23 მაისს, ბენე ექსკლუზივის ინიციატივით, სასტუმრო აფიშაში ახალი ნეთვორქინგ ღონისძიება Benefit Talks გაიმართა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Benefit Talks-ის მიზანია, წარმატებულმა ბიზნეს ლიდერებმა გაუზიარონ აუდიტორიას პრაქტიკული იდეები და გამოცდილება იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია ბიზნესს შექმნას სარგებელი არა მხოლოდ ფინანსური, არამედ სოციალური, ეკოლოგიური და კორპორაციული თვალსაზრისით.

ღონისძიებას 450-მდე ადამიანი დაესწრო და იგი რამდენიმე თემას აერთიანებდა. სპიკერებმა ნინო ჯიბლაძემ (Gulf Georgia); მარიამ ჭანტურიამ (Mastercard); ნათია ჩიტაიამ (Tbilisi Outlet Village) და კონსტანტინ სულამანიძემ (Total Charm) აუდიტორიას გაუზიარეს ინოვაციური პროექტები, რომლებმაც შეცვალა სოციალური გარემო, ასევე სხვადასხვა გამოწვევები და საინტერესო გამოცდილებები.

ღონისძიების მთავარი პარტნიორები იყვნენ: Mastercard, Tbilisi Outlet Village, Gulf Georgia, Total Charm Tbilisi, Garden Hills, VR Holding, Kärcher, Smart House, New Group.

Benefit Talks განაგრძობს იმ ადამიანებისა და კომპანიების თავმოყრას ვინც ქმნის სისტემურ ცვლილებებს როგორც ბიზნესის, ასევე სოციალურ დონეზე. შემდეგი ღონისძიება ახალი თემებითა და ახალი სპიკერებით 12 სექტემბერს გაიმართება.

"Benefit Talks" – Ideas that matter, benefits that last

Business News

დროის მართვა თუ საკუთარი თავის?

"თუ გსურს შეცვალო შენი ცხოვრება, შეცვალე პრიორიტეტები"