12 წელი და 285 პროფესიონალი - Nexia Georgia ახალ ლიდერულ ეტაპზე
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ბოლო წლებში, ბიზნესის წარმატების შეფასებისას, სულ უფრო ხშირად, ფინანსურ მაჩვენებლებთან ერთად, ადამიანურ კაპიტალზეც კეთდება აქცენტი. სწორედ ამ პრინციპზე აშენებს განვითარებას Nexia Georgia, რომელიც საქმიანობის 12 წელს მნიშვნელოვანი შედეგებით აჯამებს: არა მხოლოდ ზრდის ტემპით, არამედ გუნდის მასშტაბითა და ხარისხით.
დღეს Nexia Georgia უკვე 285 თანამშრომელს აერთიანებს, რაც რეკორდული მაჩვენებელია კომპანიის ისტორიაში და ნათლად ასახავს ზრდის იმ დინამიკას, რომელიც ორგანიზაციამ ბოლო წლებში აჩვენა.
გუნდის ზრდა Nexia Georgia-სთვის ნიშნავს არა უბრალოდ მასშტაბის ზრდას, არამედ ბაზარზე სხვადასხვა მიმართულების ძლიერი პროფესიული პოტენციალის გაერთიანებას, რაც კომპანიის ლიდერულ პოზიციებს განსაზღვრავს. სწორედ ამ სტრატეგიულმა მიდგომამ მისცა საფუძველი იმ შედეგებს, რასაც კომპანია ბოლო წლებში აჩვენებს.
დღეისათვის, Nexia Georgia ბუღალტრული აუთსორსინგის მიმართულებით ბაზრის ლიდერია და ასევე, ჰყავს ყველაზე დიდი საგადასახადო გუნდი ქვეყანაში, რაც მის მასშტაბსა და მომსახურების კომპლექსურ შესაძლებლობებს კიდევ უფრო აძლიერებს.
გარდა ამისა, უკვე ორი წელია, კომპანია კონსოლიდირებული შემოსავლების მიხედვით ბაზარზე მეხუთე პოზიციას იკავებს. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულმა აუდიტის მიმართულების შედეგებმა კი აჩვენა, რომ Nexia-მ ამ სეგმენტში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი - 27%-იანი ზრდა დააფიქსირა, რის შედეგადაც კიდევ ერთი პოზიციით დაწინაურდა აუდიტის რეიტინგში.
ამ ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი შიდა განვითარების სისტემაა, რომელიც კომპანიაში აღიქმება როგორც ზრდის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილი - მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ახალი ტალანტების სწრაფ და ეფექტიან ინტეგრაციას, ისე არსებული გუნდის უწყვეტ პროფესიულ განვითარებას. ეს მიდგომა ეფუძნება ტრენინგების, ცოდნის გაზიარებისა და პროფესიული განვითარების სხვადასხვა ფორმატს, რაც თანამშრომლებს აძლევს შესაძლებლობას მუდმივად განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები და მოერგონ მზარდი ბაზრის მოთხოვნებს.
Nexia Georgia-ში გუნდის ზრდის პარალელურად, აქტიურად ინერგება პროცესების ავტომატიზაციისა და რობოტიზაციის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიზნად ისახავს ოპერაციული ეფექტიანობის გაუმჯობესებას და სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციას. შედეგად, რუტინული ოპერაციები მნიშვნელოვნად, დაახლოებით 50%-ით შემცირდა, რაც გუნდს საშუალებას აძლევს, ფოკუსი გადაიტანოს უფრო მაღალი ღირებულების მქონე ანალიტიკურ და საკონსულტაციო საქმიანობაზე.
Nexia Georgia განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ხარისხის მართვისა და ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს. კომპანია ფლობს ISO 27001 სერტიფიკატს, რომელიც წარმოადგენს გლობალურად აღიარებულ ჩარჩოს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემებისთვის და ადასტურებს ორგანიზაციის შესაბამისობას მონაცემთა დაცვის უმაღლეს მოთხოვნებთან. აღსანიშნავია, რომ Nexia Georgia არ შემოიფარგლება მხოლოდ სერტიფიკატის მიღებით, - იგი სისტემურად უზრუნველყოფს მისი მოთხოვნების მუდმივ დაცვასა და ინტეგრირებას ყოველდღიურ ოპერაციულ პროცესებში. ეს მიდგომა ხაზს უსვამს კომპანიის სტრატეგიულ ფოკუსს სანდოობაზე და კლიენტების ინფორმაციის უსაფრთხოების უმაღლეს დონეზე უზრუნველყოფაზე.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის ზრდა პარალელურად აისახება მის ინფრასტრუქტურულ განვითარებაზეც. Nexia Georgia-მ ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გააფართოვა საოფისე სივრცე, რომელიც უკვე 1,000 კვადრატულ მეტრს შეადგენს King David-ის ბიზნეს ცენტრში. ეს ნაბიჯი პირდაპირ პასუხობს მზარდი გუნდის საჭიროებებს და ქმნის თანამედროვე, ფუნქციურ და კომფორტულ სამუშაო გარემოს, რომელიც ხელს უწყობს როგორც თანამშრომელთა ეფექტიანობას, ისე ორგანიზაციის გრძელვადიან განვითარებას.
Nexia Georgia-ს 12-წლიანი განვითარების გზა აჩვენებს, რომ თანამედროვე პროფესიულ ბაზარზე ლიდერობა აღარ განისაზღვრება მხოლოდ ფინანსური შედეგებით, არამედ იმით, რამდენად ეფექტურად ახერხებს კომპანია ადამიანური კაპიტალის, პროცესებისა და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების ერთიან სისტემად ქცევას.
დღეს, კომპანიის ზრდა ერთდროულად ეფუძნება ძლიერ გუნდს, სისტემურ შიდა განვითარებასა და ავტომატიზებულ პროცესებს, რაც მას საშუალებას აძლევს, შეინარჩუნოს მაღალი ეფექტიანობა, მასშტაბის ზრდასთან ერთად.