Get All Access for $5/mo

რებრენდინგი "რემბოუში", We Create - You Celebrate

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

რემბოუ

ათწლიანი წარმატებული საქმიანობის შემდეგ, ივენთკომპანია "რემბოუ" განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და მუშაობას განახლებული ენერგიით აგრძელებს. ეს ცვლილებები კომპანიის რებრენდინგშიც აისახა − განახლებული ლოგო, ფერები და კონცეფცია მათ შემოქმედებითობას უსვამს ხაზს.

იისფერი − ბრენდის დახვეწილობასა და ინოვაციურობაზე მეტყველებს, შავი კი ელეგანტურ ხასიათსა და უსაფრთხოების გარანტიაზე. ლოგო, რომელიც სადღესასწაულო ბაფთაა, უფრო თანამედროვე და დახვეწილი ვიზუალისაა. კონცეფციის ნაწილია სლოგანიც − We Create − You Celebrate. ასევე, ილუსტრაცია, რომელზეც "რემბოუს" გუნდის თითოეული წევრის ავატარია გამოსახული და ციფრულად გვიყვება ისტორიას მათი საქმიანობის შესახებ.

"გარემოს მუდმივი ცვალებადობა აისახება ჩვენი გუნდის კონცეფციაზეც − ვიყოთ მუდმივად პროგრესირებადი და ინოვატორები. განვითარების ამ დიდმა სურვილმა შთაგვაგონა შეგვექმნა კომპანიის ახალი ბრენდინგი, რომელიც ზუსტად გადმოსცემდა ჩვენს შემოქმედებითობას და მრავალფეროვნებას, რაც უფრო მიმზიდველი და სასურველია თითოეული დამკვეთისთვის", − ამბობს, "რემბოუს" დამფუძნებელი ლევან მდინარაძე.

მრავალფეროვანი გამოცდილებისა და თავდაუზოგავი შრომის ხარჯზე, "რემბოუ" საკმაოდ კონკურენტუნარიანი გახდა და ბაზარზე პროფესიონალი, საიმედო პარტნიორის იმიჯი დაიმკვიდრა. იგი მომხმარებლებს მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს, მათ შორისაა კორპორაციული ღონისძიებების დაგეგმვა, კონფერენციების, ფესტივალებისა და Team Building აქტივობების ორგანიზება. ასევე, ვიზუალური გაფორმება და ინვენტარის გაქირავება. აქტივობების 90% კორპორაციულ და Team Building-ღონისძიებებს მოიცავს, დანარჩენი 10% კი უფრო კერძო ღონისძიებებია.

"რემბოუს" თითოეულ მომხმარებელთან ინდივიდუალური მიდგომა აქვს. ისინი დეტალურად სწავლობენ მათი საქმიანობის თავისებურებებს, ღონისძიებაზე დამსწრეთა ასაკსა და სქესს. ამის შემდეგ კი დაგეგმვის პროცესს იწყებენ.

"ჩვენი შეთავაზება საბოლოოდ იქამდე მიდის, რომ ღონისძიებაზე მოსული ნებისმიერი სტუმარი თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს და მაქსიმალურად იღებს სიამოვნებას მისგან", − ამბობს ლევან მდინარაძე.

"რემბოუს" სხვა ივენთკომპანიებისგან საინტერესო კონცეფციის მქონე ღონისძიებებიც გამოარჩევს. ორგანიზატორთა გუნდი თითოეული ღონისძიებისთვის სპეციალურ სცენარს იგონებს. ისეთს, როგორსაც სხვაგან ვერსად ნახავთ. სწორედ ამ სცენარის მიხედვით ყალიბდება ღონისძიების მთელი აქტივობები თუ დიზაინი. მაგალითად, გასულ წლებში Swiss Capital-ის ღონისძიებებისთვის არაერთი კონცეფცია შექმნეს, მათ შორისაა Invisible City, Imaginarium და Cosmic Odyssey.

ათწლიანი საქმიანობის განმავლობაში "რემბოუმ" 600-ზე მეტი მცირე თუ დიდი ღონისძიება განახორციელა. საშუალოდ, ღონისძიების ბიუჯეტი 50 000 ლარიდან იწყება და ზოგჯერ ნახევარ მილიონსაც აჭარბებს. კომპანიას არაერთი მსხვილი პარტნიორი ჰყავს. მაგალითად, გასულ წელს ერთდროულად 2 ქალაქში − ბათუმსა და ქუთაისში, გრანდიოზული ღონისძიება ჩაატარეს "საქართველოს ბანკისთვის".

საინტერესოა ისიც, რომ კომპანიაში მაქსიმალურად ცდილობენ მხარი დაუჭირონ ქართულ ბიზნესსა და სტარტაპებს, რომლებსაც რადიკალურად განსხვავებული ტარიფებით ემსახურებიან. ასეთი დამკვეთები კი ძალიან ბევრი ჰყავთ.

სხვა ბიზნესების მსგავსად, პანდემიის პერიოდში "რემბოუც" მნიშვნელოვან დაბრკოლებებს გადააწყდა. მიუხედავად ამისა, არ გაჩერებულან და მაქსიმალურად ცდილობდნენ რეგულაციების შესაბამისად ახალ-ახალი პროდუქტები შეექმნათ. ბევრმა გაამართლა, ბევრმაც არა. თავდაპირველად ონლაინღონისძიებებიც სცადეს, თუმცა ამ ღონისძიებებს იგივე ენერგია არ მოჰქონდა. ამიტომ, პირველი შესაძლებლობისთანავე ფიზიკურ სივრცეში გადაინაცვლეს − "რემბოუ" ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც პანდემიის შემდეგ საქართველოში ყველაზე დიდი კონფერენცია ჩაატარა.

რომ არა ძლიერი და ნდობაზე დაფუძნებული გუნდი, ალბათ ეს ყველაფერი არ შეიქმნებოდა. "რემბოუს" მენეჯმენტი მუდმივად ზრუნავს საკუთარი გუნდის განვითარებასა და კეთილდღეობაზე − მათი #1 საზრუნავიც თანამშრომლების ბედნიერებაა. ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება, ახალი თანამშრომლის დასახვედრად მოწყობილი აქტივობებია, რომლებიც უკვე გუნდის ტრადიციად იქცა. Team Building-ღონისძიებებთან ერთად, გუნდში უკუკავშირების სისტემაც აქვთ, რაც ჯანსაღ სამუშაო გარემოს უზრუნველყოფს. "რემბოუში" გადაწყვეტილებები დემოკრატიული პრინციპებით მიიღება, რადგან გუნდში არათუ ვერტიკალური, არამედ მართვის ჰორიზონტალური სისტემა აქვთ. მთლიანობაში, ეს ყველაფერი ძლიერი და შეკრული გუნდის ფორმირებას უზრუნველყოფს.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს "რემბოუსთვის" ქართული ბაზარი ძალიან კომფორტულია, გრძელვადიან პერსპექტივაში კი უცხოური ბაზრის ათვისებაზეც ფიქრობენ. ახლა სწორედ ბიზნესის განვითარების პროცესში არიან და არჩევენ იმ მიმდინარეობას, რა სტილითაც სხვა ბაზარზე შეძლებენ გასვლას.

დაათვალიერეთ "რემბოუს" პორტფოლიო.