Get All Access for $5/mo

22 სექტემბერს UK-Georgia FinTech Forum გაიმართება ფორუმის მიზანია დიდ ბრიტანეთსა და საქართველოში ფინტექ ინდუსტრიის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ამ სფეროში სპეციალისტებს შორის ნეთვორქინგის ხელშეწყობა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

22 სექტემბერს სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi-ში გაიმართება UK-Georgia FinTech Forum, რომელიც ორგანიზებულია დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტისა და DataFest Tbilisi-მიერ, საქართველოს ბანკსა და გრანთ თორნთონთან პარტნიორობით.

ფორუმის მიზანია დიდ ბრიტანეთსა და საქართველოში ფინტექ ინდუსტრიის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ამ სფეროში სპეციალისტებს შორის ნეთვორქინგის ხელშეწყობა.

ფორუმი ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდება და შედგება სამი სესიისგან:

  • პირველ სესიაზე იქნება განხილული საქართველოს ფინტექ ინდუსტრია (წარმოდგენილი იქნება საქართველოს ბანკი, საქართველოს ფინტექ ასოციაცია და სტარტაპი PAYZE);
  • მეორე სესიაზე ბრიტანელი სპიკერები გაგვაცნობენ ბრიტანულ ფინტექ ინდუსტრიიდან საინტერესო მოვლენებს (წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტი და Cambridge Centre for Alternative Finance);
  • მესამე სესიაზე პანელური დისკუსიის ფორმატში ექსპერტემი დიდ ბრიტანეთსა და საქართველოდან გაგვიზიარებენ ამ ორ ქვეყანას შორის ფინტექ ინდუსტრიაში თანამშრომლობის წარმატებულ ისტორიებსა და შესაძლებლობებს (წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნული ბანკი, საინვესტიციო ფონდი Sturgeon Capital, ბრიტანული SaaS კომპანია FinBoot, ქართულ-ბრიტანული კომპანია Edumentors და ქართული სტარტაპი CNICK).

ღონისძიება დამსწრეებს უკეთეს წარმოდგენას შეუქმნის საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის ფინტექ ინდუსტრიებზე, მათ შორის გაიგებენ, რა სამომავლო პერსპექტივებია ამ მიმართულებით. გარდა ამისა, კერძო კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიცნონ უცხოელი ინვესტორები, რომლებიც საქართველოს ფინტექ ინდუსტრიით არიან დაინტერესებულები, და პოტენციური თანამშრომლობა შესთავაზონ.

საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის თანამშრომლობით მსგავსი ღონისძიება პირველად ტარდება. რეგისტრაცია ნებისმიერ მსურველს შემდეგ ბმულზე შეუძლია: https://bit.ly/UKGeorgiaFinTech

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

დევოპსი (DevOps) - მომავლის პროფესია

დევოპსი - კულტურის, პრაქტიკისა და გადაწყვეტილებების ის ნაკრებია, რომელიც ორგანიზაციებს გამორჩეულ მოქნილობასა და საკუთარი სერვისების მომხმარებლებისთვის სხარტად მიწოდების შესაძლებობას სძენს