Get All Access for $5/mo

პირველად საქართველო გოლფის მოყვარულთა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს Taste and Play

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

2019 წლის ოქტომბერში, პირველად საქართველო გოლფის მოყვარულთა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს, რომლის სახელწოდება Taste and Play იქნება. ღონისძიება საქართველოში გოლფის პოპულარიზებასა და საერთაშორისო მასშტაბით ქვეყნის აქტიურ, მიმზიდველ და საინტერესო ადგილად წარმოჩენას ისახავს მიზნად. ტურნირის ორგანიზატორი ზურა ბოქოლიშვილია, რომელსაც სპორტული ღონისძიებებისა და აქტივობების ორგანიზების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მან 20 წლის განმავლობაში 20-ზე მეტი საერთაშორისო სპორტული ღონისძიება განახორციელა. ტურნირისა და სპორტული ანტრეპრენერული გზის შესახებ სასაუბროდ, Entrepreneur სწორედ მას გაესაუბრა.

"უკვე 25 წელია სპორტისა და მასთან დაკავშირებულ ბიზნესში ვარ. ვიყავი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ერთ-ერთი პირველი სპორტული სააგენტოს − Caucasian Management Group-ის დამფუძნებელი, რომლის კლიენტებიც სხვადასხვა დროს ჩვენი ქვეყნის წამყვანი კალათბურთელები იყვნენ. ასევე ვმუშაობდი თბილისის "დინამოს" მარკეტინგისა და ტრანსფერების მიმართულების დირექტორად და კომპანია Prime Sports Management-ის პრეზიდენტად. დავაფუძნე მოძრაობა "იყავი აქტიური" (სადაც გაერთიანებულია მრავალი სპორტული ორგანიზაცია: საქართველოს კორპორაციული სპორტის ფედერაცია, საქართველოს სპორტული ტურიზმის ალიანსი, საზოგადოება "მომავლის კალათბურთი", საქართველოს სპორტის მენეჯერთა ასოციაცია), რომელსაც პარალელურად ვხელმძღვანელობ. ამავდროულად, PKF Georgia-სთან თანამშრომლობით, შევქმენით ბიზნესაქსელერატორი CBA Solutions, რომელსაც აგრეთვე სათავეში ვუდგავარ", − გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას ზურა.

ამჟამად მისი საქმიანობა საქართველოში მასობრივი სპორტის, სპორტული და აქტიური ტურიზმის განვითარებისკენ არის მიმართული. სწორედ ამ კონტექსტში მოიაზრებს ის გოლფის ტურნირს, რომელიც ოქტომბერში აიღებს სტარტს. მიაჩნია, რომ ტურნირის მნიშვნელობა წმინდა სპორტულ ღონისძიებას სცდება და იგი დაინტერესებული მხარეებისთვის კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და ნეთვორქინგის კარგი პლატფორმა იქნება.

"გოლფი საქართველოსთვის ახალი სპორტია. ელემენტარულად, არ იყო პროფესიული მინდორი ტურნირების გასამართად. Tbilisi Hills Golf & Residencies გახსნამ საქართველოს გოლფის ფედერაციას და ჩვენ, სხვა დაინტერესებულ პირებს მოგვცა საშუალება, დავგეგმოთ და ორგანიზება გავუკეთოთ ბევრ საინტერესო ღონისძიებას. გოლფის ფედერაციის ორგანიზებით, ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი, ქალთა ღია ჩემპიონატი. ჩვენმა ნაკრებმა მონაწილეობა მიიღო ევროპის ჩემპიონატზე, სულ მალე გაიმართება Georgia Open და ბოლოს Taste & Play. დარწმუნებული ვარ, ასეთი აქტიურობა ძალიან მალე შედეგს მოიტანს და გოლფი სულ უფრო პოპულარული გახდება. ზოგადად, გოლფის ტურნირებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ე.. "გარე" ღონისძიებებს, მიღებებს, სპეციალურ საღამოებს, სადაც ტურნირის პარტნიორებს საშუალება ეძლევათ სასიამოვნო ემოციური ფონის თანხლებით დაამყარონ საჭირო კონტაქტები, გაუკეთონ რეკლამა თავიანთ პროდუქტს. სწორედ ამიტომ არის გოლფი სპონსორობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სპორტის სახეობა", − აცხადებს ტურნირის ორგანიზატორი.

გოლფის სამოყვარულო საერთაშორისო ტურნირის მხარდამჭერებისა და პარტნიორების სია ვრცელია: Mercedes-Benz Georgia, Omega Watches, Courvoisier, ვაზიანი, ბორჯომი, და სხვა. ტურნირის ოფიციალური სამედიცინო პარტნიორი ასევე კლინიკა "ჯერარსი" იქნება. ტურნირის Taste and Play-ს ოფიციალური მედია მხარდამჭერია Georgia Today Group.

ტურნირი ორგანიზატორებისთვის ერთჯერადი აქტივობა არ იქნება. მისი მიზანი და სამომავლო გეგმებიც საქართველოში გოლფ-ტურიზმის განვითარებასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. როგორც ზურა ბოქოლიშვილი აღნიშნავს, გოლფის სეგმენტი ყველაზე მიმზიდველ სპორტულ მიმართულებად მიიჩნევა ტურიზმის ინდუსტრიაში. შესაბამისად, ამ სფეროში კონკურენცია საკმაოდ მაღალია. თუმცა მისი გუნდი სირთულეებს არ უშინდება და მომავალში ახალი, საინტერესო ტურნირების შემოთავაზების სახით, აპირებს ამ სფეროს მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდეს.

2020 წელს უკვე დაგეგმილია რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენის, მათ შორის March Madness-ის, 7-8 მარტს ქალთა საერთაშორისო ტურნირისა და 1-3 მაისს Tbilisi Investors Challenge-ის მასპინძლობა. 2019 წლის ნოემბერში შემდეგი წლის დაგეგმილი ღონისძიებებისა და პროგრამის დეტალური პრეზენტაცია გაიმართება, სადაც დაინტერესებული პირები ინფორმაციის სრულად მიღებას შეძლებენ. მანამდე კი, ოქტომბერში ქვეყნის დედაქალაქი გოლფის პირველ სამოყვარულო საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს.
სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

რა უპირატესობებს სთავაზობს "სილიკონ ველი" სტარტაპებს

ეს ადგილი დღემდე იზიდავს სტარტაპებს მთელი მსოფლიოდან

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია