სთავაზობს. კომპანიებმა, რომლებმაც დისტანციური სამუშაო თუ სასწავლო სივრცის მოწყობა Geosoft-ს მიანდეს, იღებენ ისეთ სერვისებსა და პროდუქტებს, როგორებიცაა:

  • Google Workspace (იგივე G-Suite) – განახლებული სამუშაო სივრცე, სადაც ყველა ის ციფრული ხელსაწყოა მოქცეული, რაც კომპანიას ყოველდღიურ საქმიანობაში სჭირდება;
  • Google Cloud Platform – ე.წ. "ღრუბლოვანი" გადაწყვეტილებები და ინფრასტრუქტურა.

Geosoft-ი აქტიურ მხარდაჭერას უწევს იმ კომპანიებსაც, რომლებსაც ფიზიკური სერვერებიდან "ღრუბლოვან" ტექნოლოგიებზე გადასვლა სურს. შედეგად, ისინი ზოგავენ როგორც დროს, ისე ფინანსურ რესურსებს და ამასთან, იღებენ ბიზნესის უწყვეტობას. მათი მონაცემები ინახება Google Cloud-ზე, იქ სადაც Gmail, Google, Google Maps, YouTube, Google Photos სერვერებია. აღსანიშნავია, რომ თითოეული სერვისი მორგებულია როგორც მცირე და საშუალო ბიზნესზე, ისე – ე.წ. ენტერპრაიზებზე. თითოეული პაკეტის შეძენისას კომპანიებს სრულ მხარდაჭერას "ჯეოსოფტის" სპეციალისტები უწევენ და შესაბამისად, ეხმარებიან ტექნოლოგიურ ცვლილებებთან ადაპტირებაში.

"ჩვენი კომპანიის საქმიანობის პირველ ეტაპზე ყველაზე დიდი გამოწვევა იყო ნდობა − რატომ "ჯეოსოფტი" და არა პირდაპირ Google Cloud-ი?

ჩვენ, როგორც Google Cloud Partner Georgia, დიდ დახმარებას ვუწევთ ბიზნესს, ვინაიდან ადგილზე, ქართულ ენაზე ვეხმარებით ციფრული ტექნოლოგიების დანერგვაში და უფრო ეფექტიანად და სწრაფად ვუჭერთ მხარს ნებისმიერი საკითხის გადაჭრაში. დღესდღეობით კი, ჩვენ ვამაყობთ მტკიცე კავშირებით იმ ქართულ კომპანიებთან, რომლებმაც დისტანციური სამუშაო სივრცის მოწყობა "ჯეოსოფტს" მიანდეს. მათი მხრიდან აქტიური მოთხოვნაა ჩვენს სერვისებზე, ვინაიდან კორპორაიულ Gmail-ზე საჭირო მასალებზე წვდომა ნებისმიერი მოწყობილობიდან აქვთ. მუშაობენ ერთსა და იმავე ფაილში, შესაბამისად, არ სჭირდებათ ფაილების გადაგზავნა, რაც ბიზნესის უწყვეტობასა და კომუნიკაციის აჩქარებას იწვევს. შესაბამისად, უფრო მარტივად და ეფექტიანად ახორციელებს საკუთარ საქმიანობას", − განმარტავს ანდრო მესხორაძე.

CEE Google Cloud Partner Forum-მა, სადაც ქართულმა კომპანიამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, უამრავი ახალი შესაძლებლობა გაუხსნა როგორც თავად "ჯეოსოფტს", ისე კომპანიებს, რომლებიც Geosoft-თან თანამშრომლობენ. როგორც ანდრო მესხორაძე აღნიშნავს, კომპანიის როლია, იყოს ხიდი ბიზნესსა და Google Cloud-ს შორის და დაანახოს, რა სახის საჭიროებები აქვს ადგილობრივ ბიზნესს და რომელ გამოწვევებთან ბრძოლაში სჭირდებათ წამყვანი ტექნოლოგიური გიგანტის მხარდაჭერა. "ჯეოსოფტის" დირექტორი განმარტავს, რომ ქართული ბიზნესისთვის საჭირო უამრავი სერვისი დღითი დღე ვითარდება და შესაბამისად, ჩნდება ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობები, რომელიც ბიზნესსაქმიანობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

"კონკრეტული შედეგები გვაქვს Google Cloud-ის გადაწყვეტილებების განვითარებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ Google-ის აპლიკაციათა უმეტესობა ქართულ ენაზეც არის ხელმისაწვდომი. დღითი დღე უმჯობესდება Google Translate-იც, რასაც, დარწმუნებული ვარ, ადამიანთა უმეტესობა ყოველდღიურად იყენებს. აქვე უნდა აღვნიშნო ფაქტიც, რომ სულ ცოტა ხნის წინ Google Docs-ში დაემატა ქართულად კარნახით წერის ფუნქცია.

ვოცნებობდით Google Pay-ზეც და გაგვიჩნდა შესაძლებლობა, ქართულ ბაზარზე გამოვიყენოთ Google Wallet-ის ელექტრონული საფულე. პარალელურად და ეტაპობრივად Google-ის სერვისი ვითარდება და ადაპტირდება ქართველი მომხმარებლებისთვის. გვიხარია, რომ ამ ყველაფერში ჩვენი გუნდისა და პარტნიორების დიდი წვლილი დევს", − აღნიშნავს ანდრო მესხორაძე.

რაც შეეხება კომპანიის სამომავლო გეგმებს, Geosoft აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას სტარტაპებთან, რომლებიც მომხმარებლებს სხვადასხვა ციფრულ სერვისს სთავაზობენ. გარდა ამისა, "ჯეოსოფტის" გუნდი გეგმავს, შეიტანონ საკუთარი წვლილი Google Map-ის განვითარებაში, ვინაიდან, ამჟამად, უამრავ ლოკაციას სჭირდება კორექცია და დაზუსტება, რაც ხელს უშლის ეფექტიანად მუშაობაში. სამომავლოდ, "ჯეოსოფტის" სურვილია, საკუთარი სერვისები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც გაიტანოს და შესაბამისად, Google Workspace-ის სერვისები ხელმისაწვდომი უფრო ფართო მასშტაბით გახადოს.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!