+1 სახლი, რომელზეც პროფი იზრუნებს – ჩვენი პარტნიორი ქალების სახლი იქნება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
8 მარტი პროფის ქალი პარტნიორებისთვის წლის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული დღეა. მაშინ, როცა ჩვენ ვზეიმობთ, ისინი ირჩევენ იზრუნონ იმაზე, რომ ამ დღეს სუფთა და მოწესრიგებული გარემო შეგვიქმნიან.
ჩვენი პარტნიორები თავად ირჩევენ როდის იმუშავონ. გასული წლის 8 მარტს:
- 78-მა პროფესიონალმა იმუშავა
- 138 სახლში შეიქმენა სუფთა გარემო
- პირველი შეკვეთა დილის 8 საათზე შესრულდა.
ჩვენ გვჯერა, რომ ნამდვილი დაფასება, რეალურ მხარდაჭერასა და შრომის აღიარებაშია. ამიტომ, წელს გადავწყვიტეთ მზრუნველობითვე გვეპასუხა მათთვის, ვინც ჩვენი დღესასწაულის შესაქმნელად საკუთარ დროსა და ენერგიას გვითმობს.
"+1 სახლის" კონცეფცია
ინიციატივას "+1 სახლი" ჰქვია. ლოგიკა მარტივია: ყოველი პარტნიორი, რომელიც საუკუთარი სურვილით გადაწყვეტს 8 მარტს მუშაობს, პროფისგან საჩუქრად სრულად დაფინანსებული სახლის სერვისების მთლიან პაკეტს მიიღებს.
პლატფორმა თავად ხდება საჩუქარი მათთვის, ვინც მის წარმატებას ქმნის.
ამიტომ +1 სახლი, სადაც პროფი ნებისმიერ პრობლემას მოაგვარებს – ჩვენივე პატრნიორი ქალების სახლი იქნება.
პროფის შესახებ
პროფი პირველი და ერთადერთი ქართული აპლიკაციაა, რომელიც სახლის ყველა პრობლემას აგვარებს. თბილისისა და ბათუმის მასშტაბით პროფი ყველგან მოდის და გეხმარებათ ისეთი საკითხების გადაჭრაში როგორებიცაა: გაფუჭებული ონკანი, გადამწვარი ნათურა, სახლის დალაგება, ტექნიკის ინსტალაცია, ავეჯის აწყობა, ქიმწმენდა და სხვა.
აპლიკაციის მეშვეობით თქვენ გაქვთ პირდაპირი წვდომა სახლის მოვლის 12 კატეგორიაზე 500-ზე მეტ სერვისზე და 1000-მდე პროფესიონალზე. რამდენიმე ღილაკზე თითის დაჭერით თქვენ შეგიძლიათ, 45 წუთში მიიღოთ სასურველი მომსახურება.