Cyber Monday Sale! 50% Off All Access

15 წლის წინ სტაჟიორები იყვნენ, დღეს ბიზნესის ლიდერები არიან სტაჟირება სტუდენტებისთვის 2023

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

GBDC

სტაჟირება სტუდენტებისთვის – ბიზნეს გეგმების შემუშავება აწარმოე საქართველოს საგრანტო პროგრამისთვის

მე-13 სართული, ბიზნესის და ეკონომიკის ფაკულტეტი, თსუ, უნივერსიტეტის ქუჩა 2, ტელ. 599577750

2023 წლის 6 ივნისიდან, საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი (GBDC) კავკასია www.gbdc.ge აცხადებს სტუდენტების მიღებას მოკლევადიან (2 კვირა) სტაჟირებაზე. https://www.facebook.com/GBDCCaucasia

თსუ-ის სტუდენტების გარდა სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებსაც შეუძლიათ მონაწილეობა, როგორც კი მივიღებთ CV-ის, სტუდენტს ავტომატურად ჩავრთავთ სტაჟირებაში, მთვარია სტუდენტს ქონდეს დრო და სამოტივაციო რამოდენიმე წინადადება გამოგვიგზავნოს, არ ვითხოვთ სამუშაო გამოცდილებას, მთვარია სურვილი შეისწავლოთ ბიზნეს გეგმის შემუშავება რეალურ საკონსულტაციო გარემოში, ონლაინ ჩართვები და შეხვედრები აწარმოე საქართველოში, ბიზნეს გეგმის შემუშავების ეტაპზე გადასულ მეწარმეებთან, თქვენ შეძლებთ დაეხმაროთ მეწარმეებს წარმატების მიღწევაში, რაც მეწარმის მიერ აწარმოე საქართველოს პროგრამიდან სტარტაპისთვის ან არსებული ბიზნესისთვის, გრანტის სახით საჭირო ფინანსების მიღებას ნიშნავს.

თსუ-ის სტუდენტების საყურადღებოდ: მიმდინარე სტაჟირება არ არის საუნივერსიტეტო პრაქტიკის ნაწილი, სტაჟირება ბიზნეს საკონსულტაციო პროფესიული უნარების ამაღლების შესაძლებლობაა.

სტაჟირების დეტალები:

ამჟამად ეკონომიკის სამინისტროს აქვს მიმდინარე "აწარმოე საქართველოს მიკრო და მცირე მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამა" https://www.enterprisegeorgia.gov.ge/ka/Business-Development/microgrants

აღნიშნული პროგრამის კონკურსანტებს "GBDC კავკასია" ეხმარება ბიზნეს გეგმების შემუშავებაში, რაც არის მეწარმეებისთვის გრანტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის უნიკალური შესაძლებლობა.

GBDC კავკასია 2018 – 2023 წლებში 50-ზე მეტს მიკრო და მცირე მეწარმეს საერთო ჯამში 1 მილიონზე მეტი ოდენობის გრანტების მოზიდვაში დაეხმარა, ყოველწლიურად საშუალოდ 10 წარმატებული ბენეფიციარი გვყავს, ვინც ჩვენი დახმარებით გრანტს იღებს სოფლად ახალი ბიზნესის დასაწყებად.

ამ ეტაპზე GBDC კავკასიის კლიენტები არიან ღვინის ბიზნესის, საოჯახო სასტუმროს, კვების ობიექტის და ყველის წარმოების დამწყები ან არსებული მცირე მეწარმეები, რომლებიც საჭიროებენ ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურებას, კერძოდ:

ბიზნეს იდეიის შემუშავება, სამიზნე ჯგუფის განსაზღვრა, კონკურენტების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ბიუჯეტის და ფინანსური უწყების შემუშავება, ფუნქცია მოვალეობების ჩამოყალიბება. სტაჟიორი სტუდენტები აღნიშნულ პროცესებში იქნებიან ჩრთულები 6 ივნისიდან 2 კვირის განმავლობაში როგორც ონლაინ ასევე საოფისე რეჟიმში, ინდივიდუალური სტუდენტის ჩართულობა იქნება მორგებული მის სასწავლო პროცესთან.

სტუდენტები, სტაჟირების გავლის შემდეგ შეძლებენ:

– შეიმუშავონ ბიზნეს გეგმა საკუთარი ბიზნესის დასაწყებად მეღვინეობის, საოჯახო სასტუმროს, სარესტორნო და ყველის წარმოების სფეროში

– მიიღონ მონაწილეობა სამომავლო საგრანტო კონკურსებში

– შეძლებენ დაეხმარონ მეწარმეებს გრანტების მოზიდვაში

– ასევე სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ კავკასია შესთავაზებს სტუდენტებს ჩაერთონ სხვა საგრანტო პროგრამებში სტუდენტური საკონსულტაციო ოფიცრის სტატუსით

ვინც ხართ დაინტერესებულები რომ GBDC კავკასიის ექსპერტებთან ერთად 2 კვირის განმავლობაში მიიღოთ მონაწილეობა ბიზნეს გეგმების შემუშავებაში, გამოაგზავნეთ თქვენი CV და მოკლე სამოტივაციო წერილი(რამოდენიმე წინადადება) ელექტრო ფოსტის მისამართზე: sergobaramidze@gbdc.ge

საინფორმაციო შეხვედრა:

კვირას, 8 ივნისს, 20:00 გაიმართება დამატებითი საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებისთვის.

შეხვედრის ბმული:

https://us05web.zoom.us/j/85990966425?pwd=NjJ5MDVoZGVDK3BjdVlTOTlxSjVOdz09

Meeting ID: 859 9096 6425 Passcode: VhgxV0

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

თევზს ნუ მოგვცემთ. ანკესი მოგვეცით.

ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ ძალად მცირე და საშუალო ბიზნესი უნდა იქცეს

როგორ დავიწყო ბიზნესი

ბიზნესის დაწყების 12-ეტაპიანი გზამკვლევი

ყველაფერი ბიზნესის დაწყების შესახებ