2026 წლის BMW i3 - ელექტრომობილების ახალი ეპოქის დასაწყისი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BMW ჯგუფი, რომელსაც საქართველოში ოფიციალურად "ჯი-თი მოტორსი" წარმოადგენს, ინფორმაციას ავრცელებს 2026 წლის BMW i3-ის ელექტრო მოდელის შესახებ, რომლის სერიული წარმოებაც 2026 წლის აგვისტოდან დაიწყება. აღნიშნული მოდელი Neue Klasse-ის მეორე გამოშვება და ბრენდისთვის ახალი ტექნოლოგიური ეპოქის სიმბოლოა. ახალი i3 აგრძელებს BMW-ს მესამე სერიის მრავალწლიან მემკვიდრეობას და თავის თავში აერთიანებს სპორტულ კომპონენტს, თანამედროვე დიზაინსა და ტექნოლოგიურ ინოვაციას.
აღნიშნული მოდელი წარმოდგენილია BMW i3 50 xDrive ვერსიით და აღჭურვილია ორი ელექტროძრავით, წინა და უკანა ღერძებზე. სისტემური სიმძლავრე 345 კილოვატს ანუ 469 ცხენის ძალას შეადგენს, ხოლო მაქსიმალური ბრუნვის მომენტი 645 ნანომეტრია.
აღსანიშნავია, რომ ახალი BMW i3 მეექვსე თაობის eDrive ტექნოლოგიას იყენებს, შესაბამისად, მისი ელემენტი ბევრად ეფექტიანია, სწრაფად იმუხტება და მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია ე.წ. სავალი მარაგი, რომელიც WLTP ციკლის მიხედვით 900 კილომეტრამდე აღწევს. ამასთანავე, სწრაფი დამუხტვის სიმძლავრე 400 კილოვატამდეა, რაც 10 წუთში დაახლოებით 400 კილომეტრის სავალი ენერგიის შევსების შესაძლებლობას იძლევა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღნიშნული მოდელი აღჭურვილია ბიდირექციული დამუხტვის ფუნქციებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არამხოლოდ იტენება, არამედ თავადაც გასცემს ენერგიას.
დიზაინის მხრივ, ახალი BMW i3 ბრენდის კლასიკური DNA-ს თანამედროვე ინტერპრეტაციაა. ავტომობილი შექმნილია 2.5-box დიზაინის კონცეფციით. მისი "სახე" ნაცნობია, თუმცა ამავდროულად სრულიად ახლებური. BMW-ს რადიატორის ცხაურისა და ორმაგი ფარების კომბინაცია შუქით გამოხატულ, ძალიან დამახასიათებელ და შთამბეჭდავ ვიზუალურ ერთეულს ჰქმნის, ხოლო უკანა მხარის ჰორიზონტალური განათება ხაზს უსვამს ტექნოლოგიურ პროგრესსა და სიზუსტეს. ინტერიერი ფართო სივრცით გამოირჩევა და ბოლომდე იყენებს იმ შესაძლებლობებს, რასაც ელექტრომობილობის კონცეფცია იძლევა. სრულიად ახალი BMW Panoramic iDrive სისტემა ციფრული გამოცდილების ბირთვს წარმოადგენს და ამავდროულად ინარჩუნებს მძღოლზე ორიენტირებულ სპორტულ ხასიათს. სისტემაში ხელმისაწვდომია BMW Intelligent Personal Assistant, რომელსაც მძღოლსა და ავტომობილს შორის კომუნიკაცია სრულიად ახალ ხარისხში გადაჰყავს.
მართვის დინამიკის კუთხით, BMW i3 ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს. მაღალი წარმადობის კომპიუტერი ათჯერ უფრო სწრაფად რეაგირებს, ვიდრე წინა თაობის სისტემები და უზრუნველყოფს ზუსტ, სტაბილურ და დინამიკურ მართვას. ამასთანავე, BMW Symbiotic Drive ტექნოლოგია ქმნის ჰარმონიულ ურთიერთქმედებას მძღოლსა და დამხმარე სისტემებს შორის, რაც ზრდის როგორც უსაფრთხოებას, ისე კომფორტს ყოველდღიურ გადაადგილებაში.
ახალი BMW i3 შექმნილია "Design for Circularity" პრინციპით და მოიცავს დაახლოებით 30%-მდე მეორად მასალებს. ბატარეების წარმოებაში გამოიყენება მეორადი კობალტი, ლითიუმი და ნიკელი, ხოლო მიწოდების ჯაჭვში CO₂e ემისიები დაახლოებით 33%-ით არის შემცირებული.
ახალი BMW i3 იწარმოება BMW Group-ის მიუნხენის ქარხანაში, სადაც Neue Klasse მოდელების წარმოებისთვის სრულიად განახლდა საწარმოო ინფრასტრუქტურა. აღნიშნული მოდელის პირველი ავტომობილების მომხმარებლებისთვის მიწოდება 2026 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.bmw-georgia.com/en/all-models/3-series/sedan/bmw-i3-sedan.html