103 წლის ექიმმა სამედიცინო ცენტრი მანამ გახსნა, სანამ ქალებს საკუთარი საბანკო ანგარიშები ექნებოდათ 6 საიდუმლო ჯანსაღი და წარმატებული ცხოვრებისთვის
By Amanda Breen
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
დოქტორი გლედის მაკგარი 103 წლისაა. მან სამედიცინო სკოლა 1941 წლის სექტემბერში, მეორე მსოფლიო ომში წასვლამდე რამდენიმე თვით ადრე გახსნა.
"ეს საინტერესო პროცესი გახლდათ, როცა ქალები მთელ მსოფლიოში ემანსიპაციას იწყებდნენ და სამედიცინო სფერო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპარეზი იყო", - განუცხადა დოქტორმა Entrepreneur-ს.
ინდოეთში სამედიცინო მისიონერების ქალიშვილი, რომელმაც მათგან პაციენტების მოვლა ისწავლა, ადრეულ ასაკში მიხვდა, რომ ადამიანების დახმარება მისი მოწოდება იყო.
თუმცა იმ მრავალრიცხოვან ქალთა შორის, რომლებიც ამერიკაში სამედიცინო სკოლაში სწავლობდნენ, მასაც უამრავი სირთულის და გამოწვევის გადალახვამ მოუწია. იგი პენსილვანიის ქალთა სამედიცინო სკოლაში სწავლის პერიოდს იხსენებს.
"თქვენთვის უფრო რთული იქნება, ვიდრე ბიჭებისთვის, ამიტომ უფრო ჭკვიანები უნდა იყოთ და უფრო მეტი უნდა იმუშაოთ".
გლედისი გვიყვება, რომ სხვადასხვა სამედიცინო ჰოსპიტალში მუშაობისას უცნაურ სიტუაციებს აწყდებოდა, რადგან ყოველთვის პირველი ქალი იყო და მათ, უბრალოდ, არ იცოდნენ, ქალთან როგორ უნდა ეთანამშრომლათ.
მაკგარიმ ოჰაიოში სამედიცინო ცენტრი მეუღლესთან ერთად გახსნა. მაშინ აქ ქალებს საბანკო ანგარიშების გახსნაც კი არ შეეძლოთ, ამიტომ დიდი შრომა დასჭირდა ნდობის მოსაპოვებლად.
ათწლეულების განმავლობაში მან ექვსი შვილი გააჩინა და ჰოლისტურ მედიცინაში განსაკუთრებული კვალი დატოვა. 1973 წელს მაკგარიმ სტენფორდის უნივერსიტეტში აკუპუნქტურის შესახებ პირველი სიმპოზიუმი გამართა. 1978 წელს დააარსა ამერიკის ჰოლისტიკური სამედიცინო ასოციაცია AHMA და გარდა ამისა, 6 წიგნის ავტორია.
მისი ბოლო წიგნის მიხედვით, გლედისი ბედნიერი და წარმატებული ცხოვრების 6 საიდუმლოს გვიზიარებს.
"შენ აქ რაღაც მიზეზის გამო ხარ და ეს მიზეზი უნდა იპოვო".
გლედისი მიიჩნევს, რომ ყველა ადამიანის ცხოვრებას აქვს აზრი და მიზანი. ამ აზრის პოვნა დაგვეხმარება, ცხოვრებაში ნებისმიერ სირთულეს გავუმკლავდეთ და გამოწვევებთან ბრძოლა შევძლოთ. ჩვენი მიზანი ჩვენი მოტივია, რომელიც ცხოვრების გაუმჯობესებაში გვეხმარება.
"ცხოვრებას მოძრაობა სჭირდება".
ცხოვრებას ხიბლს მოძრაობა ანიჭებს. ეს შეუჩერებელი ნაკადია, რომელსაც უნდა გავყვეთ. მას მძიმე ჩანთის მაგალითი მოჰყავს. თუ ზურგზე მძიმე ჩანთა გაქვს მოკიდებული, კისერს უკან მიაბრუნებ და მას მიაშტერდები, მაშინ კისერი ძალიან გეტკინება და სიარულს ვეღარ შეძლებ, მაგრამ თუ, უბრალოდ, წინ წახვალ, მაშინ დანიშნულების ადგილს მიაღწევ.
"სიყვარული ყველაზე ძლიერი წამალია".
ჩვენი ცხოვრების მთავარი ძალა სიყვარულია, რადგან მას აქვს უნარი, გარდაქმნას ყველაფერი, რასაც ეხება. სიყვარული ნამდვილი არსის შეცნობაში გვეხმარება.
"შენ მარტო არასდროს ხარ".
ცხოვრება კავშირების ერთობლიობაა. ჩვენ ყველაზე ბედნიერები და ჯანმრთელები ვართ მაშინ, როცა გარშემო ბევრი ადამიანია. ჯანსაღი კავშირები იმისთვის გვჭირდება, რომ ჩვენი სისუსტეები გამოვასწოროთ და საკუთარი თავი უკეთ დავინახოთ. ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ წინსვლაში.
"ყველაფერი შენი მასწავლებელია".
თავად ამბობს, რომ მთელი ცხოვრებაა ცდილობს, ისწავლოს რაღაც ახალი. ყველა სირთულეში შესაძლებლობა დაინახოს. პირველად ასეთი გაკვეთილი მესამე კლასში მიიღო. სასკოლო სპექტაკლში ბაყაყის როლს ასრულებდა და შემთხვევით წყალში ჩავარდა. როცა ძმებმა დასცინეს, დედამ მათ უთხრა, რომ ისინი ერთი ოჯახი იყვნენ და ერთმანეთს სირთულეების გადალახვაში უნდა დახმარებოდნენ.
"დახარჯე საკუთარი ენერგია".
ენერგია ადამიანის ყველაზე ძლიერი რესურსია. თუ გვსურს, რომ სამყაროსგან რაღაც მივიღოთ, მაშინ ჩვენც უნდა გავცეთ. ამიტომ გამოიყენეთ საკუთარი ენერგია, რათა სიახლეები შექმნათ.