26 მაისი ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
დღესასწაულების უმეტესობა ბავშვობიდან გაუთვითცნობიერებლად გვიყვარს. თარიღს კალენდარზე ვნიშნავთ და საჩუქრებისა თუ ჯადოსნურობის მოლოდინით, დღეების ათვლასაც ვიწყებთ.
თუმცა, არსებობს ერთი დღესასწაული, რომელიც უკვე მოზრდილ ასაკში გვიყვარდება და მის მნიშვნელობასაც, დროთა განმავლობაში, კიდევ უფრო მეტად ვიაზრებთ - დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისის თარიღს ყველაფერი აქვს: თავისი წილი ჯადოსნურობაც და მთავარი საჩუქარიც: თავისუფლება.
თავისუფლებისკენ სწრაფვა მუდმივი, ყოველდღიური პროცესია, დამოუკიდებელი ნაბიჯებით სვლა, პასუხისმგებლობის აღება და გაბედული არჩევანი. ასეა ბიზნესის შემთხვევაშიც. თითოეული ბიზნესი, ერთი ან რამდენიმე ინდივიდის სურვილით და გაბედული გადაწყვეტილებით იწყება. დამოუკიდებელი ბიზნესსაქმიანობა ხომ სრული პასუხისმგებლობის აღებაა იმ ღირებულებებზე, რომელსაც ქმნი შენი გუნდისთვის, მომხმარებლისთვის და რაც მთავარია, ქვეყნისთვის.
იმისათვის, რომ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დღე ბიზნესებს და მომხმარებლებს სრულიად ახლებურად აღენიშნათ, 26 მაისს, ნინოშვილის ქუჩაზე, Gym Breeze-ს გვერდით მდებარე სივრცეში, ერთმანეთის მეზობლად მდებარე კაფეები, რესტორნები და ბარები გაერთიანდნენ. საერთო მაგიდები, სივრცე ნაცნობებისა და ახალი მეგობრებისთვის, სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი მენიუ და მუსიკა ღონისძიების მთავარი შტრიხები აღმოჩნდა.
,,ბოლო წლებში, ნინოშვილის ქუჩა მნიშვნელოვნად შეიცვალა. ერთმანეთის მეზობლად სულ უფრო მეტი კაფე, რესტორანი და ბარი იხსნება. ამ ქუჩაზე მდებარე სივრცეები ყოველდღიურობაში ისედაც მჭიდროდ ვთანამშრმლობთ. სწორედ ამ მეგობრობამ და ერთიანობამ გააჩინა ღონისძიების იდეა.თავიდანვე გვინდოდა, ორგანიზატორი და მონაწილე მხოლოდ Brod-ი არ ყოფილიყო და ამ ყველაფრისთვის, უფრო მასშტაბური სახე მიგვეცა. იდეის განხორციელებაში მხარი თიბისი ბიზნესმა დაგვიჭირა და ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე კვების ობიექტებიც ჩვენს წამოწყებაში სიამოვნებით ჩაერთნენ. რადგან სარესტორნო ბიზნესს წარმოვადგენთ, და street food-ის ფორმატის კერძებს არ ვქმნით, ამ დღისთვის, მენიუს გარკვეული მოდიფიკაციაც მოვახდინეთ. საბოლოოდ, ძალიან განსხვავებული და საინტერესო დღე გამოვიდა", - ამბობს 'Brod" -ის წარმომადგენელი, ანკა თოთიბაძე.
26 მაისის ღონისძიება ნინოშვილზე კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლიათ ერთი და იმავე სფეროს წარმომადგენელ ბიზნესებს საერთო იდეის ქვეშ გაერთიანება, ერთმანეთის მხარდაჭერა და გაძლიერება.