Sponsored Content

22 წლის მეწარმე, რომელიც ქართველი ახალგაზრდებისთვის განვითარების ახალ კარს აღებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ახალგაზრდა, მიზანდასახული და შთამაგონებელი — ეს სამი სიტყვა ზუსტად ასახავს 22 წლის ქართველ მეწარმეს მალხაზ გაბისონიას, რომელიც ჩინეთში მოღვაწეობს და ქართული ახალგაზრდებისთვის განათლების, კარიერისა და კულტურის ახალი გზების გაკვალვას ცდილობს.

მისი დაარსებული კომპანია — "ალტერა" — უკვე წარმატებით ფუნქციონირებს. პლატფორმა ქართველ ახალგაზრდებს სთავაზობს სწავლას ჩინეთში როგორც უმაღლეს სასწავლებლებში, ასევე მოკლევადიან კურსებზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტები ჩინეთში იგზავნებიან ოპერ სტუდენტის სტატუსით, რაც მათ აძლევს სრულფასოვნად განათლების მიღების, განვითარების და მრავალ ბენეფიტზე წვდომის საშუალებას.

"ალტერა" უზრუნველყოფს აპლიკაციის სრულ პროცესს — სწავლის ადგილების შერჩევიდან დაწყებული, ვიზების მიღებით და ჩასვლის შემდეგ დახმარებით დასრულებული. ამ შესაძლებლობით უკვე არაერთმა ახალგაზრდამ დაიწყო რეალური ნაბიჯების გადადგმა განათლების საერთაშორისო სივრცეში.

მეწარმის პროფესიული გზა ასევე შთამბეჭდავია — მუსიკის სიყვარული ბავშვობიდანვე ახლდა თან. არის არაერთი მუსიკალური კონკურსის გამარჯვებული და ამ მიმართულებით ჩინეთშიც აგრძელებს განვითარებას. ამავდროულად, საკუთარ ფესვებს არ ივიწყებს და საქართველოსთვის სარგებლის მოტანაზე ზრუნავს.

"ალტერა" მხოლოდ დასაწყისია. მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც განათლება, კარიერა და კულტურული გაცვლა ერთმანეთს შეერწყმება და ახალ თაობას გლობალურ სამყაროში ინტეგრაციის გზას გაუხსნის.

ის, ვინც ერთ დროს თავად ეძებდა შანსს, დღეს უკვე შანსს სხვებს აძლევს.