10X ჰეშბექი ჰეშბანკისგან - მიიღე 5% ქეშბექი Bitcoin-ში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ჰეშბანკმა ახალი კამპანია "10X ჰეშბექი" დაიწყო. 30 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოში არსებულ ნებისმიერ ტერმინალსა თუ ქართულ ონლაინ პლატფორმაზე Visa ჰეშბარათით გადახდისას, დახარჯული თანხის 5%-ს მომენტალურად, Bitcoin-ის სახით დაიბრუნებ. აქციის ფარგლებში სტანდარტული სარგებელი 10-ჯერ გაიზარდა, თვიური დაგროვების ლიმიტი კი 500 ლარის ეკვივალენტია Bitcoin-ში.
აქციის დასრულების შემდეგ, დაგროვებას სტანდარტული, სტაბილური 0.5%-იანი განაკვეთით გააგრძელებ.
რა არის ჰეშბექი?
თუ აქამდე ქეშბექი მხოლოდ დაზოგვის ან ჯილდოს ინსტრუმენტი იყო, ჰეშბანკმა ქართულ საბანკო სექტორში სრულიად ახალი კომპონენტი, ინვესტირება შემოიტანა. ჰეშბექი ბანკის მიერ შექმნილი ლოიალობის სისტემაა, რომლის დახმარებითაც შენი ყოველდღიური გადახდა - იქნება ეს დილის ყავა, პროდუქტები თუ მსხვილი შენაძენი, ავტომატურად მსოფლიოს წამყვან კრიპტოვალუტად, Bitcoin-ად იქცევა.
როგორ მუშაობს აქცია?
- კამპანიის ფარგლებში შეგიძლია მაქსიმუმ 500 ლარის ეკვივალენტი Bitcoin-ი დააგროვო, რაც მსხვილი შენაძენებისთვისაც კი იდეალური შესაძლებლობაა (განსაკუთრებით ნოემბრის ფასდაკლებების პერიოდში).
- ჰეშბექი მოქმედებს საქართველოში განხორციელებულ მინიმუმ 5 ლარიან ნებისმიერ ტრანზაქციაზე, როგორც პოს-ტერმინალებზე, ისე ქართულ ონლაინ მაღაზიებში.
- დარიცხული Bitcoin-ი წამებში აისახება შენს "ლოიალობის ბალანსზე". აპლიკაციიდან მისი გადატანა "ძირითად კრიპტო ბალანსზე" ერთი თითის დაჭერით შეგიძლია, რის შემდეგაც თავად წყვეტ გაანაღდო, გადარიცხო, თუ გრძელვადიანი ინვესტირება გააგრძელო.
მომენტალური ციფრული ბარათი 2 წუთში
თუ ჯერ არ ხარ ჰეშბანკის მომხმარებელი, აპლიკაციაში რეგისტრაციასა და ვერიფიკაციას სულ რაღაც 2–3 წუთი სჭირდება. ციფრულ Visa ჰეშბარათს მომენტალურად იღებ და მაშინვე შეგიძლია Apple Pay-სა თუ Google Pay-ში დამატება, ხოლო ფიზიკურ ბარათს სასურველ მისამართზე უფასოდ მოგიტანენ.
აქცია 30 ნოემბრამდე გრძელდება. გამოიყენე 10X ჰეშბექის შესაძლებლობა და აქციე ყოველდღიური ხარჯი გრძელვადიან ინვესტიციად.